ბრძანება N 23376
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23376
16 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 17 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს ------ის (ს/ნ -----) №-----საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ის ჩათვლების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14805 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ,,-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს 2026 წლის 01 ივლისის №----- (შემ. №------) წერილი და დადგენილება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2024 წლის 23 თებერვლიდან 2026 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 21 აგვისტოს N18935 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 2 418 848,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 666 657,38 ლარი
დღგ - 666 657,38
ჯარიმა- 1 666 642
საურავი- 85548,97
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის N----- საქმე, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 01 ივლისს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებით დანიშნულ იქნა შპს “-----“-ს (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმება. საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რაც მოწოდებული იქნა შემოწმებისთვის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა და გადამხდელის დოკუმენტაციის ანალიზით, ირკვევა, რომ შპს “------“-სთვის შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა კომპანიების, კერძოდ: შპს "------"-ის (ს/ნ ------) და შპს "------"-ს (ს/ნ ------) მიერ გამოწერილია ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ------; -----; ------; ------; ------; ------; ------; ------; ------; ------, ჯამში სულ ღირებულება 4 370 307 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხა სულ
666 657 ლარი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები შპს “------“-ს მიერ ჩათვლილია 2025 წლის ივლისის, სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის სააგარიშგებო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით და შესაბამისად მონაწილეობს გადასახადის გაანგარიშებაში.
შემოწმებით განხორციელდა ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლილი თანხების აღდგენა (ჩათვლის შემცირება), რაც ჯამურად შესამოწმებელ პერიოდზე ყალბი ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ს თანხა შეადგენს - 666 657 ლარს. შესაბამისად გადამხდელს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის და სსკ-ს 280-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და აცხადებს, რომ აქტში შემოწმებისას ამომწურავად უნდა იყოს მითითებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და მათ საფუძვლად არსებული მტკიცებულბები, რომლებიც საფუძვლად დაედო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებას. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ უგულბელყო კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებები და ისე მიიჩნია ფაქტები დამტკიცებულად, რომ არც კი ჩათვალა საჭიროდ მათი კანონით გათვალისწინებული წესით დადასტურება. საგამოძიებო სამსახური არ არის ის ორგანო, რომლის დადგენლებით ან წერილით უტყუარად შესაძლებელია, რაიმე ფაქტის დადგენა. საგადასახადო შემოწმების აქტში უგულებელყოფილია და გამოკვლევის გარეშეა დატოვებული საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). ოპერაციის ნამდვილობასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებით მომჩივანი უთითებს, რომ ყველა ოპერაცია არის ნამდვილი.
მომჩივანი აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებისთვის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილია სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მასალები, მათ შორის დაკითხვის ოქმები. გამოკითხვისას ფიზიკური პირი ------ (პ/ნ ------) აღნიშნავს, რომ მის რეალურ მართვა-გამგეობის ქვეშ არის შპს „-----“ (-----), მიუხედავად იმისა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში დამფუძნებლად და დირექტორად ფიქსირდება ------ (პ/ნ ------). ამასთან შპს "-----"-ს (ს/ნ -----) და შპს "------"-ის (ს/ნ ------) მიერ შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (-------; -------;-------; -------; -------; -------; -------; -------; -------; -------) არის ყალბი. შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და საგადასახადო შემოწმებით დარიცხვა განხორციელდა დაკითხვის ოქმების საფუძველზე.
2026 წლის 26 აგვისტოდან ------ფიქსირდება დამფუძნებლად და დირექტორად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელმა განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული საწამოებიდან მიღებული დოკუმენტები არის ყალბი და ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ,,----“-ის (ს/ნ ----) რეალურ მართვა-გამგეობაზე პასუხისმგებელი პირის ----- მიმართ წარდგენილია ბრალი, რომელსაც გაეცნო თავად მის ადვოკატთან ერთად და დაეთანხმა, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ის ჩათვლების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებასა და მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტს, დადგენილების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება. სისხლის სამართლის საქმის მასალების, გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა და გადამხდელის დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ორი ორგანიზაციიის მიერ გადამხდელის მიმართ გაფორმებულია ყალბი, ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო დოკუმენტები ჯამური ღირებულებით 4 370 307 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადის თანხით 666 657 ლარი. აღნიშნული დოკუმენტები გადამხდელის მიერ ჩათვლილია 2025 წლის ივლისის, სექტემბრის, ნოემბრისა და დეკემბრის სააგარიშგებო პერიოდების დეკლარაციებში და შესაბამისად მონაწილეობდა გადასახადის გაანგარიშებაში. შემოწმების შედეგად განხორციელდა ყალბი დოკუმენტებით ჩათვლილი თანხების ჩათვლის შემცირება ჯამში 666 657 ლარის ოდენობით, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა დამატებითი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:175;176;178