1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –

იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

2. შემთხვევებს და გარემოებებს, როდესაც ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება – ფიქტიურად, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012