კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეცამეტე
სამკვიდროს დაც
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლი · სკ 1494
კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეცამეტე
სამკვიდროს დაც
…წარმოეშვათ ქონებრივ უფლებებთან ერთად ვალდებულებები სსკ-ის 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1494-ე მუხლების (კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) საფუძველზე.
…მიიჩნევა, რომ გარდაცვალების მომენტიდან ნ.ა–ვმა ჩაანაცვლა მამკვიდრებელი ვალდებულებებში ამ უკანასკნელისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებით. სამკვიდროს მიღებით ნ.ა–ვს ქონებრივ უფლებებთან ერთად წარმოეშვა ვალდებულებები სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლის თანახმად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამკვიდრო აქტივის მეტობა სამკიდრო პასივთან შედარებით საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა.
…რომ გარდაცვალების მომენტიდან თითოეულმა მათგანმა ჩაანაცვლა მამკვიდრებელი ვალდებულებებში, შესაბამისად, არა მხოლოდ თავდაპირველ მოსარჩელეს, არამედ _ მოპასუხეებსაც თანაბარწილად წარმოეშვათ ქონებრივ უფლებებთან ერთად ვალდებულებები სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იპოთეკარის მიმართ ვალდებულება სრულად შეასრულა ერთ-ერთმა თანამემკვიდრემ _ კასატორების…
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა მემკვიდრისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1494-ე მუხლიდან (კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა მემკვიდრის, პირველი მოპასუხისათვის, გარდაცვლილის ვალების დაკისრების თაობაზე სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად), და 1494-ე მუხლიდან (კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) გამომდინარეობს.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1494, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1494/