1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.
2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ას-401-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
…ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ. ამავე კოდექსის 1358-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ…
…ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გასჩენია; სსკ-ის 1371-ე მუხლის განმარტების შემდეგ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებითა და ორი მოწმის, ი. შ-ისა და მ. ხ-ის დასწრებით, შეადგინა აღნიშნული ანდერძი [სსკ-ის 1357-ე, 1358-ე მუხლები]. 3. მოანდერძეს 2013 წლის 10 აპრილს დაუსვეს დიაგნოზი: საშოს კიბო, მე-4 სტადია; საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ესაჭიროებოდა ნარკოტიკული საშუალება…
…ირღვევა კასატორის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. 8.1.3. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს დ. ფ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი დედანი ანდერძი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე, 1359-ე და 1365-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც ანდერძის ნამდვილობას დაადასტურებდა, ამასთანავე, ამ სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი…
…მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლოს ვერ დაუდასტურა ანდერძის ბათილობის საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე და 1359-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ სადავო ანდერძი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული…
…სასარგებლოდ, მას არ გაუჭირდებოდა სახელისა და გვარის სწორად დაწერა. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ მას არ სურდა ანდერძის შედგენა და ყველანაირად ცდილობდა ხელი მოეწერა გაურკვევლად, ბუნდოვნად, არასწორად; კასატორების მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1358-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსის თანდასწრებით…
საქმე №ას-632-919-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2004
საქმე №ას-83-792-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2003
საქმე №3კ/525-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2003
საქმე №3კ/1478-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2003
საქმე №3კ/638-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2001
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლი 47. ანდერძი— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია