მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1371. ცნება
სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი · სკ 1371
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-588-2025
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვდა მის, როგორც ანდერძისმიერი და არა კანონისმიერი მემკვიდრეობიდან გამომდინარე, სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, მამკვიდრებელმა საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენით განსაზღვრა მემკვიდრე და განკარგა მთელი სამკვიდრო, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს ( სსკ-ის 1371-ე მუხლი), ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ გამოიკვეთა იმგვარი გარემოება, რაც მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძის ნამდვილობას ეჭქვეშ დააყენებდა.
- საქმე №ას-788-2024
…გათვალისწინებით, რომ დასტურდება დ.ლ–ძის მიერ, მამის ა.ლ–ძის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსის 1371-ე, 1421-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად, მამის ა.ლ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების მის კუთვნილ - ½ ნაწილზე მისი თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, რაც შეადგენს სადავო ქონების ¼ ნაწილს.
- საქმე №ას-401-2025
…რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. 38. სსკ-ის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
- საქმე №ას-266-2025
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლიც და მამკვიდრებლის შვილი არ უნდა იყოს ცნობილი პირველი და მესამე სამკვიდრო ქონების 1/8 ნაწილის მესაკუთრედ.
- საქმე №ას-1337-2024
…საფუძველი გახდა, ც.ჭ–ის მიერ, ზ.ა–ძის სასარგებლოდ დაწერილი შინაურული ანდერძი. 5.6 აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მითითებული უძრავი ქონება 10.03.2020წ. მთლიანად აღირიცხა ზ.ა–ძის საკუთრებაში. 5.7 სააპელაციო პალატამ მიუთითა, სსკ-ის 1371-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრული ზომით იზღუდება ანდერძით მემკვიდრეთა ამორჩევის თავისუფლება.
- საქმე №ას-571-2021
- საქმე №ას-295-2021
- საქმე №ას-1039-2020
- საქმე №ას-168-2020
- საქმე №ას-998-2019
- საქმე №ას-716-716-2018
- საქმე №ას-1101-1021-2017
- საქმე №ას-112-108-2016
- საქმე №ას-1048-988-2015
- საქმე №ას-713-678-2015
- საქმე №ას-685-655-2014
- საქმე №ას-525-498-2015
- საქმე №ას-571-542-2014
- საქმე №ას-130-122-2015
- საქმე №ას-1223-1164-2014
- საქმე №ას-745-707-2013
- საქმე №ას-1169-1115-2013
- საქმე №ას-946-904-2013
- საქმე №ას-321-306-2013
- საქმე №ას-339-322-2013
- საქმე №ას-1577-1480-2012
- საქმე №ას-960-902-2012
- საქმე №ას-889-932-2011
- საქმე №ას-1625-1615-2011
- საქმე №ას-842-893-2011
- საქმე №ას-274-258-2011
- საქმე №ას-459-434-2011
- საქმე №ას-340-324-2011
- საქმე №ას-464-438-2011
- საქმე №ას-217-203-2011
- საქმე №ას-681-637-2010
- საქმე №ას-641-602-2010
- საქმე №ას-922-869-2010
- საქმე №ას-944-890-2010
- საქმე №ას-230-219-2010
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან
- მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით
- მუხლი 1367. დახურული ანდერძი
- მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი
- მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის
- მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე
- მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი
- მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა
- მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა
- მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში
- მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1371, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1371/