1. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

ბ) დათვალიერება;

გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;

დ) ქრონომეტრაჟი;

ე) ინვენტარიზაცია.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისა