პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში
–
იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში
სამოქალაქო კოდექსის 1375-ე მუხლი · სკ 1375
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-217-203-2011
ფ-რმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მართებულად არ დაადგინა საქმის ფაქტობრვი გარემოებები და ამასთან არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1336-ე, 1339-ე, 1371-ე, 1375-ე და 1426-ე მუხლები და ნაცვლად მათი გამოყენებისა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებით და არასწორად განმარტა კანონი.
- საქმე №ას-1163-1308-08
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1375-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
- საქმე №ას-981-1245-05
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე აცხადებს, რომ მამკვიდრებელმა, რომელსაც საანდერძო განკარგულების გაცემისას საღი აზროვნება გააჩნდა, სამოქალაქო კოდექსის 1375-ე მუხლის დაცვით, კანონიერად განკარგა საკუთარი ქონება და ტ. ვ-ძეს არ გააჩნია სამკვიდრო მასიდან რაიმეს მოთხოვნის უფლება.
- საქმე №3კ/569-03
…საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მყიდველმა ლ. ნ.-მ პირდაპირ განაცხადა, რომ დ. ლ.-ს უშუალოდ გადასცა ბინის ღირებულების თანხა 4000 აშშ დოლარი. სკ-ს 1375-ე მუხლის თანახმად, ეს თანხა უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში. იმავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი მემკვიდრე ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.
- საქმე №3კ/1000-02
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 1980 წელს მოსარჩელის დედას გადაეცა 25000 მანეთი, რაც სკ-ს 1375-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში. შესაბამისად, ე. ბ.-მ დაკარგა სავალდებულო წილის მიღების უფლება.
- საქმე №020210018002248596
- საქმე №020210018002248596
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის
- მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე
- მუხლი 1371. ცნება
- მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი
- მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა
- მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა
- მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 1377. სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან
- მუხლი 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე
- მუხლი 1379. წილის შევსების მოთხოვნის უფლება
- მუხლი 1380. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1375, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1375/