ბრძანება N 18965

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.08.2026
№ დოკუმენტი 18965
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიმცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთებიმცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიმიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენადღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასზოგადი დებულებებიდღგ-ის ჩათვლის უფლებადღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი

📄 სრული ტექსტი

N 18965

21 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------)

(მის: ------------------------------------)

2026 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------) №-----/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №076-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გერემოება, რომ შემოწმების ობიექტის მიერ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა დღგ-ით დასაბეგრი საქმიანობა, ხოლო ამ პერიოდამდე იგი ადეკლარირებდა და იხდიდა დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებებს, შესაბამისად სამართლებრივი შეფასება შეუასაბამოა რეალურად არსებული ფაქტოვრივი გარემოებების მიმართ, ხოლო ჩათვლებთან დაკავშირებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება და მისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არა არის სრულყოფილი. ამასთან, აცხადებს რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისინებული ის გარემოება, რომ სუბიექტის, რომელიც არის მცირე მეწარმე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა კონკრეტული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მიზნით და ამ ოპეარციების განხორციელების შემდეგ ფორმალურად დარჩა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, თუმცა ფაქტობრივად დასაბეგრი ოპერაციები აღარ განუხორციელებია. შებამისად, დაკისრებული ვალდებულება რეალურად ეფუძნება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ადმინისტრაციის პროცესში დაშვებულ მცირე მნიშვნელობის შეცდომას (დღგ-ის გადამხდელად რეგსტრაციის გაუქმება) და არა რეალურად განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ შემოწმების აქტი არ შეესაბამება რეალურ ვითარებას, ვინაიდან შემოწმების ობიექტის მიმართ მსჯელობა განვითარებული არ არის მცირე მეწარმისათვის დადგეწილი რეგულაციების შესაბამისად, ხოლო სადავო აქტში აღნიშნული მე-4 ფაქტობრივი გარემოება და მისი სამართლებრივი შეფასება თავისთავად საგადსახადო ვალდებულების დაკისრების საფუძველს არ წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველ ივლისს გამოსცა №14850 ბრძანება და №076-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 028 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 692 ლარი, ჯარიმა 20 517 ლარი და საურავი 11 819 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

. ი/მ --------------ი (ს/ნ ---------------) წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს. საქმიანობის სახეა სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) ფარგლებში მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება დღგ-თი დასაბეგრი მომსახურებების გაწევა, რომლებიც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული. გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.

. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების მიერ ჩასათვლელი დღგ გადანაწილებულ იქნა შესამოწმებელ თვეებში შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხით შემცირდა საანგარიშო პერიოდში დარიცხული დღგ.

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სახელმწიფო შეყიდვების (ტენდერების) ფარგლებში მომსახურების გაწევა. შესრულებული სამუშაოს აქტების და სხვა დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმეს საქმიანობის ფარგლებში უფიქსირდება დასაბეგრი განაცემები (მათ შორის შრომის ანაზღაურება), რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობებზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.

. ი/მ --------------ს (ს/ნ ---------------) მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის პირველი იანვრიდან. შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს გაწეული აქვს მომსახურება, რომელიც არ აქვს ასახული მცირე ბიზნესის შესაბამისი პერიოდის ყოველთვიურ დეკლარაციებში. გამოვლენილ სხვაობებზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2026 წლის 12 აგვისტოს 13:20 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ი/მ --------------ე (ს/ნ ---------------) წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს, რომლის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) ფარგლებში მომსახურების გაწევა. მეწარმეს უფიქსირდება დღგთი დასაბეგრი მომსახურებების გაწევა, რომლებიც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების მიერ ჩასათვლელი დღგ გადანაწილებულ იქნა შესამოწმებელ თვეებში შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამეტნის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 6 მაისს ნებაყოფლობითი წესით. ამასთანავე, დღემდე არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტაციიდან მოხსნისთვის. მოგებული გამარტივებული ტენდერები მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს. შესაბამისად გადამხდელის მიერ ბიუჯეტიდან მიღებული თანხები გაზრდილია დღგ-ით.

რაც შეეხება ჩასათვლელ დღგ-ის თანხას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მისაღები ჩათვლა სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების ფარგლებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

ამავე კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ი/მ --------------ე (ს/ნ ---------------) წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს, რომლის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) ფარგლებში მომსახურების გაწევა. შესრულებული სამუშაოს აქტების და სხვა დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმეს საქმიანობის ფარგლებში უფიქსირდება დასაბეგრი განაცემები (მათ შორის შრომის ანაზღაურება), რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. ასევე, გაწეული აქვს მომსახურება, რომელიც არ აქვს ასახული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დეკლარაციაში.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამეტნის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადამხდელი არ ადეკლარირებდა გაცემლი შრომის ანაზღაურებებიდან საშემოსავლო გადასახადს. შემოწმების მიერ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა დაქირავებით მიღებული შრომის ღირებულება. გაიმიჯნა გაწეული მომსახურების ფარგლებში საჭირო მასალების დანახარჯები. ფაქტობრივი მონაცემებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა საჭირო სახელფასო ფონდი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას.

2. საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №14850 ბრძანება და №076-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 028 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 692 ლარი, ჯარიმა 20 517 ლარი და საურავი 11 819 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მომჩივანი წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება დღგ-თი დასაბეგრი მომსახურებების გაწევა, რომლებიც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული. გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების მიერ ჩასათვლელი დღგ გადანაწილებულ იქნა შესამოწმებელ თვეებში შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხით შემცირდა საანგარიშო პერიოდში დარიცხული დღგ.

ასევე,მეწარმეს საქმიანობის ფარგლებში უფიქსირდება დასაბეგრი განაცემები (მათ შორის შრომის ანაზღაურება), რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობებზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს გაწეული აქვს მომსახურება, რომელიც არ აქვს ასახული მცირე ბიზნესის შესაბამისი პერიოდის ყოველთვიურ დეკლარაციებში. გამოვლენილ სხვაობებზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9 „ბ“); 90(1,2.3); 91(1); 93(11); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 163(1); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1,,ა“ და „ბ“);