გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2018
საქმის ნომერი
330210018002432116
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13213-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე ზ--------–--–---–ი

წარმომადგენელი მ--------------ე

მოპასუხე ვ-–----------–---–ი

წარმომადგენელი ნ--------------------–ი

დავის საგანი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ-–----------–---–ისათვის (პირადი #-----------) მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შვილის, მ--–-------------–---–ის, გარდაცვლილი 1993 წლის 0---------ს, სამკვიდრო ქონებაზე.

1.2. მოპასუხე ვ-–----------–---–ისათვის (პირადი #-----------) მოსარჩელე ზ--------–--–---–ის სასარგებლოდ, მ--–-------------–---–ის სამკვიდროს სახით მიღებული კომპნესაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურების დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე ზ--------–--–---–ი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე ვ-–----------–---–თან 1989 წლის 12 დეკემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, მ------------–---–ი და მ--–-------------–---–ი. მოპასუხე გაუსაძლის და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებდა შვილებს, სასტიკად ექცეოდა და ძალადობდა მათზე როგორც ფიზიკურად, ასევე, ფსიქოლოგიურად, არ იღებდა მონაწილეობას მათ რჩენა- აღზრდაში. 1989 წლიდან მოპასუხე ცხოვრობს მეორე ოჯახთან ერთად. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მ--–-------------–---–ის მიმართ. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1993 წლის 0---------ს აფხაზეთის ომში. სახელმწიფოს მიერ მის ოჯახს დაენიშნა კანონით განსაზღვრული სტიპენდია, რაც ნაწილდება მემკვიდრეებზე.

მოპასუხე ვ-–----------–---–ს, ზემოთდასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან იგი თავს არიდებდა კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ერჩინა შვილი სრულწლოვანების მიღწევამდე, არასათანადოდ ასრულებდა მშობლის მოვალეობებს, არ აქვს მორალური უფლება მიიღოს მ--–-------------–---–ის სამკვიდრო, არსებობს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მიღებული კომპენსაციის თანხის - 3500 ლარის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ-–----------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი თავს არ არიდებდა ვალდებულებას ერჩინა ცოლ-შვილი, 1971 წლის მარტიდან იყო დასაქმებული, ჰქონდა შემოსავალი, ყოველთვიურად ოჯახს უგზავნიდა 300 ლარს, დ--–---ის რაიონული სასამართლოს 1984 წლის 22 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებით უძრავი ქონება დაუტოვა ცოლ-შვილს, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება სარჩელში მითითებული გარემოებები მოპასუხის მხრიდან შვილის რჩენისგან თავის არიდების შესახებ. რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, აღნიშნული მოხდა ერთხელ და იგი გამოწვეული იყო მ--–-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ--------–--–---–ი და ვ-–----------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1989 წლის 21 დეკემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 1971 წლის 2------------ს დაბადებული მ--–-------------–---–ი და მ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19);

-დაბადების მოწმობა (ს.ფ.20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ 1983 წელს. 1989 წლიდან ვ-–----------–---–ს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ცხოვრობს მათთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი შვილები, მ--–---- და მ------------–---–ები, მშობელთა დაშორების შემდეგ ცხოვრობდნენ დედასთან - ზ------------–---–თან ერთად. ეს უკანასკნელი იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მ--–-------------–---–ი გარდაიცვალა 1993 წლის 0---------ს. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მშობლები, დედა - ზ--------–--–---–ი, მამა - ვ-–----------–---–ი. ნოტარიუს ლ---------–---–ის მიერ 1993 წლის 20 აგვისტოს ზ--------–--–---–ზე გაცემულია კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რეესტრი #1---).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.18);

-დაბადების მოწმობა (ს.ფ.20);

-ინფორმაცია (ს.ფ.29).

 

3.1.5. მ--–---- და მ------------–---–ების არასრულწლოვნებისას, ვ-–----------–---–ი იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--–-------------–---–ის ომში დაღუპვის გამო ოჯახს დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს, მიმართ ვ-–----------–---–მა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან კომპენსაციის სრული თანხა გაიყო მშობლებს შორის, თითოეულს დაენიშნა 500 ლარი თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადების პასუხი (ს.ფ.21).

 

3.2.2. დ--–---ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1984 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ--------–--–---–ის მფლობელობაში და საკუთრებაში დარჩა დ--–---ის რაიონის სოფელ ნ----------------ში არსებული ორსართულიანი ბინა, ადრე ვ-–--------ის ძე ჩ-------–---–ზე გაფორმებული და დ----–-----–ში ბ-------, მდებარე #- კორპუსში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ.80-82).

 

3.2.3. ვ-–----------–---–ი, შვილის, მ--–-------------–---–ის არასრულწლოვნების პერიოდში თავს არიდებდა დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინა ეს უკანასკნელი. აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ზ--------–--–---–ი და ვ-–----------–---–ი რეგისტრირებული ქორწინების, თანაცხოვრების პერიოდში იმყოფებოდნენ კონფლიქტურ ურთიერთდამოკიდებულებაში. მხარეები 1983 წელს ფაქტობრივად ერთმანეთს დაშორდნენ, 1989 წლიდან კი მოპასუხეს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ცხოვრობს მათთან ერთად. შესაბამისად, 1983 წლიდან 1993 წლამდე, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს ერთად არ უცხოვრიათ.

 

უდავოა გარემოება იმის შესახებაც, რომ ვ-–----------–---–ი მუდმივად იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი. მოსარჩელე განმარტავს, რომ მამა არ იღებდა ფინანსურ მონაწილეობას შვილების , მათ შორის მ--–-------------–---–ის რჩენა-აღზრდაში, ამასთან, მთელი ბავშვობის განმავლობაში აყენებდა შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალადობდა მასზე. მოსარჩელის განმარტებას ამყარებს მოწმეთა ჩვენება. კერძოდ, მამკვიდრებლის დის, მ------------–---–ის განმარტებით, ,, მამა საშინლად სცემდა მ--–----ს, მას ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ოჯახს არასდროს ჰქონდა....ჟ-----–ში ბევრმა არ იცოდა, რომ მათ მამა ჰყავდათ...ცემისგან გონებას რომ დაკარგავდა მ--–----ი, ცივი წყლით ასულიერებდა ვ-–-... ერთხელ თოკი გამოაბა, როგორც პირუტყვს და ისე მოჰყავდა. მოწმის ჩვენებით, მას არ ახსოვს მამას პური, საკვები ან საჩუქრები მოეტანოს ,,მეზობლები ღორებისთვის გამხმარ პურს რომ ჩაგვიგდებდნენ, იმას ვჭამდით“. დის ოჯახის მუდმივად გაჭირვებულ მდგომარეობაზე საუბრობს მოწმე ო-–-------------–იც, რომლის განცხადებით ამ მიზეზის გამო იგი მუდმივად ეხმარებოდა მოსარჩელეს. იდენტურ გარემოებას ადასტურებს მოწმე დ---------------–იც, რომელიც დარწმუნებით აღნიშნავს, რომ მ--–-------------–---–ს მამა სულ ეჩხუბებოდა, არასოდეს უწევდა დახმარებას.

 

ვ-–----------–---–ი არ უარყოფს ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საკვები, ტანსაცმელი ოჯახში არასდროს მიუტანია. არ მოუკითხავს შვილების სწავლის მაჩვენებლების შესახებ სკოლაში. აღნიშნავს, რომ მიჰქონდა მოსარჩელესთან ფულადი თანხა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელისგან განსხვავებით, რომელმაც მტკიცების ტვირთის რეალიზაცია მოწმეთა ჩვენებით განახორციელა, მოპასუხეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეთა წერილობით განმარტებებს, სასამართლო მათ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან მითითებული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურებიათ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. შესაბამისად, აღნიშნული წერილობითი განცხადებები ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად (იხ.სუსგ, ა------------წ, 16.03.18წ). მოპასუხის მიერ მითითებული წერილობითი განმარტებების მოწმეთა ჩვენებად გაზიარების შემთხვევაშიც ფაქტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–----------–---–ი თავს არიდებდა შვილის რჩენაში მონაწილეობის მიღებას, ვერ ბათილდება. წარმოდგენილ წერილობით განცხადებებში არ არის მითითებული რაიმე სახის არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე. გამოკითხულთაგან რამოდენიმე პირი კი აღნიშნავს, რომ ვ-–----------–---–ი არასდროს უნახავთ, არ იცნობენ მას და შესაბამისად, არ ფლობენ სადავო საკითხებზე რაიმე სახის ინფორმაციას.

 

მამის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის რჩენის გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული ასევე მეუღლეთა შორის ქონების გაყოფაც, ვინაიდან წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით არ იკვეთება, რომ კონკრეტული უძრავი ქონება წარმოადგენდა მხოლოდ ვ-–----------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას, და მან ქონება, ალიმენტის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო ცოლ-შვილს. მოპასუხე არ უარყოფს ფაქტს იმის შესახებ, რომ ქონების ზ------------–---–ისათვის მიკუთვნების შემდეგ მას სახელმწიფოსგან გადაეცა ბინა ზაჰესის დასახლებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 3.2.3 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან, დადასტურდა მემკვიდრის მხრიდან მამკვიდრებლის რჩენის მოვალეობისგან ბოროტად თავის არიდების ფაქტი, სარჩელი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისა და თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1371-ე, 1381-ე, 1310-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ზ--------–--–---–მა მოპასუხე ვ-–----------–---–ისათვის შვილის, მ--–-------------–---–ის სამკვიდროზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი ბოროტად თავს არიდებდა ვალდებულებას ერჩინა მამკვიდრებელი, სისტემატიურად აყენებდა მას ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას, წლების განმავლობაში ძალადობდა მასზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1993 წლის 0---------ს გარდაცვლილ მ--–-------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, მოპასუხისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას შემდგომში დანაშთი ქონების სრულად მიკუთვნების მიზნით. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეებს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, სარჩელსა და შესაგებელში სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია ახალი კოდექსის ნორმები, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 543-ე მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, ვერ იქნებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად შვილების მშობლები, რომლებსაც ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არ იქნენ აღდგენილნი ამ უფლებებში, აგრეთვე მშობლები და სრულწლოვანი შვილები, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ სამკვიდროს დამტოვებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

 

საკითხის ანალოგიურ მოწესრიგებას გვთავაზობს მოქმედი, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსიც, რომლის 1311-ე მუხლის თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

მოქმედი სამოქალაქო სამემკვიდრეო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა საფუძვლით, როგორც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, უღირს მემკვიდრედ ცნობას. აღნიშნული ნორმების დისპოზიცია იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მემკვიდრეობის უფლებას კარგავენ მემკვიდრეები, რომელთა ქცევა არ შეესაბამება მორალურ სტანდარტებს, რომლებიც არღვევენ პრინციპს - კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლებები და მოვალეობები. ამ უფლების მქონე პირის მიერ კეთილსინდისიერი ქცევის მოვალეობის დარღვევისას კი ადგენს სანქციებს, როგორიცაა სამემკვიდრეო სამართალში - მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა. ერთ-ერთ ამგვარ მოვალეობას წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის რჩენის მოვალეობისგან ბოროტად თავის არდება, რაც მემკვიდრეობის ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს სასამართლოს მეშვეობით. სარჩელი ასეთი უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანოს იმ პირმა, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა დადებით ქონებრივ შედეგთან იქნება დაკავშირებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–-------------–---–ის გარდაცვალებით, 1993 წლის 0---------ს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მშობლები - ზ--------–--–---–ი და ვ-–----------–---–ი. ნოტარიუს ლ---------–---–ის მიერ 1993 წლის 20 აგვისტოს ზ--------–--–---–ზე გაცემულია კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რეესტრი #1---).

 

დადგენილია ასევე, რომ მ--–-------------–---–ის ომში დაღუპვის გამო ოჯახს დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს, მიმართა ვ-–----------–---–მა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან კომპენსაციის სრული თანხა გაიყო მშობლებს შორის, თითოეულს დაენიშნა 500 ლარი თვეში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21- ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშველებლია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმდაგვარად რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

ამდენად, მემკვიდრეობის მიღების უფლება პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის პირობებშია შესაძლებელი.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ზ--------–--–---–ი და ვ-–----------–---–ი რეგისტრირებული ქორწინების, თანაცხოვრების პერიოდში იმყოფებოდნენ კონფლიქტურ ურთიერთდამოკიდებულებაში. მხარეები 1983 წელს ფაქტობრივად ერთმანეთს დაშორდნენ, 1989 წლიდან კი მოპასუხეს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ცხოვრობს მათთან ერთად. შესაბამისად, 1983 წლიდან 1993 წლამდე, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს ერთად არ უცხოვრიათ.

 

უდავოა გარემოება იმის შესახებაც, რომ ვ-–----------–---–ი მუდმივად იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი. მოსარჩელე განმარტავს, რომ მამა არ იღებდა ფინანსურ მონაწილეობას შვილების , მათ შორის მ--–-------------–---–ის რჩენა-აღზრდაში, ამასთან, მთელი ბავშვობის განმავლობაში აყენებდა შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალადობდა მასზე. მოსარჩელის განმარტებას ამყარებს მოწმეთა ჩვენება. კერძოდ, მამკვიდრებლის დის, მ------------–---–ის განმარტებით, ,, მამა საშინლად სცემდა მ--–----ს, მას ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ოჯახს არასდროს ჰქონდა....ჟ-----–ში ბევრმა არ იცოდა, რომ მათ მამა ჰყავდათ...ცემისგან გონებას რომ დაკარგავდა მ--–----ი, ცივი წყლით ასულიერებდა ვ-–-... ერთხელ თოკი გამოაბა, როგორც პირუტყვს და ისე მოჰყავდა. მოწმის ჩვენებით, მას არ ახსოვს მამას პური, საკვები ან საჩუქრები მოეტანოს ,,მეზობლები ღორებისთვის გამხმარ პურს რომ ჩაგვიგდებდნენ, იმას ვჭამდით“. დის ოჯახის მუდმივად გაჭირვებულ მდგომარეობაზე საუბრობს მოწმე ო-–-------------–იც, რომლის განცხადებით ამ მიზეზის გამო იგი მუდმივად ეხმარებოდა მოსარჩელეს. იდენტურ გარემოებას ადასტურებს მოწმე დ---------------–იც, რომელიც დარწმუნებით აღნიშნავს, რომ მ--–-------------–---–ს მამა სულ ეჩხუბებოდა, არასოდეს უწევდა დახმარებას.

 

ვ-–----------–---–ი არ უარყოფს ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საკვები, ტანსაცმელი ოჯახში არასდროს მიუტანია. არ მოუკითხავს შვილების სწავლის მაჩვენებლების შესახებ სკოლაში. აღნიშნავს, რომ მიჰქონდა მოსარჩელესთან ფულადი თანხა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელისგან განსხვავებით, რომელმაც მტკიცების ტვირთის რეალიზაცია მოწმეთა ჩვენებით განახორციელა, მოპასუხეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეთა წერილობით განმარტებებს, სასამართლო მათ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან მითითებული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურებიათ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. შესაბამისად, აღნიშნული წერილობითი განცხადებები ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად (იხ.სუსგ, ა------------წ, 16.03.18წ). მოპასუხის მიერ მითითებული წერილობითი განმარტებების მოწმეთა ჩვენებად გაზიარების შემთხვევაშიც ფაქტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–----------–---–ი თავს არიდებდა შვილის რჩენაში მონაწილეობის მიღებას, ვერ ბათილდება. წარმოდგენილ წერილობით განცხადებებში არ არის მითითებული რაიმე სახის არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე. გამოკითხულთაგან რამოდენიმე პირი კი აღნიშნავს, რომ ვ-–----------–---–ი არასდროს უნახავთ, არ იცნობენ მას და შესაბამისად, არ ფლობენ სადავო საკითხებზე რაიმე სახის ინფორმაციას.

 

მამის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის რჩენის გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული ასევე მეუღლეთა შორის ქონების გაყოფაც, ვინაიდან წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით არ იკვეთება, რომ კონკრეტული უძრავი ქონება წარმოადგენდა მხოლოდ ვ-–----------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას, და მან ქონება, ალიმენტის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო ცოლ-შვილს. მოპასუხე არ უარყოფს ფაქტს იმის შესახებ, რომ ქონების ზ------------–---–ისათვის მიკუთვნების შემდეგ მას სახელმწიფოსგან გადაეცა ბინა ზაჰესის დასახლებაში.

 

ამდენად, უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ვ-–----------–---–ს მუდმივად ჰქონდა შემოსავალი, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი თავს არიდებდა მშობლის ვალდებულებას ერჩინა შვილი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, რაც ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ შემადგენლობას. მოპასუხემ კი ვერ შეძლო ზ--------–--–---–ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საპირისპიროდ, სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვ-–----------–---–ს (პირადი #-----------) შვილის, მ--–-------------–---–ის, გარდაცვლილი 1993 წლის 0---------ს, სამკვიდრო ქონებაზე უნდა ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1318-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ვ-–----------–---–ს ჩამოერთვა შვილის, მ--–-------------–---–ის სამკვიდროს მიღების უფლება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს, მიმართა ვ-–----------–---–მა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან კომპენსაციის სრული თანხა გაიყო მშობლებს შორის, თითოეულს დაენიშნა 500 ლარი თვეში. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რის გამოც მის მიერ მიღებული სამკვიდრო - 3500 ლარის ოდენობით, უნდა უფლებამოსილ მემკვიდრეს - ზ--------–--–---–ს. ამდენად, სარჩელი მოპასუხე ვ-–----------–---–ისათვის (პირადი #-----------) მოსარჩელე ზ--------–--–---–ის სასარგებლოდ, მ--–-------------–---–ის სამკვიდროს სახით მიღებული კომპნესაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე ვ-–----------–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 120 (ას ოცი) ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ვ-–----------–---–ს (პირადი #-----------) ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება შვილის, მ--–-------------–---–ის, გარდაცვლილი 1993 წლის 0---------ს, სამკვიდრო ქონებაზე;

3. მოპასუხე ვ-–----------–---–ს (პირადი #-----------) დაეკისროს მოსარჩელე ზ--------–--–---–ის სასარგებლოდ, მ--–-------------–---–ის სამკვიდროს სახით მიღებული კომპნესაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურება;

4. მოპასუხე ვ-–----------–---–ს (პირადი #-----------) დაეკისროს მოსარჩელე ზ--------–--–---–ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის, 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა