გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-497-18
(1302100--002420029)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 20-- წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - ი-----------ძე,წარმომადგენლები - თ-------------ძე და ნ------------–--ლი
მოპასუხეები - გ---------------ძე და ვ----–------–----ძე
წარმომადგენელი - გ--------------–--ლი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 13 მარტის ნოტარიუს ქ-------------------------------------------–-----------------------------–-----------–---------------მკვიდრო ქონებაზე, გაცემული გ---------------ძის სახელზე 1/3 ნაწილში;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 20 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გ---------------ძესა და ვ----–------–----ძეს შორის (ს/კ 6--0--7-.0--) უძრავი ქონების 1/3 ნაწილში.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ი-----------ძე არის პირველი რიგის მემკვიდრე გარდაცვლილ პ---–---------ძისა. მოსარჩელის მამა - პ---–---------ძე გარდაიცვალა 2014 წლის 30 იანვარს. მოსარჩელე იმასაც უთითებს, რომ არის ავად და არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარდამჭერად დაენიშნა თ-------------ძე. 2017 წლის 13 მარტს მისმა (მოსარჩელის) ძმისშვილმა გ---------------ძემ პ---–---------ძის ქონება მდებარე, დაბა ს-----მში, სოფელ ბ----ში მიიღო მემკვიდრეობით. სამკვიდროს მიღებისას გ---------------ძემ ნოტარიუსს არ აცნობა იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელ პ---–---------ძეს ჰყავდა სხვა მემკვიდრეებიც - ი-----------ძე და ნ-----–------------ძე. მოსარჩელე უთითებს, რომ იგი ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყო მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ყოველწლიურად ჩამოდიოდა მამის სახლში და სარგებლობდა მისი ქონებით სახლით, მარნით სამზარეულოთი და სხვა. მისი უფლებები დაირღვა და დარჩა სავალდებულო წილის გარეშე. ამასთან, 2017 წლის 20 მარტს გ---------------ძემ მალულად მოახდინა სახლის გასხვისება თავის ნათესავ ვ----–------–----ძეზე. მოსარჩელის განმარტებით ეს გარიგება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შეცდომაში შეიყვანოს ყველა. უძრავ ქონებას კვლავ ფლობს გ---------------ძე, რომელიც დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არა ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე ი-----------ძის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მას არ მიუმართავს კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში პ---–---------ძის მემკვიდრეობის მისაღებად, არც სასამართლო პროცესზე აქვს დაყენებული მოთხოვნა მემკვიდრეობის მიღებაზე. წარმოდგენილი მინდობილობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით ი-----------ძის მხარდამჭერად აღიარებულია თ-------------ძე. თუ მხარდაჭერას საჭიროებდა მაშინ როგორ გასცა მინდობილობა სანოტარო ბიურომ მხარდამჭერ პირზე. მითითებული ბადებს ეჭვს სასამართლოზე პირის წარმომადგენლად ჩართვაზე და აღნიშნული უნდა გასწორდეს.
ვ----–------–----ძე არის კეთილსინდისიერი შემძენი, მან უძრავი ქონება შეიძინა კანონის სრული დაცვით. აღნიშნული მხარეს არაკეთილსინდისიერ შემძენზე, არ წარმოუდგენია და არც მსჯელობა ან რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი საქმეზე, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა ვ----–------–----ძის კეთილსინდისიერებას. მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული და გაანალიზებული მისი კანონიერი ინტერესი. მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ მოსარჩელეს არ მიუმართავს განცხადებით სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მისაღებად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, არც სასამართლოს გზით აღუძრავს სარჩელი მემკვიდრეობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნით. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მემკვიდრეობის მიღების შესახებ, რადგან მის მიერ შერჩეული ადვოკატის მიერ იქნა ნაწარმოები სამკვიდრო საქმე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ---------------ძე დღემდე ცხოვრობს სადაო ბინაში მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ გ---------------ძესა და ვ----–------–----ძეს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომ თუ 2019 წლის 15 დეკემბრამდე დულარიძეს არ გადაუხდის 15000 ლარს გ---------------ძე გამოსახლდება ამ ბინიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი-----------ძე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად. თ-------------ძე დაინიშნა ი-----------ძის მხარდამჭერად, რომელსაც მიენიჭა უფლება იყოს მისი საპროცესო წარმომადგენელი და წარმომადგენელი უძრავი ქონების მართვა - აღრიცხვის სფეროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-18);
3.1.2. პ---–---------ძე გარდაიცვალა 2014 წლის 30 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 20 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დასტურდება, რომ გ---------------ძემ ვ----–------–----ძეს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე დაბა ს-----მი, სოფელ ბ----ში, საგნის ღირებულებამ შეადგინა 15 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა -განმარტებები.
3.2.2. 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქ--------------ძის მიერ რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ გ---------------ძემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა, მიიღო 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი პ---–---------ძის მთელი სამკვიდრო ქონება სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.21-22)
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2017 წლის 13 მარტის ნოტარიუს ქ-------------------------------------------–-----------------------------–-----------–---------------მკვიდრო ქონებაზე, გაცემული გ---------------ძის სახელზე 1/3 ნაწილში;
და ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2017 წლის 20 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გ---------------ძესა და ვ----–------–----ძეს შორის (ს/კ 6--0--7-.0--) უძრავი ქონების 1/3 ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები 54-ე , 56-ე,,1306-ე,1307-ე, 1319-ე , 1324-ე, 1328-ე, 1421-ე,1434-ე. 1499-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები.
სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი-----------ძე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2014 წლის 30 იანვარს გარდაცვლილი მამის - პ---–---------ძის სამკვიდრო ქონებას. ქონება, რომელიც თავის სიცოცხლეში პ---–---------ძემ აჩუქა თ-------------ძეს არ იყო იზოლირებულად გამოყოფილი, რაც დასტურდება პოლიციის მოკვლეული მასალებით, რომლითაც დგინდება, რომ გ---------------ძის მიერ იზოლირება მოხდა დავის დაწყებამდე, რასაც შემდგომ მოჰყვა მოძრავ ქონებაზე დავა და უძრავ ქონებაზე დავა. აღნიშნული მიუთითებს, რომ დანაშთი ქონება იყო იზა და გ---------------ძეების საერთო სარგებლობაში.
სასამართლო იზიარებს მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ვ----–------–----ძე არის არაკეთილსინდისიერი შემძენი, რადგან იგი არის ამავე სოფელში მცხოვრები, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო პ---–---------ძის ქონებაზე მემკვიდრეთა წრე. თ-------------ძის განმარტებით ვ----–------–----ძე არის მათი მეზობელი და მოპასუხის მეუღლის ნათესავი.
თვით გ---------------ძე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ვ----–------–----ძე არის მისი ნათესავი და მის სახლში ცხოვრობს, რადგან სხვა სახლი არა აქვს, ამასვე განმარტავს მოპასუხე ვ----–------–----ძე თავის ახსნა- განმარტებაში რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომელსაც არ ჰქონდა ფაქტობრივად გასხვისების მიზანი და არც იურიდიული შედეგი არ დამდგარა. ის გარემოება, რომ ვ----–------–----ძემ გარკვეულ ვადაში თანხის დაბრუნების პირობით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება - ფაქტობრივად მიუთითებს სესხზე. ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის შესახებ არ არის მითითებული, ყოველივე ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარიგება არის თვალთმაქცური.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა მთლიანი ნასყიდობის გაუქმება, რადგან მოსარჩელეს აქვს მხოლოდ ქონების 1/3-ის ინტერესი და არა მთლიანი გასხვისებული ქონებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი-----------ზეს მხარდაჭერა დაუწესდა ქონების მართვისა და ი-----------ძის სახელზე აღრიცხვის სფეროში.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
დადგენილია, რომ და მხარეები სადაოდ არ თვლიან იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა პ---–---------ძე და რომლის პირველი რიგის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ ი-----------ზე და გ---------------ძე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----------ძეს სამკვიდროს მიღებაზე უარი არ განუცხადებია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დროის საკითხი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით გ---------------ძე კისრულობს ვალდებულებას 2019 წლის დეკემბრამდე დაუბრუნოს ვასილ დულარიძეს 15000 ლარი ან გაათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული მიუთითებს, რომ გ---------------ძემ ფაქტობრივად სესხი აიღო და ბინის გასხვისების მიზანი არ ჰქონდა, რადგან დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და ეს გარიგება იყო თვალთმაქცური.
სანოტარო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის ნოვოსელცევას განმარტებით პ---–---------ძეს გარდა გ---------------ძისა სხვა მემკვიდრეები არ ჰყავს, მაშინ როდესაც თ-------------ძის განმარტებით გარდა ი-----------ძისა არსებობს აგრეთვე ერთი მემკვიდრე, რომელიც იმყოფება რუსეთში.
სასამართლო სხდომაზე თ-------------ძემ, რომელსაც პ---–---------ძემ სიცოცხლეში აჩუქა სახლის ნაწილი- 49.5 კვ.მ განმარტა, რომ თანახმაა თავისი წილი და დედის წილიც დაუთმოს გ---------------ძეს, თუ იგი სანაცვლო ფართს შეუძენს იმავე სოფელში, მაგრამ მხარეთა მორიგება ვერ შედგა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ი-----------ძე წარმოადგენს სადაო უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მემკვიდრეს , რადგან იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის პ---–---------ძის დანაშთ ქონებას.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს გ---------------ძეს და ვ----–------–----ძეს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 200 ლარი ი-----------ძის სასარგებლოდ. მოსარჩელე ი-----------ძეს კი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი ბაჟის ნაწილი - 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით სასამართლომ -
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 13 მარტს ნოტარიუს ქ--------------ძის მიერ რეგისტრირებული N1-------- სამკვიდრო მოწმობა, პ---–---------ძის სამკვიდრო ქონებაზე, გაცემული გ---------------ძის სახელზე - 1/3 ნაწილში.
3. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება გ---------------ძესა და ვ----–------–----ძეს შორის, ს/კ 6--0--7-.0-- უძრავ ქონებაზე - 1/3 ნაწილში.
4. გ---------------ძეს და ვ----–------–----ძეს ი-----------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ 200 ლარი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
5. ი-----------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს N15733318 საგადასახადო დავალებით თ-------------ძის მიერ 20-- წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 100 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი