წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1357. სანოტარო ფორმა 1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. 2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, _ თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(31)
საქმე №ას-437-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…სამართლებრივი საფუძველი. 26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდაცვლ. პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით ( სსკ-ის 1306.1 მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1364-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი…
საქმე №ას-401-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
…მშობელს ერგებოდა. 35. სსკ-ის 1344–ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. 36. სსკ-ის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს,…
საქმე №ას-1393-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
…და სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარება, დავა სსკ-ის 1344-ე მუხლიდან (ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც), 1357-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან მის გარეშე), 1364-ე მუხლიდან…
საქმე №ას-609-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
…ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. იმავე კოდექსის 1357-ე მუხლით, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ…
საქმე №ას-639-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 52-ე, 68-ე, 70-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1345-ე, 1357-ე, 1362-ე, 1364-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 131-ე მუხლებით; 11.2 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო…