1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უფლებამოსილია მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს მისი სტატუსი და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს დადგენილი წესით.
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია უზრუნველყოს 6 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვ