1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად მეწარმე ფიზიკურ პირად, როგორც მეწარმე სუბიექტად ყოფნა სავალდებულო არ არის.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას;
ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მაგალითი 1:
პირობა:
ჯონდი არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას
– ინდივიდუალურად ეწევა „ვაჭრობას“. მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას. ჯონდის აზრით (წინასწარი ვარაუდით)
, მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში ვაჭრობის შედეგად მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს.
ანალიზი:
იქიდან გამომდინარე, რომ ჯონდი არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას, აგრეთვე მისი ვარაუდით მისაღები მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი ვერ გადააჭარბებს 30 000 ლარს და მოცემული მომენტისათვის იგი არ ახორციელებს სხვა რაიმე სახის საქმიანობას*, ჯონდი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მიკრო ბიზნესის სტა
ტუსის მოთხოვნებს, შესაბამისად
, მას უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მიკრო ბიზნესის სტატუსი.
შენიშვნა
* ჯონდის მიერ დამატებით, სხვა სახის საქმიანობის განხორციელება და შესაბამისად შემოსავალის მიღება არ არის საგადასახადოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებაში უარის თქმის ან სტატუსის ქონის შემთხვევაში სტატუსის გაუქმების საფუძველი, თუ აღნიშნული საქმიანობა არ განეკუთვნება „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით განსაზღვრული იმ საქმიანობების სახეებს, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს.
შედეგი:
ჯონდის მოთხოვნის შემთხვევაში მიენიჭება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი სერ
ტიფიკატი.
4. საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილების „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ პირველი მუხლით გათვალისწინებული №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე მიკრო ბიზნესის 30 000
-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება და ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
მაგალითი 2:
პირობა:
პირობები იგივეა
, რაც პირველ მაგალითში იმ განსხვავებით, რომ ჯონდიმ ვაჭრობიდან მიიღო ერთობლივი შემოსავალი 27 000 ლარი წლის განმავლობაში და ჯონდი თავისუფალ დროს ვაჭრობასთან ერთად ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტს (მთვრობის დადგენილებით საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტზე არ ვრცელდება 30 000
-ლარიანი ზღვარი), რის შედეგადაც მან მიიღო დამატებით 10 000 ლარი. შედეგად
, ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში შეადგინა 37 000 (27 000+10 000) ლარი.
ანალიზი:
„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1
-ის თანახმად
, საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი განეკუთვნება იმ საქმიანობიდან ერთ-ერთს
, რომლისგან მიღებული შემოსვალი არ იბეგრება და რომელზეც არ ვრცელდება მიკრო
-ბიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000
-ლარიანი ზღვარი, შესაბამისად, ჯონდის მიერ საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან 10 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი კვლავ შეადგენს 27 000 ლარს, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრო ბიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც ვაჭრობიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად
, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
5. „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართ
ი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების მიღებისას:
ა) მიკრო ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000
-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ასეთი შემოსავლები მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა;
ბ) ასეთი შემოსავლები იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მიკრო ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 3:
პირობა:
პირობები იგივეა
, რაც მე-2 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ჯონდის გასესხებული
ჰქონდა ფიზიკურ პირზე ფული, რის შედეგად პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 3 500 ლარის ოდენობით და ასევე ჯონდის აჩუქეს 7000 ლარი (არც ერთი შემოსავალი წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა და არ დაბეგრილა). ჯონდის ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე წელს 47 500 (27 000+10 000+3 500+7 000) ლარი შეადგინა.
ანალიზი:
ანალიზი იგივეა
, რაც მე-2 მაგალითის ანალიზშია მოცემული, იმ განსხვავებით, რომ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის თანახმად
, პროცენტის სახით და ჩუქ
ებით მიღებული შემოსავლები განეკუთვნება იმ შემოსავლებს, რომლებიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით (ერთობლივ შემოსავალთან მასთან დაკავშირებული ხარჯების შეპირისპირებით) და რომლებიც მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი ერთობლივი შემოსავლის 30 000
-ლარიანი ზღვარის განსაზღვრის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში. შესაბამისად
, ჯონდის მიერ პროცენტის სახით 3 500 ლარის ოდენობით და ჩუქების შედეგად 7 000 ლარის ოდენობით მიღებული შემოსავალი მხედველობაში არ მიიღება და ამ შემოსავლის გარეშე მისი სხვა შემოსავალი შეადგენს 27 000 ლარს
, რომელიც არ აჭარბებს 30 000 ლარს.
შედეგი:
ჯონდის მიკრო ბიზნესის სტატუსი არ გაუუქმდება.
როგორც ვაჭრობიდან მიღებული 27 000 ლარი, ასევე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტიდან მიღებული 10 000 ლარი
, დაექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შესაბამისად
, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
ჯონდი ვალდებულია პროცენტის სახით მიღებული 3 500 ლარი და ჩუქების შედეგად მიღებული 7 000 ლარი მიკრო ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლისგან განცალკევებულად ასახოს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგროს ჩვეულებრივი წესით.
6. მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს
, თუ იგი ახორციელებს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართ
ი №2-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მიკრო ბიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას.
მაგალითი 4.
ჯონდი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას სათამაშო აპარატებით. იგი ელოდება
, რომ მისი ერთობლივი შემოსავალი წლის ბოლოს არ გადააჭარბებს 30 ათას ლარს. აქედან გამომდინარე
, ის გადაწყვეტს მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა საგადასახადო ორგანო მას არ აძლევს სტატუს
ს, ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა