1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3922 – ვებგვერდი, 27.12.2023
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. მცირე ბიზნესი 1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. 2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. 3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთომბლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტამ მტუხლსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდაწრული წლის განმავლობაშიზნ მიღებული ერთობლივი შემოსათვლის 500 000-ლარ გიანით ზღვარის, ხოლო ღვინისწ ტურიზმის საქმიანეობა ის სუბიექტისა და აგრთობტურისტულივ შე საქმიანობისა სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ბს-513(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
…გარეშე. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, რომ პირველ მოპასუხეს შეეძლო მასზე გაევრცელებინა მცირე ბიზნესის სტატუსით დადგენილი შეღავათები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. აღნიშნულისათვის აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით…
…მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სადავო ქონების რეალიზაცია აუქციონზე საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით განხორციელებულად მიიჩნია იმიტომ, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სააღსრულებო…
…მომსახურებით მიღებული შემოსავალი». სასამართლომ მიუთითა, რომ არარეზიდენტ პირს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული აქვს შემოსავალი რაც საგადასახადო კანონმდებლობით დაბეგვრას ექვემდებარება და რომლის გადახდაზე პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად შპს «...ს» ეკისრება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა რა…
…რუსთავის რეგიონალური ცენტრი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. შუამდგომლობის ავტორმა საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის ¹10 და ¹14 დადგენილებებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავის საფუძველზე მოითხოვა…
…მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ არარეზიდენტ პირს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული აქვს შემოსავალი, რაც საგადასახადო კანონმდებლობით დაბეგვრას ექვემდებარება და რომლის გადახდაზე პასუხისმგებლობა თანახმად საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა შპს «...» ეკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში Aშპს «...»…
…არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის…
…გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. 3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა. ამავე კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე…
…გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი…
…დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა. „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს…
…სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველ მუხლზე,…