კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში _– გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებულნი არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ღვბიძოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებულნი არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ღვბიძოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ღვბიძოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. II. მეორე რიგში _– გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონითი მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. III. მესამე რიგში _– ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან. IV. მეოთხე რიგში _– ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები. V. მეხუთე რიგში _– ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ _ მათი შვილები. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(651)
- საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
…ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის…
- საქმე №ას-711-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. 6. სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი…
- საქმე №ას-1376-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
…გარდა მისი მამის, ი–ს დაკრძალვის დღისა. არსებული სახლიც ძველია, მამკვიდრებლის ი.კ–ძის აშენებული. (იხ. მოწმის ჩვენება). 8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 976.1-ე, 979.1-ე, 1306-ე, 1307-ე, 1328. 1-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის და სარჩელის ფარგლებში დასადგენი იყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) მამკვიდრებლის,…
- საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ…
- საქმე №ას-1119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
…საკუთრების უფლება, რ. ბ–ი სადავო ქონებაზე უფლებამოსილ პირად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან კ.ბ–ის დანაშთი ქონება, მთლიანად გადავიდა ნ. ბ–ის საკუთრებაში ფაქტობრივი ფლობით, ხოლო ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრე, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლისა მისი შვილი - ლ.ბ–ია (ტომი I, ს.ფ. 185-188). ასევე, გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის…
- საქმე №ას-401-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-258-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
- საქმე №ას-311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ას-1537-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-797-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1463-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
- საქმე №ას-1644-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-858-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №ას-420-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ას-990-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ას-9-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-481-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-618-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-899-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ბს-267(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ას-774-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ას-1254-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ას-1506-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ბს-246(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1310-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-655-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1337-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №ას-257-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
- საქმე №ას-167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ბს-1082(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ას-368-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-218-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 651-დან.