1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1013)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 1013-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-376-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.).
საქმე №ას-388-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
ამასთანავე, რეგისტრირებული მონაცემის შედავების წინაპირობა, ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლიანობას მოკლებულია, რამეთუ, როგორც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, ისე ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი სამკვიდროს დადგენილი წესით მიღებას (მათ შორის ფაქტობრივი ფლობით) უკავშირებს საკუთრების…
საქმე №ას-1489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზია მამის სამკვიდროდან სადავო ქონებაზე წილის მოთხოვნის ნაწილში, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით და სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მამის გარდაცვალებიდან (1999 წლის 21 მარტიდან) ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
…ტერიტორიაზე არსებული სამკვიდროს საკუთრებაში მიღება წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
…კომპეტენციაში არ შედის. მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ქ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1421, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1421/