1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.
2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარს
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…აპელანტის მითითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებაზე. 7.1.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანდერძი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1365-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული პირი _ თ.პ-ი, რომელიც ადასტურებს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენას, იურისტია.…
საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
…იდენტურია. ტ. ვ-ემ ყურადღება გაამახვილა სოფლის საკრებულოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ცენტერაძის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა სკ-ს 1366-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის განმარტებით, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობაში ეჭვს ბადებს 1994წ. 4 ნოემბერს ვ. ვ-ის მიერ თავის ტვინის ტრავმის მიღების…
საქმე №ას-331-1010-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2003
…და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, გამოიყენა სკ-ს 1367-ე მუხლი, რაც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად განმარტა სკ-ს 1364-ე მუხლი. კასატორი, ასევე მიუთითებს სასამართლომ ისე ცნო ისინი მესაკუთრეებად, რომ არ…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 47. ანდერძი— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ