მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.
2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1422. საქმკვიედუუნაროს მიღ, შება ზღუდულქმედუუნარო პიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს1. ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მთავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით. 2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
…მეშვეობით. მოქმედი კანონმდებლობა ამ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის იმგვარ წესს ასახელებს, როდესაც არასრულწლოვნის ნაცვლად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმომშობი მოქმედებების განხორციელება ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ( სკ-ის 1422-ე მუხლი). ამგვარ წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში, გვევლინებოდა მოსარჩელის დედა (სკ-ის 1198-ე (6) მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ მას ლ.ქ–ის გარდაცვალებიდან 6…
…მქონე მისი ძმა არასრულწლოვან (12 და 9 წლის) პირებს წარმოადგენდნენ. ასეთ შემთხვევაში კი, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მემკვიდრე სამკვიდროს იღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით ( სსკ-ის 1422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით). სააპელაციო…
…სასამართლოსათვის. გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება არსებულ სასამართლო პრაქტიკას. 34. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1422-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობასთან დაკავშირებით კი უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით და ბათილად ეცნო…
…მოქმედი კანონმდებლობა ამ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის იმგვარ წესს გვთავაზობს, როდესაც არასრულწლოვნის ნაცვლად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმომშობი მოქმედებების განხორციელება ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ( სკ-ის 1422-ე მუხლი). ამგვარ წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში, გვევლინებოდა მოსარჩელეთა დედა (სკ-ის 1198-ე (6) მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ მას ბ. ს-ის გარდაცვალებიდან…
საქმე №ას-4-4-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2016
…საქმეში არ მოიპოვება. ამ გარემოების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არც კანონით დადგენილ ვადაში და არც სრულწლოვანების მიღწევისას დამოუკიდებლად არ ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სამკვიდრო, უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლი ადგენს ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიერ სამკვიდროს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიღების წესს. მითითებული ნორმა,…