გადაწყვეტილება № 27830/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27830/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 21.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27830/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2026 წლის №005-85 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14434 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 447 450,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 190 763
დღგ - 776 685
საშემოსავლო გადასახადი - 414 078
ჯარიმა - 593 821
საურავი - 662 866,75
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით (ბენზინი, დიზელი და მაზუთი).
აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 8.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. ვაჭრობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე იჯარით აღებულ ავტო-გასამართ სადგურებზე. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ არსებობდა შესაბამისი შეძენის დოკუმენტი.
შესამოწმებელ პერიოდში, საწვავის ფაქტობრივად დარიცხული ნაშთების, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საწვავის არადოკუმენტური რეალიზაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. მომჩივანს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
კომპანია 2021 წლის იანვრის, მაისის, სექტემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელი ტექნიკის (----) რეალიზაცია 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა არ არსებობს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად.
კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა (-----), რომლის მიხედვითაც შპს „------“ შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი 342 436 ლარად. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას (ფასის გაათმაგებას). ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი 47 012 ლარის დღგ.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.04.2024 წლის №7553 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 8.04.2024 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში ნაღდი ფული არ აღმოჩნდა. საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზის, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საკონტროლო სალარო აპარატების მონაცემებისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, ასევე გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების, შედეგად საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საქონლის (დიზელის) ნაწილში არ უფიქსირდებოდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად (2 310 214 ლიტრ საწვავზე), აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა ხარჯის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული საწვავის შესაძენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით;
განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4789 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 8 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 17 აპრილის №005-85 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საზოგადოება არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, თუმცა, არ არის აღნიშნული, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საწვავის მიღების და რეალიზაციის აღრიცხვის ჟურნალების (ელექტრონული) ამონარიდი ექსელის ფორმატით. რასაც უნდა დაყრდნობოდა შემოწმება და არ გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად გამოანგარიშებული თანხების დარიცხვა რომელშიც მარტო საურავი 62 8871,94 ლარია. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ, დიზელის საწვავი 2 310 214 ლიტრი რეალიზებულია, რომელზედაც არ არსებობს შესაბამისის შეძენის ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი. საზოგადოებას სრულად აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. საწვავის მიწოდებისას გამოიწერება საბითუმო მიწოდების კოდით და საცალო რეალიზაციის კოდით.
პირველი სადავო საკითხი: საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მომჩივნის არგუმენტაცია: დოკუმენტი რომელიც საჭიროებს მყიდველის მხრიდან მიღებაზე თანხმობის დასტურს და ამის შემდგომ ხდება ტრანსპორტირების დაწყების გააქტიურება. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებას შემოსავალი არ მიუღია. საზოგადოებას ფაქტიურად არ ქონდა შეძენილი შესაბამისი რაოდენობის დიზელი, რასაც შემოწმება ადასტურებს შემოწმების აქტში: "არ არსებობს შესაბამისის შეძენის ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი". სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე არასწორად დაერიცხა დღგ 697 403 ლარის ოდენობით და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის ჯარიმა. რაც შეეხება სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებს, მიმღების მხრივ შესაძლო დღგ-ის ჩათვლის შემთხვევას, მომჩივანმა მიმართა ფინანსურ პოლიციას დანაშაულის გამოვლენის მიზნით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ------ სამმართველოში (გამომძიებელი ------, საქმის ნომერი ------) მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელმაც უნდა დაადგინოს ვისი ბრალეული მოქმედებით მოხდა საჩივარში მითითებული რეალურად არარსებული დიზელის საწვავის სატალონო კოდით ფაქტურების გამოწერა.
მე-2 სადავო საკითხი: საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა:
შემოსავლების სამსახურის პოზიცია: კომპანია 2021 წლის იანვრის, მაისის, სექტემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივნის არგუმენტაცია: საცალო რეალიზაციის ფასს არეგულირებს ადგილობრივი ბაზარი, როდესაც საწვავის ფასი ეცემა შესაბამისად ზოგ შემთხვევაში ხდება საწვავის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია, საგადასახადო კოდექსი არ ავალდებულებს გადასახადის გადამხდელს ასეთი შემთხვევების დროს გამოიყენოს თვითღირებულებაზე მეტი ფასი (თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია გამოიყენება საწვავით მოვაჭრე კომპანიებისთვის). შემოწმებამ თანხის დარიცხვისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.
მე-3 სადავო საკითხი: შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასი:
შემოსავლების სამსახურის პოზიცია: კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელი ტექნიკის (----) რეალიზაცია 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა არ არსებობს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად.
მომჩივნის არგუმენტაცია: ავტოსატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას შეძენილი აქვს დოკუმენტურად შპს "-----" - სგან (ს/ნ -----), აღნიშნულ საშუალებებზე არ იყო საჭირო საბაზრო ფასის დადგენა, შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენს საბაზრო ფასს, აღნიშნული საშუალებები მიყიდულია ფიზიკურ პირებზე და შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არაა გამოწერილი, რადგან მყიდველი არ არის დღგ-ის გადამხდელი. დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელი ტექნიკის რეალიზაცია.
მე-4 სადავო საკითხი: შპს „-----“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმება:
შემოსავლების სამსახურის პოზიცია: კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა (-----), რომლის მიხედვითაც შპს „------“ შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი 342 436 ლარად. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას (ფასის გაათმაგებას). ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი 47 012 ლარის დღგ.
მომჩივნის არგუმენტაცია: შპს "-----"-სგან შეძენილ საწვავზე დოკუმენტი შეცდომით გამოიწერა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა აღნიშნული ჩათვლა მოთხოვნილია შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ის თანხა რაც მოთხოვნილია ჩასათვლელად გადახდილია ბიუჯეტში მომწოდებლის მიერ, აღნიშნული თანხით ბიუჯეტს ზარალი არ მიუღია. კორექტირება დარიცხული თანხით არასწორია. მომწოდებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია დოკუმენტის 8 გაუქმების და სანაცვლოს გამოწერის. აღნიშნული დღგ გადახდილია ზედმეტად მომწოდებლის მიერ და სანაცვლო დოკუმენტის შესაბამისად უნდა შეამციროს ზედმეტად დარიცხული დღგ. საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, აღინიშნა რომ ხანდაზმულობის გამო კანონიერი გზით ვერ გამოსწორდებოდა მომხდარი და ამის გამო აქტში მოცემული არასწორი ქმედება ძალაში დარჩა.
მე-5 სადავო საკითხი: ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა:
შემოსავლების სამსახურის პოზიცია: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.04.2024 წლის №7553 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 8.04.2024 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალა როში ნაღდი ფული არ აღმოჩნდა. საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზის, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საკონტროლო სალარო აპარატების მონაცემებისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, ასევე გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების, შედეგად საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საქონლის (დიზელის) ნაწილში არ უფიქსირდებოდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად (2 310 214 ლიტრ საწვავზე), აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა ხარჯის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული საწვავის შესაძენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივნის არგუმენტაცია: შემოწმების დასაწყისისთვის საზოგადოებას შეწყვეტილი ქონდა ეკონომიკური საქმიანობა. ოქმში რომელიც წარედგინა შემოწმებას სალაროში დაფიქსირებული იყო 0 ლარი. შემოწმებამ 2 310 214 ლიტრის რეალიზაციით და შესაძლო შეძენით გამოიყვანა სალაროს ნაშთი, რასაც დაემატა ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებით გამოყვანილი თანხები. ამ ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ ნაწილით დარიცხული თანხა მთლიანად გასაუქმებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4789 ბრძანებით:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით;
გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 8.04.2026 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
პირველ სადავო საკითხზე, ვინაიდან გადამხდელის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №----- საქმეზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით.
მე-5 სადავო საკითხზე, გათვალისწინებული იქნა პირველი და მესამე სადავო საკითხების შესწავლის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4789 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, საიდანაც მიღებული ინფორმაცია იქნა გათვალისწინებული, ხოლო გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებასთან დაკავშირებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
დგინდება, რომ მომჩივნის საჩივარში მითითებული გარემოებები სცილდებოდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაკმაყოფილებული და აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული ფარგლების ფარგლებს, ხოლო დავის არც ერთ ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია მოქმედი ბრძანების შესაბამისად და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);157;158;163;164;174;175;176;101;154