1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს.
2. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღებას და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას
, მის მიერ საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავლები ექვემდებარება მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
მაგალითი 1.
ჯონდიმ 2011 წლის 25 ოქტომბრიდან მიიღო მიკრო ბიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 ათას ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით. 2012 წლის 1 აპრილს წარადგინა დეკლარაცია
, რომელშიც ასახა 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი – 22000 ლარი (15 000 + 7 000).
ანალიზი:
ვინაიდან ჯონდიმ სტატუსი მიიღო 2011 წლის განმავლობაში, მიკრო ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2011 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე
, ანუ 22000 ლარზე. შესაბამისად
, მის მიერ გადახდილი 1000 ლარი ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად და დადგენილი წესით დაექვემდებარება ჩათვლას ან/და დაბრუნებას.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს, მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება (საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება). ამასთან, არარეზიდენტი პირისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ამ ბრძანების „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმისა, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად.
5. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
6. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მას მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად დაბეგვრას.
7. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება წარმოიშ
ობა:
ა) მიმდინარე გადასახდელების მიმართ
, თუ გასული საგადასახადო წლის მიხედვით პირს გადახდილი ან გადასახდელი აქვს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიკრო ბიზნესის სტასუსის მინიჭების გამო არ ექვემდებარებოდა მიმდინარე წელს მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდას;
ბ) მიმდინარე საანგარიშო წლის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ
ი პირის მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება და გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება მიკრო ბიზნესის სტასუსის მინიჭების გამო არ არსებობდა.
მაგალითი 2.
ჯონდის აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და
, ამასთან, წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს. მან 2011 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების თაობაზე, რომლის შედეგადაც (ან ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დადგომის შედეგად) გაუუქმდა სტატუსი. ჯონდის წინა საანგარიშო წელს დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 5000 ლარი. ამასთან
, ფიზიკურ პირ ჭიჭიკოსაგან იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელსაც პირველ ივლისამდე გადაუხადა იჯარის თანხა – 1000 ლარი.
ანალიზი:
ჯონდის სტატუსი გაუუქმდა 2011 წლის 1 ივლისს, შესაბამისად
, 31 ივლისამდე მან უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელის სახით 500 (5000*20%*25%+5000*20%*25%) ლარი და ჭიჭიკოს წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი 200 ლარი.
შედეგი:
ჯონდის წარმოეშვა მთელ საანგარიშო პერიოდში განხორცილებულ და განსახორციელებელ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდე
ბულებების შესრულების ვალდებულება.
შენიშვნა: ჯონდი რომ არ ყოფილიყო მეწარმე ფიზიკური პირი, მას მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას არ მოუწევდა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელის გადახდა და ჭიჭიკოსთვის გადახდილი თანხის წყაროსთან დაბეგვრა.
8. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. ამასთან, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი შემდგომში მიმდინარე საგადასახადო წლის დასრულებამდე არ განაახლებს ეკონომიკურ საქმიანობას
, საანგარიშო წლის მიხედვით მომდევნო წლის 1 აპრილს საგადასახადო ორგანოში განმეორებით დეკლარაციის წარადგენა სავალდებულო არ არის.
მაგალითი 3.
ჯონდის აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. 2011 წლის 1 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა საქმიანობა. ამ მომენტისათვის მას მიღებული ჰქონდა 8000 ლარის ოდენობის ერთობლივი შემოსავალი და 16 ივლისს საგადასახადო ორგანოში წარადგინა დეკლარაცია, თუმცა შეეძლო წარედგინა 30 ივლისამდე.
შემთხვევა №1:
ჯონდის აღარ განუახლებია ეკონომიკური საქმიანობა 2011 წლის საანგარიშო პერიოდში და შესაბამისად მას აღარ წარმოშობია ვალდებულება წარედგინა დეკლარაცია მიმდინარე საანგარიშო წელზე მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
შემთხვევა №2:
ჯონდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2011 წლის 7 ოქტომბერს განაახლა ეკონომიკური საქმიანობა. ამ მომენტიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელა ოპერაციები საერთო ღირებულებით 13000 ლარი. 2012 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს დეკლარაცია, რომე
ლშიც ერთობლივი შემოსავალი იქნება 21000 ლარი (8000+13000