თავი XXVI — დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნება
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
4. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლზე, 310-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 104-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2007 წლის 13 აგვისტოდან 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია), 176-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე,…
საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
…ახორციელებდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი საქონლის, ასევე დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის მიწოდებას, შესაბამისად, ახდენდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხების დეკლარირებას ბრუნვების ხვედრითი წონის მიხედვით. ამასთან, არ განუხორციელებია საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დეკემბერში ჩასათვლელი/აღსადგენი დღგ-ის თანხის კორექტირება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე,…
საქმე №ბს-483(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…გადაწყვეტილების კანონიერებას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსარჩელესთან მიმართებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ასევე, ამავე…
საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად; ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო…
საქმე №ბს-937(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…შესამისად, ამ უფლების რეალიზაციის შედეგად, საგადასახადო ორგანომ მოსარჩელეს დაარიცხა კუთვნილი გადასახადი, რაც, კასატორის მოსაზრებით, აბსოლუტურად კანონშესაბამისია. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“…
საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ბს-855(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
საქმე №ბს-1005(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
…ლარს, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე ჩათვლა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და ასევე, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე…
…თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე, გადამხდელს ადგილობრივ მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლისას არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებები და ავანსის განაშთვები. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) დასაბეგრი ბრუნვა, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა…
…● შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და…
…შედეგად საწარმოს 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში წარმოეშვა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის ვალდებულება, აღსადგენი თანხა შეადგენს 75 379,34 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის…
…განსაზღვრისას ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა მიღებული და დადასტურებული ელ. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. ადგილობრივ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ის თანხა შეადგენს 2 702 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2 707 ლარის ოდენობით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის…