მუხლი 92. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
თავი XII — სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 92. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დწაუდგა დარმატოებული ღირებულების გშვა დასახადღგ-ის გადამხდელიად ს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. 3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
…დასაბეგრ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ს თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა ამ ბრუნვაზე დარიცხული გადასახადის თანხისა და ამ კარის მიხედვით წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით და საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელ თანხას შორის. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის (2000 წლის 13 ივლისის ¹470) თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის…
…გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ სს «...» სათაო ოფისის გარდა ჰქონდა შვიდი ფილიალი, რომლებიც 2005 წლის იანვრამდე მოქმედი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენდნენ დღგ-ს გადამხდელებს. ამასთან, ზემოაღნიშნულ ნორმაზე და საქართველოს ფინანსთა…
…სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სს,,თ-ს” ჩამოეწერებოდა საგზაო ფონდის გადასახადი, კანონიერი იყო და შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე, 59-ე, 63-ე და 92-ე მუხლების მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების…
…დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის მარეგულირებელი წესების დაცვით არის აღიარებული საწარმოს ხარჯებად და გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან დასაბეგრი მოგების გაანგარიშების დეკლარაციებში. ამასთან, ეს დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას გადასახადით დასაბეგრი ობიექტის აღრიცხვის შესახებ, თუმცა საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ…
…პირობას წარმოადგენდა მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა აღნიშნულის თაობაზე, რაც არ მომხდარა. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე, 39-ე, 47-ე, 52-ე, 62-ე, 92-ე მუხლებზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის)…
…136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად…
…გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2.12.2022 წელს, საგადასახადო კოდექსის 165-ე და 92-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თარიღი დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ის…
…მომართა საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამისად, პირი 2025 წლის ივლისიდან აღარ მიიჩნევა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირად. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე, 89-ე, 92-ე, 165-ე, 159-ე, 164-ე, 1651, 166-ე და 168-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა
…კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო…
…დამტკიცებული დანართი N 5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს; გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო…