სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.
სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(41)
საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
…ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. 10.4. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად…
საქმე №ას-1710-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
…სანოტარო ბიუროში მიღების მომენტშივე იცოდა იმის თაობაზე, რომ არსებობდა კიდევ ორი პირველი რიგის მემკვიდრე მეუღლის და შვილის სახით, რაც რატომღაც დაუმალა ნოტარიუსს და მიიღო მთლიანი სამკვიდრო და არ მიიღო მისი მხოლოდ 1/3 ნაწილი ( სკ-ის 1503-ე მუხლი); - სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ კანონი არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე გამონასკლისს ან განსაკუთრებულ…
საქმე №ას-348-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
…¼ ნაწილის მესაკუთრედ; 14.3 შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 14.4 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1371- 1374-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1503-ე მუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდეგში:…
საქმე №ას-998-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
1504-ე, 539-ე, 544-ე, 556-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1371-ე, 1503-ე მუხლებით. 27. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 27.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ…
მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ