1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ას-1393-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
…აპრილი, 2022 წ., პ.21; სუსგ №ას-639-2019, 04 ოქტომბერი, 2019 წელი, პ.24; იხ. აგრეთვე: ე. ნანდოშვილი, ანდერძის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება, თბ., 2022 წ, გვ. 82). 49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას. მოანდერძეს…
საქმე №ას-1059-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
…08 აპრილი, 2022 წ, პ.21; სუსგ№ას-639-2019, 04 ოქტომბერი, 2019 წ, პ.24; იხ. აგრეთვე: ე. ნანდოშვილი, ანდერძის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება, თბ., 2022 წ, გვ. 82). 75. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას. მოანდერძეს…
…ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა სრული იურიდიული ძალის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული არ არის. 19. სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას.…
…კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. 8.1.3. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს დ. ფ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი დედანი ანდერძი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე, 1359-ე და 1365-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც ანდერძის ნამდვილობას დაადასტურებდა, ამასთანავე, ამ სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.…
…გაიზიარა აპელანტის მითითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებაზე. 7.1.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანდერძი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1365-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული პირი _ თ.პ-ი, რომელიც ადასტურებს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენას, იურისტია.…
მუხლი 47. ანდერძი— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ