1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება 1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე _– ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №ას-390-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
…საფუძველი. 5.5. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა მოპასუხეებისთვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრეებისთვის სადავო თანხების დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მიხმო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე, 1489-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო. ეს დასკვნა დაემყარა იმ გარემოებებს, რომ მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას…
საქმე №ას-71-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
…გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯებით, არამედ სახლის ამჟამინდელი ღირებულებით. 6.6. მოთხოვნა ხანდაზმულ. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1489-ე და 128-ე მუხლებით. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის…
საქმე №ას-1068-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
…რემონტის ხარჯის დაკისრებისა. 2.20. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაც და შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის სამკვიდროს წილის პროპორციულად გაღებული ხარჯის თანაბარწილად დაკისრება. სსკ-ის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,…
…ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, 6181 ლარის ანაზღაურება დაეკისრა (საიდანაც დაკრძალვისა და სხვა რიტუალებისათვის გაწეული ხარჯი - 2381, ხოლო მოვლა-პატრონობის ხარჯი - 3800 ლარია). 8.1. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 1489-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ რადგანაც უდავო იყო, რომ მოპასუხემ გარდაცვლილის სამკვიდრო სრულად მიიღო, იგი ვალდებული იყო, მამკვიდრებლის მოვლისა და…
…500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში ანაზღაურება. წლისთავის ხარჯი, ასევე ქელეხისა და ორმოცის ამდენივე ხარჯი, რასაც მოსარჩელე მიუთითებს, აუცილებელ ხარჯად ვერ ჩაითვლებოდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1484-ე, 1489-ე და 973-ე მუხლები. 7.3. საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.…