განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210117001927684
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-45-2019წ.
28 თებერვალი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი: მ--- ა------------ე
წარმომადგენლები: ნ-----–---- კ------,შ------- ს------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: ზ---- ა------------ე, ს--–---- ა------------ე
წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე, დ----- ბ------ე
დავის საგანი _ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ზ---- ა------------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად მ--- ა------------ე, ს--–---- ა------------ე მიუთითა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: ც---–- ჭ-------–ი იყო მისი ბებია, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 23 ოქტომბერს. მან სიცოცხლეში დაწერა შინაურული ანდერძი, სადაც გარკვევით და ნათლად გამოხატა თავისი ნება, რომ თავისი საცხოვრებელი ბინა გარდაცვალების შემთხვევაში დარჩენოდა მის შვილიშვილს - ზ---- ა------------ეს.
ანდერძი გამოკვლეული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რომლის დასკვნით დადგენილია, რომ ნამდვილად ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ არის შესრულებული შინაურული ანდერძი.
აღნიშნული ანდერძი წარდგენილი იქნა ნოტარიუს ა------ ჯ---------ისათვის, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნოტარიუსმა განუმარტა, რომ მოსარჩელის გარდა განაცხადი სამკვიდროს მიღებაზე წარდგენილი ჰქონდა მის დებს - მ--- ა------------ეს და ს--–---- ა------------ეს. შესაბამისად, მას შეეძლო მიეღო სამკვიდროდან წილი მხოლოდ როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს, რაც არასწორია, რადგან მამკვიდრებელმა მას უანდერძა თავისი ქონება, ხოლო სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება პირველი რიგის მემკვიდრეების გარდა სხვა მემკვიდრეებს არა აქვთ. აღნიშნულის გამო ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე ს--–---- ა------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ ქონება რომელზედაც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას ნამდვილად არის თავიანთი ბებიის - ც---–- ჭ-------–ის საკუთრება. ბებია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სახლი უნდა გამხდარიყო ზ----ს საკუთრება. ეს ოჯახის ყველა წევრისთვის იყო ცნობილი. რადგან ანდერძი სანოტარო ბიუროში არ იყო დარეგისტრირებული და ნოტარიუსმა უარი განაცხადა ბინის გადაცემაზე, სწორედ ამიტომ მან დაწერა ნოტარიუსთან განცხადება წილის მიღებაზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი თანახმაა სამკვიდრო ქონება გახდეს თავისი ძმის - ზ---- ა------------ის საკუთრება, რადგან ბებიის ნამდვილი ნება იყო ეს. მასზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
სარჩელი არ ცნო მოპასუხე მ--- ა------------ემ და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ,,ანდერძი“ წარმოადგენს გაურკვეველი შინაარსის წერილს, რომელზედაც არაა ხელმოწერა. ამდენად, ითხოვა არ მოხდეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მარტო ზ---- ა------------ის მესაკუთრედ ცნობა, რადგან ის არ არის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ზ---- ა------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ზ---- ა------------ე მესაკუთრედ იქნა ცნობილი ც---–- ჭ-------–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ------------- ქუჩა N9, ბინა N82, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულებით (N----------------) ეკუთვნის ც---–- შ---------ეს; მოპასუხე მ--- ა------------ეს მოსარჩელე ზ---- ა------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის გადახდა; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
_ დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82, აღრიცხულია ც---–- შ---------ის სახელზე.
_ ც---–- შ---------ე 1971 წლის 19 იანვარს დაქორწინდა პ------–------ ჭ-------–ზე და ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი: ჭ-------–ი.
_ საჯარო რეესტრის ცნობა დახასიათება N თ------------ (გაცემის თარიღი: 2017 წლის 13 მარტი) გაცემული ც---–- შ---------ის სახელზე, ეკუთვნის 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ს.
_ ც---–- ჭ-------–ის შვილი იყო გ-------– ა------------ე, რომელიც გარდაიცვალა 14.03.2006 წელს.
_ ზ---- ა------------ე, მ--- ა------------ე და ს--–---- ა------------ე წარმოადგენენ ც---–- ჭ-------–ის შვილიშვილებს.
_ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია: ქ.ქუთაისი, გ------------- ქუჩა N9 ბინა N82-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ანდერძის საფუძველზე ცნობილი იქნეს თუ არა ზ---- ა------------ე; არის თუ არა ც---–- ჭ-------–ის სახელით შედგენილი 07.22. 2016 წლის წერილი ანდერძი, რომლითაც ამ უკანასკნელმა გამოხატა თავისი ნება.
_ საქმეში წარმოდგენილი ც---–- ჭ-------–ის 07.22.2016 წლის წერილი შეიცავს შემდეგი სახის ტექსტს: ,,მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე, ცუდად შევიქენი დავწერე წერილი, რომელიც ეხება ჩემს შვილიშვილს ზ---- ა------------ე გ-------–ის ძეს, ჩემი პირადი ქონება მოძრავი და უძრავი გადაეცეს ჩემი სიკვდილის შემდეგ. ეს არის ბიჭი, ,ჩემი შვილის ობლად გავზარდე. ჩემს მეზობლებს უბარებ ყველამ დაუდექით ზ----ს. ბინა არ გაიყიდება, ჩემს ზ----ს ექნება. ფული შეტანილი თავრობაში სამზე განაწილდეს შვილიშვილებზე. მიხედე ოჯახს ზ----. გასასვენებელი ფული გაქვს, არაფერი არ დამაკლო, აბა შენ იცი ზ---- ვაჟკაცურად მოიქეცი, ბინა ბანკში არ ჩადო ეს არის ჩემი თხოვნა. შენი ბებია გამზრდელი არ შეარცხვინო შვიდობით გტოვებ. ერთმანეთს მიხედეთ სამივემ, მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის. ჭ-------–ი ც---–- შ“.
_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“......... „მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც---–- ჭ-------–ის გარდაცვალებით, 2016 წლის 23 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილიშვილები - ზ---- ა------------ე, მ--- ა------------ე და ს--–---- ა------------ე. 2016 წელს შედგენილი ანდერძის შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეა ზ---- ა------------ე.
სასამართლომ დაადგინა, რომ ც---–- ჭ-------–ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ------------- ქუჩა N9 ბინა N82.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“ ... მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მართალია სადავო ანდერძი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, თუმცა სრულად გამოხატავს აწ. გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ნებას, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონების მოსარჩელისათვის დატოვების შესახებ. მოცემულ დავაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, სწორედ მოანდერძის ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენაა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ანდერძი არ არის შედგენილი ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის მიერ, რადგან იგი ანდერძის შედგენის მომენტისათვის იყო მძიმედ ავად, რაც არ მისცემდა მას საშუალებას შეედგინა სადავო ანდერძი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მტკიცებულებათა ინდივიდუალური და ერთობლივი გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მოანდერძე ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ნება უტყუარად დგინდებოდა, რაც სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში ასევე დაადასტურეს მოწმეებმა.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 68-ე, 70-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1345-ე, 1346-ე, 1357-ე, 1362-ე, 1364-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102 და 131-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ--- ა------------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
აპელანტის განმარტება:
აპელანტის განმარტებით, განსახილველ საქმეზე კვლევის ობიექტს წარმოადგენს შინაურულ ანდერძთან გაიგივებული ხელნაწერი, რომლითაც მოსარჩელე ზ---- ა------------ე ცდილობს სამკვიდროს დატაცებას.
მოცემულ შემთხვევაში, ამას ემატება ის გარემოება, რომ მისი ნახევარ და-ძმა გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ და არ იშურებენ ძალ-ღონეს, რათა დატოვონ ქონების გარეშე.
აღსანიშნავია სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება: "მართალია სადავო ანდერძი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად..."
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ზ---- ა------------ემ თავდაპირველად მიმართა ნოტარიუსს, როგორც კანონით მემკვიდრემ. ბუნებრივია, მსგავსად იმოქმედა მოპასუხემ ს--–---- ა------------ემ და მოითხოვა საკუთარი წილი სამკვიდრო მასიდან. გაუგებარია, თუკი მანამდე არსებობდა ექსპერტიზით გადამოწმებული ე.წ. შინაურული ანდერძი, მაშ რატომ არ მიმართა მოსარჩელემ ნოტარიუსს, როგორც ანდერძით მემკვიდრემ, რატომ მოითხოვა საკუთარი წილი მოპასუხემ - ს--–---- ა------------ემ, თუკი მისთვის ცნობილი იყო ე.წ. შინაურული ანდერძის არსებობის შესახებ, რატომ დაუმალეს მას ე.წ. შინაურული ანდერძი.
შინაურული ანდერძის ნამდვილობისათვის კანონი ადგენს მარტივი წერილობითი ფორმის დაცვის აუცილებლობას, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ, ხოლო ანდერძში გადმოცემული ნება ქმედუნარიანი პირის გონივრული განსჯის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ხელნაწერი და შესადარებლად წარდგენილი სხვა მასალა (უჯრედებიანი საკანცელარიო წიგნიდან ჩანაწერები) ეკუთვნის თუ არა რეალურ ავტორს (ბებიას ც---–- ჭ-------–ს) ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ექსპერტი სწავლობს მხოლოდ წარდგენილი მასალის იდენტობის საკითხს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–-------------ემ განმარტა, რომ ც---–- ჭ-------–ს დიაბეტის ფონზე, ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა მხედველობის პრობლემები (ციტატა: "თვალებში ვეღარ იხედებოდა") და მოსარჩელე ზ---- ა------------ე თვითონ აჭმევდა საჭმელს. ამდენად, გაუგებარია, როგორ მოახერხა ბებიამ მსგავსი სახის წერილის დაწერა. ამასთან, უცნაურია ხელნაწერის თარიღი, რადგან ჯერ მითითებულია თვე, შემდეგ რიცხვი და ბოლოს წელი.
აპელანტის მითითებით, თუკი 86 წლის ბებია ასხვავებდა მოძრავ და უძრავ ქონებას, რამ შეუშალა ხელი წერილში სადმე მიეთითებინა სიტყვა "ანდერძი" ან/და დაეწერა ზმნა "ვუანდერძებ".
ხელნაწერის საწყისს წინადადებაში ნათქვამია, რომ "მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე ცუდად შევიქენი დავწერე წერილი..." გამოდის რომ, ბებიამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა შვილიშვილებს და გამოხატა რიგი სახის ოჯახურ საკითხებზე საკუთარი სურვილები, თუმცა კონკრეტული მემკვიდრის დასახელებისგან თავი შეიკავა. ბებიას ყველა შვილიშვილი ერთნაირად უყვარდა და ამიტომ უპირატესობას ვერავის მიაკუთვნებდა.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით სადავო ხელნაწერის ე.წ. შინაურულ ანდერძად მიჩნევა კანონშეუსაბამოა, ხოლო მოსარჩელე ზ---- ა------------ის ანდერძით მემკვიდრედ ცნობა სრულიად უკანონო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ მ--- ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
_ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82, აღრიცხულია ც---–- შ---------ის სახელზე (იხ. ცნობა დახასიათება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა, ს/ფ 24-25).
_ ც---–- შ---------ე 1971 წლის 19 იანვარს დაქორწინდა პ------–------ ჭ-------–ზე და ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი: ჭ-------–ი (იხ. ქორწინების მოწმობა, ს/ფ. 166)
_ ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ცნობა დახასიათება N------------, ქ.ქუთაისში, მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე (გაცემის თარიღი: 2017 წლის 13 მარტი), გაცემული ც---–- შ---------ის სახელზე, ეკუთვნის 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაცვლილ ც---–- ჭ-------–ს (იხ. ცნობა-დახასიათება, ს/ფ 24).
_ ც---–- ჭ-------–ის შვილი იყო გ-------– ა------------ე, რომელიც გარდაიცვალა 14.03.2006 წელს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ. 26; მხარეთა ახსნა-განმარტებები).
_ ზ---- ა------------ე, მ--- ა------------ე და ს--–---- ა------------ე წარმოადგენენ ც---–- ჭ-------–ის შვილიშვილებს (იხ. დაბადების მოწმობა, ს/ფ. 13; მხარეთა ახსნა-განმარტებები).
_ საქმეში წარმოდგენილი ც---–- ჭ-------–ის 07.22.2016წ. დათარიღებული წერილი შეიცავს შემდეგი სახის ტექსტს: ,,მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე, ცუდად შევიქენი დავწერე წერილი, რომელიც ეხება ჩემს შვილიშვილს ზ---- ა------------ე გ-------–ის ძეს, ჩემი პირადი ქონება მოძრავი და უძრავი გადაეცეს ჩემი სიკვდილის შემდეგ. ეს არის ბიჭი ჩემი შვილის, ობლად გავზარდე. ჩემს მეზობლებს უბარებ ყველამ დაუდექით ზ----ს. ბინა არ გაიყიდება. ჩემს ზ----ს ექნება. ფული შეტანილი თავრობაში სამზე განაწილდეს შვილიშვილზე. მიხედე ოჯახს ზ----. გასასვენებელი ფული გაქვს, არაფერი არ დამაკლო, აბა შენ იცი ზ---- ვაჟკაცურად მოიქეცი, ბინა ბანკში არ ჩადო ეს არის ჩემი თხოვნა. შენი ბებია გამზრდელი არ შეარცხვინო შვიდობით გტოვებ. ერთმანეთს მიხედეთ სამივემ, მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის. ჭ-------–ი ც---–- შ“ (იხ. 07.22. 2016 წლის ც---–- ჭ-------–ი-შ---------ის ხელნაწერი, ს/ფ. 16).
_ ც---–- ჭ-------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 23 ოქტომბერს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 15).
_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“...... „მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს/ფ 17-21).
_ სარჩელში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მ--- ა------------ემ შესაგებლით მხოლოდ შემდეგი შედავება განახორციელა: ,,ზ---- ა------------ის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ,,ანდერძი“ წარმოადგენს გაურკვეველი შინაარსის წერილს, რომელზედაც არ არის განხორციელებული ხელმოწერა“ (იხ. შესაგებელი, ს/ფ 63-64).
სამართლებრივი დასაბუთება:
უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
დადგენილია, რომ ც---–- ჭ-------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 23 ოქტომბერს. შესაბამისად, 2016 წლის 23 ოქტომბერს გაიხსნა მისი სამკვიდრო მასა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის ასევე საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
დადგენილია, რომ ც---–- ჭ-------–ის გარდაცვალების მომენტისათვის მის საკუთრებაში ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ---------ის ქუჩა N9 ბინა N82.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ც---–- ჭ-------–ის 07.22.2016წ. დათარიღებული წერილი შეიცავს შემდეგი სახის ტექსტს: ,,მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე ცუდად შევიქენი დავწერე წერილი, რომელიც ეხება ჩემს შვილიშვილს ზ---- ა------------ე გ-------–ის ძეს, ჩემი პირადი ქონება მოძრავი და უძრავი გადაეცეს ჩემი სიკვდილის შემდეგ. ეს არის ბიჭი, ჩემი შვილის, ობლად გავზარდე. ჩემს მეზობლებს უბარებ ყველამ დაუდექით ზ----ს. ბინა არ გაიყიდება. ჩემს ზ----ს ექნება. .ფული შეტანილი თავრობაში სამზე განაწილდეს შვილიშვილზე. მიხედე ოჯახს ზ----. გასასვენებელი ფული გაქვს, არაფერი არ დამაკლო, აბა შენ იცი ზ---- ვაჟკაცურად მოიქეცი, ბინა ბანკში არ ჩადო ეს არის ჩემი თხოვნა. შენი ბებია გამზრდელი არ შეარცხვინო შვიდობით გტოვებ. ერთმანეთს მიხედეთ სამივემ, მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის. ჭ-------–ი ც---–- შ“.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში.
ამდენად, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილი მტკიცებულების სამართლებრივი ანალიზით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ც---–- ჭ-------–ის მიერ შედგენილი იქნა შინაურული ანდერძი, რომლის თანახმადაც ნათლად ირკვევა, რომ მან თავის შვილიშვილს ზ---- ა------------ეს უანდერძა თავის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.
სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
მოპასუხემ წარმოდგენილი ანდერძი სადავო გახადა იმ კუთხითაც, რომ წარმოდგენილ ე.წ. ,,ანდერძზე“ არ იყო ხელმოწერა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან წარმოდგენილი წერილი შეიცავს ხელმოწერას, რაც გამოხატულია წერილის ბოლოს შემდეგი სიტყვებით: ,,ჭ-------–ი ც---–- შ“.
ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული: თაბახის ფურცლის (ნაწილის) ორ გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: ,,07.22.2016წ. მე ც---–- ჭ-------–ი შ---------ე“...... „მხოლო უფროსი შენ იქნები ბინის ჭ-------–ი ც---–- შ“, შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლით გათვალისწინებული შინაურული ანდერძი, კერძოდ, უდავოა, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილია მოანდერძის მიერ. აღნიშნული ნორმით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა, სრული იურიდიული ძალის მქონეა. შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 ივლისის წერილი წარმოადგენს შინაურულ ანდერძს, რადგან ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ იგი შესრულებულია ც---–- შ---------ე-ჭ-------–ის მიერ, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ანდერძი შედგენილია სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, რაც ცხადია წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მითითებას, რომ ც---–- ჭ-------–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და იგი ვერ შეძლებდა მსგავსი შინაარსის წერილის დაწერას. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა მოუხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.
განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ პირველ ინსტანციაში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ზემოხსენებული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნა სადავოდ არ გაუხდია. მას სადავოდ არ მიუჩნევია ის გარემოება, რომ წერილი ც---–- შ---------ის დაწერილია, არამედ სადავოდ ხდის ე.წ. ანდერძის შინაარსს და იმას, რომ მასზე არ არის განხორციელებული ხელმოწერა.
ანდერძის შინაარსი უკვე განმარტებული იქნა პალატის მიერ, მართლაც პალატის მოსაზრებით სადავო წერილი გაურკვეველი შინაარსის წერილი კი არა შინაურული ანდერძია, რომლითაც მოანდერძე ც---–- ჭ-------–მა თავისი უკანასკნელი ნება გამოხატა თავისივე სამკვიდრო მასაზე.
ასევე დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ წერილზე (ანდერძზე) არ არის განხორციელებული ხელმოწერა, რადგან უდავოდ დასტურდება, რომ დოკუმენტი - ხელმოწერილია.
პალატა კიდევ ერთხელ მიიუთითებს, რომ მოპასუხე შესაგებლით (არც პირველი ინსტანციის სასამართლოში) არ შედავებია იმას, რომ ანდერძი არ არის ც---–- შ---------ის მიერ დაწერილი ან ხელმოწერილი, არამედ ედავებოდა იმას, რომ შინაარსის გათვალისწინებით ეს წერილი არ უნდა მიჩნეულიყო ანდერძად, არამედ უბრალო წერილად, რადგან მასზე არ იყო განხორციელებული ხელმოწერა.
მსჯელობებში უკვე იყო მითითება იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია შედავება იმგვარ ფაქტებზე და გარემოებებზე, რასაც მხარე საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე არ შედავებია.
ამდენად, ვინაიდან, მოპასუხემ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ისე სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია გაიზიაროს მის მიერ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეფასება მისცეს მოპასუხის მიერ მითითებულ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ---- ა------------ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, მ--- ა------------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. მ--- ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე