გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2019
საქმის ნომერი
150210019003197990
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 150210019003197990

N 2/226-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან

მოსარჩელე: ლ------ დ------- (პ/ნ 0----------),მოპასუხე: ნოტარიუსი თ------- გ--–-–---–ი (პ/ნ 1----------),დავის საგანი: სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ახალი სანოტარო აქტის გამოცემის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი ლ------ დ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ის მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს მიღებული (სანოტარო აქტი) დადგენილება (სარეგისტრაციო ნომერი 1--------) სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ, ასევე დაევალოს ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ს მამკვიდრებლის - 2019 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის - ლ------ დ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2019 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მისი მეუღლე ჟ----- დ-------ი. ჟ----- დ-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე. მეუღლის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას და როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონით მემკვიდრემ მეუღლის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად 2019 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ს და მოითხოვა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ვინაიდან მამკვიდრებელი ჟ----- დ-------ი არის უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ანუ დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქე, ამიტომ ნოტარიუსმა “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის მე-80 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სამკვიდრო მასაში შემავალი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი. და ვინაიდან მის მიმართვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს გაცემული N3----- წერილით დასტურდება ის ფაქტი, რომ მამკვიდრებლის - ჟ----- დ-------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ის მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც ფაქტიურად უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე 2019 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე. ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N-- მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ჟ----- დ-------ის მამის ა-–----- დ-------ის და ვ-------- დ-------ის თანასაკუთრებას. აღნიშნულ უძრავ ნივთში ა-–----- დ-------ის წილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შეადგენდა 87.90 კვ.მ ვ-------- დ-------ის წილი პირველ სართულზე შეადგენს 44.3 კვ.მ-ს, მეორე სართულზე კი 49.6 კვ.მ-ს. 2012 წლის 05 იანვარს ა-–----- დ-------ის და ვ-------- დ-------ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან თავისი წილი 87.90 კვ.მ ა-–----- დ-------მა მთლიანად აჩუქა ჟ----- დ-------ს. ჩუქების ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით ნოტარიალურად იქნა დამოწმებული. ავადმყოფობის გამო ჟ----- დ-------მა ვერ შეძლო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განსახორციელებლად დროულად მიემართა საჯარო რეესტრის სამსახურისათვის.

2018 წლის 30 ოქტომბერს ჟ----- დ-------მა წარმომადგენლის მეშვეობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მოითხოვა ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N-- მდებარე უძრავ ნივთის, საკადასტრო კოდი 63.18.02.0-- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება, კონკრეტულად კი ცვლილება ეხებოდა ა-–----- დ-------ის ნაცვლად თანამესაკუთრედ ჟ----- დ-------ის აღრიცხვა. ჟ----- დ-------ის განცხადებაზე საჯარო რეესტრში დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 ნოემბრის N 8------------03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა და ჟ----- დ-------ს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოსთხოვეს დამატებითი მტკიცებულების, კერძოდ კი ჟ----- დ-------ის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციისათვის უძრავი ნივთის თანამესაკუთრის ვ-------- დ-------ის თანხმობა.

ჟ----- დ-------მა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ვერ წარადგინა უძრავი ნივთის თანამესაკუთრის ვ-------- დ-------ის თანხმობა, ვინაიდან ვ-------- დ-------მა მასზე უარი განაცხადა და ის წლების განმავლობაში ხელს უშლის ჟ----- დ-------ს რათა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლოს მამა მისის მიერ ნაჩუქარი საცხოვრებელი სახლის თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთთვიან ვადაში ჟ----- დ-------მა ვერ წარადგინა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 06 დეკემბრის N8------------05 გადაწყვეტილებით შეწყვიტა ჟ----- დ-------ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება.

ჟ----- დ-------მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის N N8------------05 გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლო წესით, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, ა-–----- დ-------ის და ვ-------- დ-------ის სახელზე თანასაკუთრების შესახებ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება ა-–----- დ-------ის ნაცვლად ჟ----- დ-------ის სახელზე 87.90 კვმ წილით შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჟ----- დ-------ის სარჩელი საქმე N3/6-19, მაგრამ ვიდრე მოხდებოდა მისი განხილვა, 2019 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა ჟ----- დ-------ი, რის გამოც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ, ნოტარიუსმა თ------- გ--–-–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ უნდა იქნეს ცნობილი ბათილად დადგენილება N1-------- სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 12.09.2019წ. რადგან მიღებულია საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე და კანონმდებლობის სრული დაცვით. უპრიანი იქნებოდა დადგენილიყო მამკვიდრებლის ჟ----- დ-------ის სახელზე უძრავი ქონების არსებობის ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე და არა მისი სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან ვერანაირ იურიდიულ შედეგამდე ვერ გავა მოსარჩელე თუ არ დადგინდება სწორედ ქონების არსებობის ფაქტი, რის შემდეგაც ყოველგვარი დავალდებულების გარეშეც გასცემდა სამკვიდრო მოწმობას. მოქალაქე ლ------ დ-------მა 25.03.2019 წელს მიმართა განცხადებით 2019 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის ჟ----- დ-------ის სახელზე რეგისტრირებულ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ასევე ნებისმიერ მის უფლებასა და მოვალეობაზე, ნებისმიერ სამოქალაქო აქტივსა და პასივზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. კანონით დადგენილ ვადაში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე და 1336-ე მუხლებისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 78-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა მიიღო განცხადება. მამკვიდრებელი ჟ----- დ-------ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ნამდვილად, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-80 მუხლის როგორც „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წ. კონვენციის წევრი სახელმწიფო მოქალაქის სამკვიდრო საქმისწარმოების წესების შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსი იმ შემთხვევაში იღებს განცხადებას და გასცემს სამკვიდრო მოწმობას თუ სამკვიდრო მასაში შედის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, თანახმად „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლისა და ნოტარიუსის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ------ დ-------ი არის აწ გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის მეუღლე, ხოლო ჟ----- დ-------ი არის ა-–----- დ-------ის შვილი.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. 2019 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ჟ----- დ-------ი.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 45).

3.1.3. უდავოა, რომ ჟ----- დ-------ი მამის გარდაცვალების დროს და მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N-- ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილში, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, მეუღლესთან ერთად, ანუ ჟ----- დ-------ს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში.

მოპასუხემ სადავო არ გახადა ეს ფაქტი.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.4. საკადასტრო კოდით 63.18.02.0-- აღნიშნული უძრავ ნივთი არის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 540 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით და წარმოადგენდა ჟ----- დ-------ის მამის ა-–----- დ-------ის და ვ-------- დ-------ის თანასაკუთრებას. აღნიშნულ უძრავ ნივთში ა-–----- დ-------ის წილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შეადგენდა 87.90 კვ.მ ვ-------- დ-------ის წილი პირველ სართულზე შეადგენს 44.3 კვ.მ-ს, მეორე სართულზე კი 49.6 კვ.მ-ს.

უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით (05.01.2012 წელს ნოტარიულად დამოწმებული, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) ა-–----- დ-------მა აჩუქა ჟ----- დ-------ს მისი კუთვნილი 87.90 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ახალქალაქი ძ---–--ის ქ. 34, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, ხოლო ჟ----- დ-------მა მიიღო საჩუქრად აღნიშნული 87.90 კვ.მ უძრავი ქონება. ამასთან სანოტარო აქტის მიხედვით, მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ახალქალაქის რაიონის საჯარო რეესტრის მიერ 21.12.2011 წელს გაცემული ცნობით N 8-----------. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ უძრავი ქონება არის საჩუქრის მიმღების საკუთრება და ითვლება მის საკუთრებად მასზე (ხელშეკრულებაზე) ხელმოწერის მომენტიდან, ასევე, რომ საქართველოს სკ-ს 524-ე და 530-ე მუხლების შინაარსი ნოტარიუსის მიერ განმარტებულია მხარეებისთვის.

მოპასუხემ აღიარა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი და სადავოდ არ ხდის.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 17-19.).

3.1.5. ჟ----- დ-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე. მეუღლის გარდაცვალების დღიდან მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე ქ. ახალქალაქი ძ---–--ის ქ. N--, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილს, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, სადაც ის ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

მოპასუხემ არ უარყო ეს ფაქტიც, მისი მოსაზრებაა, რომ ეს ქონება ჟ----- დ-------ზე არ არის რეგისტრირებული, ანუ არ არის წარმოდგენილი კუთვნილების უფლებადამდგენი საბუთები.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან ჟ----- დ-------ი არის უცხო ქვეყნის, დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქე, ამასთან არ არის წარმოდგენილი დასტური, რომ სამკვიდრო მასაში შედის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, ამიტომ უარი უთხრა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. მოპასუხის მოსაზრებით აღნიშნული ქონება ჟ----- დ-------ზე არ არის რეგისტრირებული, ანუ არ არის წარმოდგენილი კუთვნილების უფლებადამდგენი საბუთები. მოპასუხემ განაცხადა, რომ მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს საკუთრების უფლების უფლებადამდგენ/უფლება დამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ჟ----- დ-------ზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, შეუძლებელია დადგინდეს (შემოწმდეს) იმ ქონებაზე მისი სამართლებრივი შეზღუდვა, გირავნობის, ყადაღის და იპოთეკის საკითხი.

მოსარჩელემ უარყო მოპასუხის მოსაზრება იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლება დამადასტურებელი დოკუმენტია საცხოვრებელი სახლის ტექ.პასპორტი, ასევე ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ არა თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ითხოვდა სამკვიდრო მოწმობას ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N-- მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, საკადასტრო კოდით 63.18.02.0-- (მიწის ნაკვეთი 540 კვ.მ.), რომელიც იყო აწ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული სახლი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია განმცხადებლის მეუღლის აწ გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის მამის ა-–----- დ-------ის სახელზე, მათ შორის სახლიდან პირადად ა-–----- დ-------ის სახელზე რეგისტრირებულია 87,9 კვ.მ. ფართი. ამასთან ჩუქების ხელშეკრულებით ა-–----- დ-------მა გადასცა თავისი ქონება ჟ----- დ-------ს. შესაბამისად სახეზეა ჟ----- დ-------ის უფლება ამ ქონების მიმართ. ამავდროულად ეს უკანასკნელი მეუღლესთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა, ანუ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში.

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ არ არის წარმოდგენილი უფლებადამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სამკვიდრო მასაში შედის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, მითუმეტეს დადგენილია, რომ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე.

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ შეუძლებელი იყო ამ ქონებაზე გირავნობის ყადაღის და იპოთეკის, ანუ სამართლებრივი შეზღუდვის, შემოწმება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვისზე არის რეგისტრირებული ქონება, მთავარია, რომ თვით ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მაშინ შეიძლება დადგინდეს/შემოწმდეს გირავნობის, ყადაღის და იპოთეკის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეობით მოთხოვილი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, აქვს სარეგისტრაციო კოდი, შესაბამისად იკვეთება სამართლებრივი შეზღუდვების მონაცემები.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ის მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს მიღებული (სანოტარო აქტი) დადგენილება (ს.ფ. – 14 და 47).

 

3.2.2. 2018 წლის 30 ოქტომბერს ჟ----- დ-------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქალაქი ახალქალაქი, ძ---–--ის ქუჩა N---ში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის N8----------- – 05 გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჟ----- დ-------ის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და ითხოვდა ორგანოს დავალდებულებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, ა-–----- დ-------ის და ვ-------- დ-------ის სახელზე თანასაკუთრების შესახებ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებას ა-–----- დ-------ის ნაცვლად ჟ----- დ-------ის სახელზე 87.90 კვმ. წილით, შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჟ----- დ-------ის სარჩელი საქმე N3/6-19-ზე, მაგრამ ვიდრე მოხდებოდა მისი განხილვა, 2019 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა ჟ----- დ-------ი, რის გამოც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

შესაბამისად ჩანს, რომ ჟ----- დ-------ი გარდაიცვალა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან იმისათვის, რომ დასრულდეს რეგისტრაცია, საჭიროა უფლებამონაცვლე/უფლებამემკვიდრე.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის N8----------- – 05 გადაწყვეტილება (ს.ფ. -21);

- სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 22-23).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 312-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1324-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე, 1500-ე, 1503-ე მუხლები; ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე, 52-ე, 53-ე მუხლები; რეესტრის შესახებ საქ. კანონის მე-5, მე-10, მე-15, 26-ე მუხლები; «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქციის 80-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

6.2. საქ. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

საქ. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

საქ. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

საქ. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის შესაბამისად, 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ - მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საქ. სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

ამავე კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

6.3. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას.

ამავე კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.

ამავე კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

6.4. მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ჟ----- დ-------ი. ჟ----- დ-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე. მეუღლის გარდაცვალების დღიდან მოსარჩელე ფაქტობრივი მფლობელობით დაეუფლა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მდებარე ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N---ში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილს, საკადასტრო კოდით 63.18.02.0--, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონით მემკვიდრემ, მეუღლის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად, 2019 წლის 25 მარტს მან განცხადებით მიმართა ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ს და მოითხოვა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

ნოტარიუსმა “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის მე-80 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სამკვიდრო მასაში შემავალი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ მოტივით, რომ მამკვიდრებელი ჟ----- დ-------ი არის უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ანუ დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქე. ვინაიდან მამკვიდრებლის - ჟ----- დ-------ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ის მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს მიღებულია დადგენილება (სანოტარო აქტი, სარეგისტრაციო ნომერი 1--------) სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ ლ------ დ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, სწორედ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის მე-80 მუხლის საფუძველზე.

მოპასუხის მოსაზრებით მოთხოვნილი ქონება ჟ----- დ-------ზე არ არის რეგისტრირებული, არ არის წარმოდგენილი კუთვნილების უფლებადამდგენი საბუთები. მოპასუხემ განაცხადა, რომ მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს უფლებადამდგენ/უფლებადამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ჟ----- დ-------ზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, შეუძლებელია დადგინდეს (შემოწმდეს) იმ ქონებაზე მისი სამართლებრივი შეზღუდვა, ყადაღის და იპოთეკის საკითხი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვდა სამკვიდრო მოწმობას ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N-- მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, საკადასტრო კოდით 63.18.02.0-- (მიწის ნაკვეთი 540 კვ.მ.). აღნიშნული სახლი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია განმცხადებლის აწ გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის მამის ა-–----- დ-------ის სახელზე, მათ შორის სახლიდან პირადად ა-–----- დ-------ის სახელზე რეგისტრირებულია 87,9 კვ.მ. ფართი. ამასთან ჩუქების ხელშეკრულებით ა-–----- დ-------მა გადასცა თავისი ქონება ჟ----- დ-------ს. შესაბამისად სახეზეა ჟ----- დ-------ის უფლება ამ ქონების მიმართ, ამავდროულად ეს უკანასკნელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა იქ.

6.5. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას რომ, მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს საკუთრების უფლებადამდგენ/უფლებადამადასტურებელ დოკუმენტს.

 

საქ. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რეესტრის შესახებ საქ. კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

ამავე კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

ამავე კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია ხდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს რეგისტრაციის შედეგს და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

შესაბამისად უძრავ ქონებაზე კუთვნილების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს სახლის ტექპასპორტი, შეძენის, იჯარის, ჩუქების და სხვა ამგვარი ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში მხარემ წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება, ამასთან საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჟ----- დ-------ი გარდაიცვალა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სარეგისტრაციო წარმოების თაობაზე. შესაბამისად იმისათვის, რომ დასრულდეს დავა და შესაბამისი რეგისტრაცია, საჭიროა უფლებამონაცვლე/უფლებამემკვიდრე, კონსტიტუციით მინიჭებულ საკუთრების და მემკვიდრეობის უფლების დასაცავად.

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ არ არის წარმოდგენილი უფლებადამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სამკვიდრო მასაში შედის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, მით უფრო დადგენილია, რომ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე.

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ შეუძლებელი იყო ამ ქონებაზე გირავნობის ყადაღის და იპოთეკის, ანუ სამართლებრივი შეზღუდვის, შემოწმება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისი თუ ვისზე არის რეგისტრირებული ქონება, მთავარია, რომ თვით ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მაშინ შეიძლება დადგინდეს/შემოწმდეს გირავნობის, ყადაღის და იპოთეკის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეობით მოთხოვილი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, აქვს სარეგისტრაციო კოდი, შესაბამისად იკვეთება სამართლებრივი შეზღუდვების მონაცემები.

6.6. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გარდაცვალებამდე ჟ----- დ-------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქ. ახალქალაქში ძ---–--ის ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილში, საკადასტრო კოდით 63.18.02.0-- (მიწის ნაკვეთი 540 კვ.მ.).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N 71 ბრძანებით დამტკიცებული «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქციის 80-ე მუხლის თანახმად:

1. ამ მუხლით დადგენილი ნორმები შეეხება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის (შემდგომში – მინსკის კონვენცია) წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღების წესს.

2. თუ გარდაცვლილი მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად არ არის სავალდებულო მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოდან მამკვიდრებლის მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა.

4. ნოტარიუსი უფლებამოსილია მემკვიდრეს მოსთხოვოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები თავდაპირველად ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად -

1. ამ მუხლით დადგენილი ნორმები შეეხება დსთ-ის წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღების წესს.

2. თუ გარდაცვლილი დსთ-ის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა გარდაცვალების მოწმობის, გარდაცვლილის რეგისტრაციის (მუდმივი ბინადრობის) დამადასტურებელი ცნობის ან სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის N 13 ბრძანებით 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში შეტანილია ცვლილება, რომლითაც სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებელი პირობა აღარ არის.

შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობა არ არის და ნოტარიუსის მიერ მსგავსი დოკუმენტის მოთხოვნა არ შეესაბამება ინსტრუქციის 80-ე მუხლს (მოქმედი რედაქციით).

მოცემულ შემთხვევაში სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი ინსტრუქციის 80-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელია, ნოტარიუსის მიერ აღნიშნული ინსტრუქციის 80-ე მუხლის ინტერპრეტაცია მოხდა არასწორად.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული, რომ: სანოტარო მოქმედების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის) მონაწილე არ არის უფლებამოსილი სათანადო პირი; სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; ხოლო სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

შესაბამისად არ არსებობდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის საფუძველი, იმ ფორმით, რა ფორმითაც უარი თქვა ნოტარიუსმა.

6.7. ამდენად უნდა დაევალოს ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ს ხელახლა განიხილოს ლ------ დ-------ის განცხადება და კანონის შესაბამისად, მამკვიდრებლის - 2019 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის - ლ------ დ-------ის სახელზე გასცეს სამკვიდრო მოწმობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ------ დ-------ის სარჩელი ნოტარიუსი თ------- გ--–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ლ------ დ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ის მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს მიღებული (სანოტარო აქტი) დადგენილება (სარეგისტრაციო ნომერი 1--------) სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ.

 

2.1. დაევალოს ნოტარიუს თ------- გ--–-–---–ს მამკვიდრებლის - 2019 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი ჟ----- დ-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის - ლ------ დ-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან