თავი XXVI — დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნება
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-895(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
…შვილობილი კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქტივების ან/და პირველსა და მეორე შეკითხვაში ხსენებული ფაქტობრივად გადაუცემელი აქტივების (თუ ჩაითვალა მიწოდებად) უცვლელი სახით კაპიტალიდან გამოტანა (უკან დაბრუნება) წარმოშობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კორექტირების გარემოებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 აპრილს გამოცემული #167 წინასწარი…
…შვილობილი კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქტივების ან/და პირველსა და მეორე შეკითხვაში ხსენებული ფაქტობრივად გადაუცემელი აქტივების (თუ ჩაითვალა მიწოდებად) უცვლელი სახით კაპიტალიდან გამოტანა (უკან დაბრუნება) წარმოშობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კორექტირების გარემოებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 აპრილს გამოცემული #--- წინასწარი…
…მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად: 1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება,…
…იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად…
…მიუხედავად სააღსრულებო საქმეების წარმოებისა, არცერთხელ მომხდარა ლიზინგის საგნების მოვალისთვის ჩამორთმევა და კრედიტორისთვის დაბრუნება, მოვალე მუდმივად სარგებლობდა სალიზინგო ქონებით (სარგებლობს დღემდე). შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული კორექტირების არცერთი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი, შპს „---ს“ არ უნდა გამოეწერა კორექტირების…
…ანაგრიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ გადამხდელს ჩათვლილი აქვს როგორც „-------“ ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ამ ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების დღგ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩათვლების შემცირება. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის…
…მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და…