1. „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ.662);
2. „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ.96);
4. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.169);
5. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 15 ივლისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.170);
6. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.382);
7. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 მაისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.383);
11.„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 30 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.424);
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(70)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 70-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1582-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
საკასაციო სასამართლო, სადავო პერიოდში, განსახილველი საკითხის მარეგულირებელ მოქმედ ნორმატიულ აქტზე მიუთითებს, კერძოდ, 1983 წლის 4 ივნისის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის (ძალადაკარგულია 1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის საფუძველზე) მე-2 მუხლით განისაზღვრა საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობის ამოცანები.
საქმე №ას-1118-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამავე კოდექსის 1505-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
საქმე №ბს-520(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე, 1507-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების წარმოშობა ახალი მოთხოვნილებებისა და ღირებულებების დამკვიდრება მოითხოვს კერძო საკუთრების სრულად ახლებურად გააზრებას.
საქმე №ას-373-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 173-ე, 1505-ე მუხლები, საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი და საბინაო კოდექსი, 1992 წლის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1 თებერვლის №107 დადგენილება, რომელიც იურიდიულად ძალადაკარგულია.
საქმე №ას-1267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ასევე საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან სადავო ურთიერთობა წარმოშობილია მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე.
საქმე №ას-728-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2021
საქმე №ას-1382-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №ას-1451-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1505, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1505/