1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.
2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-929(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
…1964 წლიდან მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 1997 წლის 26 ივნისს მიღებული და იმავე წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მისი 1505-ე მუხლით, ხოლო იმავე კოდექსის 1506-ე მუხლით დამატებითი და სპეციალური დათქმით ასევე ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს…
საქმე №ას-373-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
…კოდექსი და საბინაო კოდექსი, 1992 წლის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1 თებერვლის №107 დადგენილება, რომელიც იურიდიულად ძალადაკარგულია. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 1506-ე, 1507.4, 170-ე, 167-ე მუხლები, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლი. 15. პრივატიზაციის შედეგად მოსარჩელეებს სადავო უძრავ ქონებაზე უფლება…
…საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას. 51. 1997 წელს მიღებული, ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1505-ე და 1506-ე მუხლებისა და 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების…
…სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე და 1506-ე მუხლების შესაბამისად, 1965 წლის 1 ივლისიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის…
…ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალურ მენაშენეებისათვის ნებართვის მიცემას ახორციელებდა რაიონის აღმასკომი და მათ შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობების დარეგულირება მისი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლის შესაბამისად, მისი ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა…