ბრძანება N 24194
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24194
23 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის პირველი ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა ი/მ -----ის (ს/ნ -----) №104852/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 სექტემბრის №023-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის №12422 ბრძანების და 2026 წლის 1 სექტემბრის №19513 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორისა და ასევე ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის პირველ სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 სექტემბრის №19548 ბრძანება და ამავე თარიღის №023-10 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 71 470 ლარი:
მათ შორის:
გადასახადი - 45 306 ლარი
დღგ - 45 306
ჯარიმა - 17 712
საურავი - 8 452
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და შესაბამისად შეძლო მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურების დადასტურება. შემოწმებით გარკვეულია, რომ მიღებული ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები ექვემდებარება ჩათვლას, ვინაიდან ის გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. გადამხდელის მიერ დადასტურებული მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე შემოწმებამ განახორციელა გადასახადის ჩათვლა.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი მიუთითებს, რომ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული სურსათისა და თამბაქოს რეალიზაცია. აცხადებს, რომ ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი და ვინაიდან, 2025 წლის აგვისტოს თვეში შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, ნებაყოფლობით მოითხოვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შემოწმების შედეგად კი აღმოჩნდა რომ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2025 წლის იანვრიდან. ამდენად, აღნიშნული პერიოდიდან განხორციელებული ყველა რეალიზაცია დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან მიღებული ჩათვლების გათვალისწინებას და აღნიშნულის საფუძველზე აქტით დარიცხული თანხების შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და შესაბამისად მოახერხა მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება. შემოწმებით გარკვეულია, რომ მიღებული ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები ექვემდებარება ჩათვლას, ვინაიდან ის გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. გადამხდელის მიერ დადასტურებული მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შემოწმებამ განახორციელა გადასახადის ჩათვლა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ-----ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და შესაბამისად შეძლო მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურების დადასტურება. შემოწმებით გარკვეულია, რომ მიღებული ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები ექვემდებარება ჩათვლას, ვინაიდან ის გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. გადამხდელის მიერ დადასტურებული მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე შემოწმებამ განახორციელა გადასახადის ჩათვლა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:175;180