ბრძანება N 22024

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2026
№ დოკუმენტი 22024
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22024

06 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, ------- )

2026 წლის 9 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს ------- (ს/ნ -------) №103946/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-282 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ უგულბელყო კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებები და ისე მიიჩნია ფაქტები დამტკიცებულად, რომ არც კი ჩათვალა საჭიროდ მათი კანონით გათვალისწინებული წესით დადასტურება. საგამოძიებო სამსახური არ არის ის ორგანო, რომლის დადგენლებით ან წერილით უტყუარად შესაძლებელია, რაიმე ფაქტის დადგენა. საგადასახადო შემოწმების აქტში უგულებელყოფილია და გამოკვლევის გარეშეა დატოვებული საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). კომპანიას კი ------- შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი და აქვს მშენებლობის ნებართვა, სადაც იწყებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, არქიტექტურული და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეიძლება ჩაითვალოს ფიქტიურად. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ საზოგადოებაში შემოსული თანხების ოდენობა ------- (------- ანგარიშზე შემოტანილი კონკრეტული თანხიდან ჯამში შეადგენს 330 383 ლარს, საიდანაც 99 340 ლარი არის დამფუძნებლის შენატანი (------- (------- ძმა, ------- საზოგადოებიდან გაიტანა 123 674 ლარი, სხვაობა შეადგენს 24 334 ლარს). დარჩენილი 231 043 ლარიდან ------- მუნიციპალიტეტის სახაზინო კოდზე გადახდილ იქნა 86 218 ლარი, შპს „-------"-ზე გადახდილი იქნა 5 019 ლარი, შპს „-------" მიერ ჩარიცხული იყო 2 000 ლარი და უკან გაიტანა 1 077 ლარი, ხოლო ------- ჩარიცხა 1 000 ლარი და უკანვე გაიტანა 1 000 ლარი. შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 137 729 ლარს. ------- მიერ ჩარიცხული არის 3 500 ლარი, ხოლო მის ანგარიშზე გადარიცხულია 56 910 ლარი. აქედან გამომდინარე 137 729 ლარი უნდა შემცირდეს 3 500 ლარით. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა არ აღემატება 134 229 ლარს, ნაცვლად შემმოწმებლის მიერ დადგენილი 178 905 ლარისა (მესამე საკითხის 159 320 ლარს + მეოთხე საკითხის 19 585 ლარი). ასევე, 134 229 ლარს უნდა გამოაკლეს ------- გადარიცხული თანხები სრულად და დარჩენილი დასაბეგრი ბაზა შეადგენს 80 819 ლარს. რაც შეეხება ------- მიერ საზოგადოებიდან მიღებულ თანხებს. აღნიშნული თანხების მიღება მათ მიერ მოხდა უსაფუძვლოდ და კომპანია სასამართლოს წარმოების გზით აპირებს თანხების უკან დაბრუნების მიზნით აღძრას შესაბამისი სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და ასევე საჩივარში მიუთითებს, რომ ჯარიმა არასწორად არის დარიცხული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №8740 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველ ივლისს გამოსცა №14761 ბრძანება და 2 ივლისს №006-282 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 494 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 148 659 ლარი, ჯარიმა 335 862 ლარი და საურავი 10 442 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 16 ნოემბერს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2023 წლის 24 ნოემბერს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შპს „-------" შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-------“ (ს/ნ -------) შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები ღირებულებით 209 307ლარი, შპს „-------" (ს/ნ -------) შეძენილი აქვს მეორადი საბურავი, ღირებულებით 52 800 ლარი, შპს „-------" (ს/ნ -------) შეძენილი აქვს ასევე სამშენებლო მასალები ღირებულებით 5 020 ლარი. აღნიშნულზე საწარმოს მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მიღებული აქვს შესაბამისი დღგის ჩათვლები. ამასთან, 2024-2025 წლებში შპს "-------" (ს/ნ -------) საგადასახადო დოკუმენტით შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების მომსახურებები (პროგრამული უზრუნველყოფა, არქიტექტურული მომსახურება და სხვ.), ღირებულებით 595 172 ლარი, რაზეც აგრეთვე მიღებული აქვს ჩათვლები. საწარმოს დირექტორის განცხადებით, მას შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვით, -------, სადაც იწყებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული საწამოებიდან (გარდა შპს „-------" (ს/ნ -------) მიღებული დოკუმენტები არის ყალბი და ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა. შესაბამისად, პირს გაუუქმდა ყალბ საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით მიღებული და დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლილი თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

● გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს 107 250 ლარის დასაბეგრი ხელფასი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხო დოკუმენტაცია, კერძოდ საბანკო ამონაწერები, რის საფუძველზეც, ხელფასის სახით განაცემი განისაზღვრა 159 320 ლარის ოდენობით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესწამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 5 020 ლარის სამშენებლო მასალები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით, არ აქვს წარმოდგენილი ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორ-კრედიტორებისა და ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვით, დირექტორზე, ------- (პ/ნ -------) გადარიცხულია თანხები დასახელებით „სამეურნეო ხარჯი", ჯამში 19 585 ლარი. დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. შედეგად, 14 565 ლარი განხილულ იქნა დირექტორზე, ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ -------) შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები ღირებულებით 209 307ლარი, შპს „-------" (ს/ნ -------) შეძენილი აქვს მეორადი საბურავი, ღირებულებით 52 800 ლარი, შპს „-------" (ს/ნ -------) შეძენილი აქვს ასევე სამშენებლო მასალები ღირებულებით 5 020 ლარი. აღნიშნულზე საწარმოს მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მიღებული აქვს ჩათვლა. ამასთან, 2024-2025 წლებში შპს "-------" (ს/ნ -------) საგადასახადო დოკუმენტით შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების მომსახურებები (პროგრამული უზრუნველყოფა, არქიტექტურული მომსახურება და სხვ.), ღირებულებით 595 172 ლარი, რაზეც აგრეთვე მიღებული აქვს ჩათვლა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული საწამოებიდან (გარდა შპს „-------" (ს/ნ -------) მიღებული დოკუმენტები არის ყალბი და ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელმა განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული საწამოებიდან მიღებული დოკუმენტები არის ყალბი და ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ საწარმოში შემოსული თანხების ოდენობა ------- (------- ანგარიშზე შემოტანილი კონკრეტული თანხიდან ჯამში შეადგენს 330 383 ლარს, საიდანაც 99 340 ლარი არის დამფუძნებლის შენატანი (------- (------- ძმა, ------- საზოგადოებიდან გაიტანა 123 674 ლარი, სხვაობა შეადგენს 24 334 ლარს). დარჩენილი 231 043 ლარიდან ------- მუნიციპალიტეტის სახაზინო კოდზე გადახდილ იქნა 86 218 ლარი, შპს „-------"-ზე გადახდილი იქნა 5 019 ლარი, შპს „-------" მიერ ჩარიცხული იყო 2 000 ლარი და უკან გაიტანა 1 077 ლარი, ხოლო ------- ჩარიცხა 1 000 ლარი და უკანვე გაიტანა 1 000 ლარი. შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 137 729 ლარს. ------- მიერ ჩარიცხული არის 3 500 ლარი, ხოლო მის ანგარიშზე გადარიცხულია 56 910 ლარი. აქედან გამომდინარე 137 729 ლარი უნდა შემცირდეს 3 500 ლარით. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა არ აღემატება 134 229 ლარს, ნაცვლად შემმოწმებლის მიერ დადგენილი 178 905 ლარისა (მესამე საკითხის 159 320 ლარს + მეოთხე საკითხის 19 585 ლარი). ასევე, 134 229 ლარს უნდა გამოაკლეს ------- გადარიცხული თანხები სრულად და დარჩენილი დასაბეგრი ბაზა შეადგენს 80 819 ლარს. ------- მიერ თანხების მიღება მოხდა უსაფუძვლოდ და კომპანია სასამართლოს წარმოების გზით აპირებს თანხების უკან დაბრუნების მიზნით აღძრას შესაბამისი სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.