თავი XXVI — დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნება
1. დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;
დ) ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;
ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…მიღებული ჰქონდა საგანმანათლებლო მომსახურება, რომელსაც არ ბეგრავს უკუდაბეგვრის დღგ-ით. საგადასახადო შემოწმებით არარეზიდენტი პირისგან მიღებული საგანმანათლებლო მომსახურება დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით უკუდაბეგვრას, რამაც გამოიწვია ჯარიმის დაკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად; 4. გადასახადის გადამხდელი…
საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…მე-3 ნაწილზე, 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 104-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2007 წლის 13 აგვისტოდან 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია), 176-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 15.03.2016 წლის №6581 ბრძანების საფუძველზე, საჩივარი მითითებული…
საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
…აღნიშნავს, რომ 2011 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი თავდაპირველი რედაქციით ითვალისწინებდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გამოანგარიშების წესს საქონელზე, მომსახურებასა და ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კერძოდ, კოდექსის 176-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება: ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის…
საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…პირისაგან - „...ისგან“, შპს „...ას“ არ მიუღია დღგ-ით დასაბეგრი მომსახურება. კერძოდ, არარეზიდენტ იურიდიულ პირს არ დაუმზადებია და არ მიუწოდებია საზოგადოებისათვის სასტუმრო-კაზინოს პროექტი ან მისი ნაწილი. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილსა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, ამავე კოდექსის 134-ე…
საქმე №ბს-580(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2021
…სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შპს „...“ ვალდებული იყო მომსახურება, რომელიც განხორციელდა...ში რეგისტრირებული იურიდიული პირის „...-ს“ მეშვეობით დაებეგრა უკუდაბეგვრის…
საქმე №ბს-1005(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
…შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი…
…შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი…
…გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“…
…ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა მიღებული და დადასტურებული ელ. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. ადგილობრივ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ის თანხა შეადგენს 2 702 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2 707 ლარის ოდენობით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026…
…სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31…