თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.
თავი მეთოთხმეტე
სამკვიდრო მოწმო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
…მეუღლე, მ.თ–ძე და მას ჰყავს ორი შვილი - თ.თ–ძე და რ.თ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე თ.თ–ძის სასარგებლოდ. შესაბამისად, მ.წ–ძის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე თ.თ–ძეა. 9. სსკ-ის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1495-ე, 1498-ე მუხლებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მმართველის დანიშვნის აუცილებლობა, ვინაიდან…
…თანასაკუთრების რეჟიმის არსებობა, რაც ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად, მთლიანი თანხის განკარგვაზე თანამესაკუთრის თანხმობას საჭიროებდა. აღნიშნული გარემოება სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი. უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის შესაბამისად, ი.გ–ი წარმოადგენდა სამკვიდროს მმართველს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71-ე ბრძანებით…
…მოსაზრებით, გულისხმობს, ასევე, ანდერძის აღმსრულებლის მიერ სასამართლოში დავის წარმოების შესაძლებლობას მამკვიდრებლის სახელით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ანდერძის აღმსრულებლის ასეთი უფლებამოსილება არაპირდაპირ გამომდინარეობს სსკ-ის 1498-ე მუხლის შინაარსიდანაც (თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს…
…შესაბამისად, წარმოეშვა, თუ არა ბ---- ვალდებულება გადაეცა მისთვის, გარდაცვლილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და ეს გადაცემა ითვლება, თუ არა ვალდებულების შესრულებად, რაც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას- პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო…
…გამოტანის შეჩერება 2016 წლის 12 ივლისამდე და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშნი. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო…