1. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.
2. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…ჰყავდა 4 შვილი, რომლებიც, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, თითოეული მიიღებდა სამკვიდროს 1/4¼ ნაწილს, ხოლო მოსარჩელის სავალდებულო წილი ანდერძით მემკვიდრეობისას კი შეადგენდა 1/4¼-ის ნახევარს – 1/8 ნაწილს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1380-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს სანოტარო ბიუროში სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნით…
…დროს ერგებოდათ (სავალდებულო წილი). სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად, ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით. ამავე კოდექსის 1374-ე და 1380.1 მუხლების შესაბამისად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ…