1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის,– სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, _– სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ _– მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(24)
საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
…და დასახმარებლად მოპასუხის მოხმობის ფაქტებს და ა.შ.. 18.7. საგულისხმოა ისიც, რომ ლ.ქ–ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდროს გახსნის ადგილად დასახელებულია სწორედ თბილისი,.......... ქ. №25 (იხ. ტ.1, ს.ფ. 44), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324.1 მუხლის შესაბამისად კი, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, –…
საქმე №ას-1126-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2019
…გაცემული სამკვიდრო მოწმებები, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 160983525 და 160981309. 16.2. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1324-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლებით იხელმძღვანელა. 17. სააპელაციო საჩივრები 17.1. რუსთავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება…
…კოდექსის (მიღებულია 26.12.1964წელს, ხოლო ამოქმედდა 01.07.1965 წლიდან; 1986 წლის 1 იანვრამდე შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების რედაქციით) 539-541-ე მუხლების მოწესრიგებაზე, რომლებიც მოქმედი კოდექსის 1306-ე, 1319- 1320-ე, 1324-ე მუხლების მსგავს მოწესრიგებას ადგენს. მოსარჩელემ (აპელანტმა) საკუთარი მოთხოვნა მოქმედი სსკ-ის 1336-ე, 1421-ე, 1457-ე მუხლებს დააფუძნა, რადგან სამკვიდრო მოწმობა…
…ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 1 მაისის ჩუქების ხელშეკრულება და ჩუქების საგანი - სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილის ნაცვლად გამისაზღვრა 1/8 ნაწილით. 10. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1151-ე,1158-ე, 1319- 1320-ე, 1324-ე, 1328-ე, 1306-ე, 1424-ე, 1433-ე, 1450-ე, 170-ე, 312-ე და
…მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ. 15. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. ბ.-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის – ჟ. ბ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. 16. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე მუხლების, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჟ. ბ.-ე გარდაიცვალა 2008 წლის 1 იანვარს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მ.-ის…