მუხლი 1381. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ას-1205-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
…სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე და 1310-ე მუხლებია. 5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირს შეიძლება ჩამოერთვას არა მხოლოდ მემკვიდრეობის უფლება, არამედ - სავალდებულო წილის მიღების…
…ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, რის გამოც ეს პირები სამკვიდროს ვერ მიიღებენ ვერც კანონით მემკვიდრეობის საფუძველზე და ვერც ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1371-ე და 1381-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, კასატორებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნის უფლება შესაბამისი წინაპირობების არსებობის…
…ქონებრივ შედეგებს იწვევდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავადვე წარმოადგენდა სავარაუდო მამკვიდრებელს და უღირს მემკვიდრედ ცნობას მისთვის არავითარი ქონებრივი შედეგი არ მოყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს და იგი ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ შეიცავს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ზ-შვილმა…
საქმე №3კ/615-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2003
…მიღებაზე. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ვ. მ-ამ 2000წ. 9 მარტს შედგენილი ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა შვილს _ თ. მ-ას, მას არ ჰქონდა სავალდებულო წილის მიღების უფლება; რადგან იმავე კოდექსის 1381-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში…
საქმე №3კ/560-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2001
…ბოლო წლებში ისევ ერთად ცხოვრობდნენ. ნ. კ-ძის წარმომადგენლებმა ე. ნ-ძემ და ქ. გ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევას და 1310-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უღირს მემკვიდრედ ცნობა.…