გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№010310017002197044
№3-821/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ა--- ზე-–-----ა
წარმომადგენელი - ლ-- მა--------ე
მოპასუხე – ნოტარიუსი ნ--- ან---ძე
წარმომადგენელი ნა------ ცე–--–--ე
დავის საგანი – სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ
დადგენილების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა--- ზე-–-----ამ კა-----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუსი ნ--- ან---ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, სანოტარო მოქმედებების უარის თქმის შესახებ ნოტარიუს ნ--- ან---ძის (20-- წლის 2- ნოემბერი) დადგენილების ბათილად ცნობა, მისი გამოცემის დღიდან.
მოპასუხის დავალდებულება, ა--- ზე-–-----ას სახელზე გასცეს სამკვიდრო მოწმობა, ბებიის რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე (აქტივები და პასივები).
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელე ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--- ან---ძეს გარდაცვლილი ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. 20-- წლის 2- ნოემბრის დადგენილებით მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ შვილიშვილი - ა--- ზე-–-----ა ვერ იქნება, 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილი რ--- კუ---------ოკის, ბებიის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, რადგან მისი დედა, ო-–--ა (ო-–--) ზე-–-----ა გარდაიცვალა 20-- წლის 27 თებერვალს, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება და არ გააფორმა სამემკვიდრეო უფლებები.
მოსარჩელის დედა, ო-–--ა ზე-–-----ა 19-- წლიდან წასულია ოჯახიდან და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო როგორც მოსარჩელის, ისე მისი ბებიისთვის. 20-- წლის 18 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით ო-–--ა ზე-–-----ა აღიარებულ იქნა უგზოუკვლოდ დაკარგულად, ხოლო 20-- წლის 27 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით ის გარდაცვლილად გამოცხადდა, ასე, რომ რ--- კუ---------ოკის გარდაცვალების დროს ო-–--ა ზე-–-----ა იყო უგზოუკვლოდ დაკარგული და ვერანაირად მიიღებდა ფაქტობრივი ფლობით, დედის, რ--- კუ---------ოკის ქონებას.
ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს, ნოტარიუს ნ--- ან---ძეს მისი ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე (აქტივები და პასივები) სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, მაგრამ 20-- წლის 2- ნოემბრის დადგენილებით უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
ა--- ზე-–-----ას განცხადებაზე დართული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან მფლობელობის გზით მიიღო ბებიის, რ--- კუჩირიავენოკის დანაშთი ქონება (აქტივები და პასივები).
ვერ იქნება გაზიარებული ნოტარიუსის დადგენილებაში მითითებული გადაწყვეტილება, თითქოსდა ა--- ზე-–-----ა არ შეიძლება იყოს მისი ბებიის, რ--- კუ---------ოკის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე, როგორც შვილიშვილი, რადგან ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით უკვე დადგენილია, რომ ა--- ზე-–-----ამ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო ბებიის ქონება.
ასევე, არ შეიძლება უარის თქმის საფუძვლად მიჩნეული იქნას დადგენილებაში მითითებული გარემოება, თითქოსდა, ა--- ზე-–-----ას ბებიის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო, ო-–--ა ზე-–-----ამ, რადგან 20-- წლის 18 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით ო-–--ა ზე-–-----ა ცნობილი იქნა უგზოუკვლოდ დაკარგულად 19-- წლიდან, ხოლო 20-- წლის 27 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით იგი გამოცხადდა გარდაცვლილად. რ--- კუ---------ოკის გარდაცვალების დროს, 20-- წლის 7 იანვარს ო-–--ა ზე-–-----ა (მისი შვილი) უკვე უგზო უკვლოდ იყო დაკარგული და ფაქტობრივი ფლობით ვერ მიიღებდა სამკვიდრო ქონებას.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ნოტარიუს ნ--- ან---ძის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე ა--- ზე-–-----ამ მიმართა დედის, ო-–--ა ზე-–-----ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. იგი ბებიის, რ--- კუ---------ოკის მემკვიდრე ვერ იქნებოდა, რადგანაც მის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობით ბებია უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე დედა.
წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე ა--- ზე-–-----ამ მფლობელობის გზით მიიღო ბებიის, რ--- კუ---------კოს დანაშთი ქონება. სამკვიდროს გახსნის დღისთვის, წარდგენილი გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ცოცხალი იყო პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელის დედა, ო-–--ა ზე-–-----ა. სამკვიდრო, მფლობელობის საფუძველზე ჯერ დედას უნდა მიეღო და შემდგომ, მისგან შვილიშვილს. ასეთ შემთხვევაში, იგი ვერ იქნებოდა ბებიის მემკვიდრე.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა, დედის დანატოვარი სამკვიდროს მისაღებად და თუ ო-–--ა ზე-–-----ას გარდაცვალების ფაქტი დადგენილი იქნებოდა რ--- კუ---------კოს გარდაცვალებამდე, მაშინ მოსარჩელე უპრობლემოდ მიიღებდა ბებიის სამკვიდროს. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დედის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტიც უგულებელყოფილია.
სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული დადგენილება სამემკვიდრეო სამართლის ნორმებიდან და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითება ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი მოწმობის თანახმად, მოსარჩელის დედა, ო-–--ა ზე-–-----ა ბებიის შემდგომ გარდაიცვალა. რ--- კუ---------ოკის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობასი მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, ო-–--ა ზე-–-----ას არ მიუმართავს სანოტარო ბიუროებისათვის განცხადებით, 20-- წლის 07 იანვარს გარდაცვლილი რ--- კუ---------კოს სამკვიდრო ქონების გასაფორმებლად და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ასევე, არ წარუდგენია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების მოთხოვნა, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები არ შეესაბამება დაწესებულ ოთხოვნებს.
რამდენადაც დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ნოტარიუსს არც ამ ფორმით სამკვიდრო მოწმობის გაცემა უნდა დაევალოს და პრობლემა სხვა ფორმით უნდა მოგვარდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა--- ზე-–-----ას განცხადება დაკმაყოფილდეს და მისი დედა, ო-–-- ევგენის ასული ზე-–-----ა (დაბადებული - 25/12/19-- წელს, გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა--- ზე-–-----ას განცხადება დაკმაყოფილდა და ო-–-- ევგენის ასული ზე-–-----ა, დაბადებული - 25/12/19-- წელს, გამოცხადდა გარდაცვლილად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა--- ზე-–-----ას განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, მასზედ, რომ ო-–--ა (ო-–--) ზე-–-----ა (დაბადებული - 25/12/19-- წელს; გარდაცვლილი - 27/02/20-- წელს) არის რ--- კუ---------ოკის (პ/ნ 61---------) შვილი. ასევე, დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მემკვიდრეობის მიღების შესახებ, მასზედ, რომ ა--- ზე-–-----ამ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო - ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 20-- წლის 18 მაისს ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--- ან---ძეს, რომლითაც აცნობა, რომ 20-- წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა მისი დედა, ო-–-- ზე-–-----ა, რომლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ითვლება თვითონ და ამ განცხადებით იღებს სამკვიდროს.
ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, აგრეთვე იმ ქონებაზე, რომელიც ირიცხება 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის სახელზე, რომლისგანაც 20-- წლის 27 თებერვალს გარდაცვლილმა მისმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, ქალიშვილმა, ო-–-- ზე-–-----ამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება და არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა--- ზე-–-----ას 20-- წლის 18 მაისის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ნოტარიუს ნ--- ან---ძის 20-- წლის 2- ნოემბრის №17------- დადგენილებით ა--- ზე-–-----ას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ ა--- ზე-–-----ა ვერ იქნება მისი ბებიის, რ--- კუ---------ოკის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე-შვილიშვილი, რადგან მისი დედა, ო-–--ა ზე-–-----ა გარდაიცვალა 20-- წლის 27 თებერვალს, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილი რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონება, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. რ--- კუ---------ოკის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, ო-–--ა ზე-–-----ას არ მიუმართავს სანოტარო ბიუროებისათვის განცხადებით, რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონების გასაფორმებლად და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ასევე, მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1422-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ--- ან---ძის 20-- წლის 2- ნოემბრის №17------- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 20-- წლის 12 აპრილს ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--- ან---ძეს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე. 20-- წლის 13 აპრილის წერილით ანა ზე-–-----ას განემარტა, რომ სამემკვიდრეო საქმეში მამკვიდრებელ-- მისი დედა, ო-–--ა ზე-–-----ა, რადგანაც მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. აქედან გამომდინარე, ა--- ზე-–-----ა სამკვიდრო მოწმობას მიიღებდა დედისაგან იმ ქონებაზე, რომელიც ირიცხება 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის სახელზე, მას შემდეგ, რაც დადგენილი იქნება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონება მის ქალიშვილს, ო-–--ა ზე-–-----ას ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული. ასევე, განემარტა, რომ ა--- ზე-–-----ას უარი ჰქონდა მიღებული სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, 20-- წლის 2- ნოემბრის №17------- დადგენილებით, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უარის თქმის საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ--- ან---ძის 20-- წლის 2- ნოემბრის დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ა--- ზე-–-----ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი;
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
38-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა მოქმედებებს ასრულებს ნოტარიუსი. გ) პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;
6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი განსაზღვრავს, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს:
1. ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:
ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.
2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 20-- წლის 18 მაისს ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ--- ან---ძეს, რომლითაც აცნობა, რომ 20-- წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა მისი დედა, ო-–-- ზე-–-----ა, რომლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ითვლება თვითონ და ამ განცხადებით იღებს სამკვიდროს.
ა--- ზე-–-----ამ განცხადებით მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე, რომელიც ირიცხება 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის სახელზე, რომლისგანაც 20-- წლის 27 თებერვალს გარდაცვლილმა მისმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, ქალიშვილმა, ო-–-- ზე-–-----ამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება და არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.
ა--- ზე-–-----ამ ნოტარიუსს წარუდგინა,ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა--- ზე-–-----ას განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, მასზედ, რომ 20-- წლის 27 თებერვალს გარდაცვლილი ო-–--ა (ო-–--) ზე-–-----ა არის, რ--- კუ---------ოკის შვილი და ასევე, დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მემკვიდრეობის მიღების შესახებ, მასზედ, რომ ა--- ზე-–-----ამ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო - ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები).
ნოტარიუსმა 20-- წლის 2- ნოემბრის №17------- დადგენილებით მიიჩნია, რომ სასამართლოს 20-- წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიუხედავად, ა--- ზე-–-----ა ვერ იქნება მისი ბებიის, რ--- კუ---------ოკის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე-შვილიშვილი, რადგან მისი დედა, ო-–--ა ზე-–-----ა გარდაიცვალა 20-- წლის 27 თებერვალს, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილი რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონება, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. რ--- კუ---------ოკის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, ო-–--ა ზე-–-----ას არ მიუმართავს სანოტარო ბიუროებისათვის რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონების გასაფორმებლად და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ასევე, მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1422-ე მუხლების მოთხოვნები.
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საკითხის ასეთ შეფასებას, რომ ა--- ზე-–-----ა არ შეიძლება იყოს მისი ბებიის, რ--- კუ---------ოკის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე, როგორც შვილიშვილი და მოსარჩელეს მიაჩნია, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებით უკვე დადგენილია, რომ ა--- ზე-–-----ამ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო ბებიის ქონება, ნოტარიუსი ვალდებული იყო, მასზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა.
6.4. საქმის სასამართლო განხილვის პერიოდში, 20-- წლის 12 აპრილს ა--- ზე-–-----ამ კვლავ მიმართა განცხადებით ნოტარიუს ნ--- ან---ძეს და ამჯერად მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა არა გარდაცვლილი დედის, არამედ ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე.
20-- წლის 13 აპრილის წერილით ანა ზე-–-----ას ნოტარიუსის მიერ განემარტა, რომ სამემკვიდრეო საქმეში მამკვიდრებელია მისი დედა, ო-–--ა ზე-–-----ა, რადგანაც მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. აქედან გამომდინარე, ა--- ზე-–-----ა სამკვიდრო მოწმობას მიიღებდა დედისაგან იმ ქონებაზე, რომელიც ირიცხება 20-- წლის 7 იანვარს გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის სახელზე, მას შემდეგ, რაც დადგენილი იქნება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ რ--- კუ---------ოკის სამკვიდრო ქონება მის ქალიშვილს, ო-–--ა ზე-–-----ას ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ 20-- წლის 27 თებერვალს გარდაცვლილი ო-–--ა (ო-–--) ზე-–-----ა არის, რ--- კუ---------ოკის შვილი და ასევე, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენილი იქნა - მემკვიდრეობის მიღების შესახებაც, კერძოდ მასზედ, რომ ა--- ზე-–-----ამ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო, ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები).
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების ეს ნაწილი, რომლითაც დადგენილ-- ა--- ზე-–-----ას მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ იურიდიული ფაქტი, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ ა--- ზე-–-----ა მიიჩნია მემკვიდრედ, ბებიის, რ--- კუ---------ოკის დანაშთ ქონებაზე, რაც ნოტარიუსს ავალდებულებდა, ეს გარემოება სამართლებრივად შეეფასებინა და გაეთვალისწინებინა, ა--- ზე-–-----ას განცხადების განხილვის დროს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ა--- ზე-–-----ას განცხადებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ შინაარსით და ინტერპრეტაციით, რაც გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილით იგულისხმება, კერძოდ, სასამართლოს მიერ იურიდიული ფაქტის დადგენა, გარდაცვლილი ბებიის, რ--- კუ---------ოკის სამკვიდროს ქონების მიღების თაობაზე, რეალურად ნიშნავს, ა--- ზე-–-----ასთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობას, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.
ნოტარიუსის მიერ ეს გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და მხედველობაში მიღებული, არ მომხდარა მისი სამართლებრივი შეფასება და ანალიზი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს:
1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით დადგენილია, ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრების წესი:
1. პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, ნოტარიუს ნ--- ან---ძის 20-- წლის 2- ნოემბრის №17------- დადგენილება გაუქმდეს და ნოტარიუსს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს შესაბამისი დადგენილება, ა--- ზე-–-----ას განცხადებაზე, გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს ა--- ზე-–-----ას სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა--- ზე-–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. გაუქმდეს ნოტარიუს ნ--- ან---ძის 20-- წლის 2- ნოემბრის დადგენილება, რ--- კუ---------ოკის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ა--- ზე-–-----ასთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ნოტარიუს ნ--- ან---ძეს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს შესაბამისი დადგენილება, ა--- ზე-–-----ას განცხადებაზე, გარდაცვლილ რ--- კუ---------ოკის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე მხარეს, ნოტარიუს ნ--- ან---ძეს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე