განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210015001062159
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-735-2017 05 თებერვა-–-, 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მიმხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შ---------------, დ-------------- ლ-----------ე გ------------–--- ზ--------------ე
დავის საგანი - დაკრძალვის და მოვლის ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
და-–- და შ---------------ების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მ----------–--- იყო და-–- და შ---------------ების მამიდა, იგი ცხოვრობდა ქ. ქ-------–- ე---------- ქ. მ-------–-----------. მ----------–---- მეუღლე გ------------–--- გარდაიცვალა 1978 წლის 09 დეკემბერს, შვილი ა-–--------------–--- - 1996 წლის 31 დეკემბერს ქ. ო----------–-. შვილიშვილი გ------------–--- 1993 წლიდან ცხოვრობს რ-------- ფ-------–--–- დედასთან ერთად და ამ პერიოდიდან საქართველოში არ ჩამოსულა. ასევე დადგენილია, რომ ვინაიდან მ----------–---ს სხვა შვილები არ ჰყოლია, იგი ცხოვრობდა მარტო და გარდაიცვალა 2013 წლის 09 აგვისტოს;
2.2. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მ----------–---- სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობა მიიღო მისმა შვილიშვილმა გ------------–---მ, ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით, ასევე დადგენილია, რომ ბებიის მ----------–---- დაკრძალვას იგი არ დასწრებია და არც შემდგომში ჩამოსულა საქართველოში;
2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისს მოსარჩელე შ---------------მ წერილობით მიმართა კ------–--- „შ-------–-------------–--–-“ დირექტორს და ითხოვა ცნობა ლოგინად ჩავარდნილი, პოლიართრიტით და ოსტეოქონდროზით დაავადებული 82-85 წლის ასაკის მოხუცის მოვლა-პატრონობის ღირებულების თაობაზე 2010-2013 წლებში. იმავე დღეს აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორმა შ---------------ს გასცა პასუხი, რომ წერილში მითითებული პრობლემის მქონე პიროვნება საჭიროებდა ძირეულ მოვლას, ადრესატს ასევე განემარტა, რომ 2010-2013 წლებში, შესაბამის სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 471.50 ლარს. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით განსაზღვრეს მოსარჩელეებმა მ----------–---- მოვლის ხარჯი თვეში 470 ლარის ოდენობით, თუმცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მათი მამიდა ნამდვილად საჭიროებდა ძირეულ მოვლას, დაავადებული იყო პოლიართრიტით და ოსტეოქონდროზით, და დაკარგული ჰქონდა მოძრაობის უნარი 2011 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტომდე, ვერ დაადასტურეს.
2.4. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ფოტოსურათები და მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის პროფესიით ექიმის ჩვენებაც, თუკი არ არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია ავადმყოფის მდგომარეობის, დიაგნოზის და ჩატარებული მკურნალობის შესახებ ვერ გამოდგება სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, კერძოდ, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ მ----------–--- დაავადებული იყო პოლიართრიტით და ოსტეოქონდროზით და 2011 წლის მაისიდან 2013 წლის აგვისტომდე ლოგინად იყო ჩავარდნილი, რის გამოც საჭიროებდა მომვლელს;
2.5. ამასთან, დადგენილია, რომ მ----------–--- 2000 წლიდან ბენეფიციარად ირიცხებოდა ქუთაისის მადლიერების სახლში და სარგებლობდა უფასო კვების პროგრამით. იგი მხოლოდ 2013 წლის 15 ივნისიდან 08 აგვისტოს ჩათვლით (დაახლოებით ორი თვე) სარგებლობდა ბინაზე მიტანის სერვისით, რადგან იყო ავად და არ შეეძლო გადაადგილება. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მადლიერების სახლის ბენეფიციართა ჟურნალში 2013 წლის 15 ივნისამდე პერიოდშიც არ იყო მ----------–---- ხელმოწერები და სადილი მისთვის მიჰქონდა სხვა ბენეფიციარს, არ ნიშნავს, რომ მ----------–---ს არ შეეძლო მოძრაობა. გასათვა-–-სწინებელია ისიც, რომ მადლიერების სახლში 2012 წლის 6 მარტიდან არსებობდა ბინაზე მიტანის სერვისი, თუმცა მისი მომსახურებით მ----------–---მ მხოლოდ 2013 წლის 15 ივნისიდან ისარგებლა;
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------------- მუშაობდა საავადმყოფოში, მისი სამუშაო დრო იწყებოდა 9 საათზე და მთავრდებოდა 16 საათზე, მისივე განმარტებით მ----------–---სთან ხშირად რჩებოდნენ მისი დედა, შო--- ვა------ის ოჯახის წევრები და ა------------–--ის ოჯახის წევრები. მოსარჩელეთა განმარტებითვე, შო--- და დ--------------ებს თავის მოვალეობად მიაჩნდათ მამიდისადმი მზრუნველობის გამოჩენა, მათ არასოდეს უფიქრიათ გ------------–---------- გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა და ასეთი სურვილი გაუჩნდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მემკვიდრე გ------------–---მ გადაწყვიტა მ----------–----აგან მემკვიდრეობით მიღებული სახლის გასხვისება;
2.7. მოსარჩელეებმა და-–- და შ---------------ებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ----------–---- დაკრძალვის, საფლავის მოწყობის და ორმოცის ხარჯები გაღებულია უშუალოდ მათ მიერ, კერძოდ, დადგენილია, რომ მ----------–--- დაკრძალულია ოღასკურას სასაფლაოზე, შპს „ქ--------–----------–----------“-ის ანგარიშზე სარიტუალო მომსახურებისათვის თანხა 150 ლარი ჩარიცხულია ა------------–--ის მიერ, ასევე წარმოდგენილია შპს „ჰ-------“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 2013 წლის აგვისტოში აღნიშნული იურიდიული პირი ახორციელებდა სარიტუალო მომსახურებას, რაც ხუთი დღის მომსახურების შემთხვევაში შეადგენდა 580 ლარს, შპს „ა----------------–------“ მიერ 2015 წლის 7 აგვისტოს გაცემული აუდიტორული დასკვნით, საფლავის ქვის შეძენა და მოხატვა ორი ადამიანისათვის, ასევე თუჯის მოაჯირზე ოლიფის წასმა, შეღებვა შებენის მოყრა-მოსწორება შეფასებულია 900 ლარად, იმავე აუდიტორული ფირმის მიერ შო--- ვა------ისათვის მიწერილი წერილით (რომელიც არ წარმოადგენს აუდიტორულ დასკვნას), 2013 წლის სექტემბრის თვეში 40 კაცზე ორმოცის (განმცხადებლის მიერ წარდგენილი მენიუს მიხედვით) ხარჯი შეადგენს 960 ლარს;
სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ცალსახად არ ადასატურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა მოაწყვეს მ----------–---- საფლავი და გადაიხადეს ორმოცი, მათში მხოლოდ გასაწევი ხარჯების მოცულობაა მითითებული, რაც, რა თქმა უნდა, არ ადასტურებდა ამ ხარჯების გაწევას;
2.8. რაც შეეხება მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელ ხარჯს (რაც მითითებულია შპს „ჰ-------“ მიერ გაცემულ ცნობაში), სასამართლოსთვის უცნობია ვის მიერ იქნა იგი დაფარული, რადგან არაა წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შპს „ქ--------–----------–---------“-ის ანგარიშზე სარიტუალო მომსახურების თანხა 150 ლარი ჩარიცხულია ა------------–--ის მიერ, რომლისთვისაც მ----------–--- იყო დეიდა და ბუნებრივია ამ თანხის ანაზღაურება მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ, რაც შეეხება ქელეხის ხარჯს, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს სალაროს ქვითრები, გაცემული 2013 წლის 13 აგვისტოს შპს „რ------------“ მიერ 1100 ლარზე და ამავე წლის 11 აგვისტოს გაცემული შპს „მ--------------------“ მიერ 371 ლარზე, თუმცა ესეც ვერ გახდება სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოსარჩელის წარმომადგენელმა ა------------–--ემ და მოსარჩელე დ--------------მ განმარტეს, რომ შ---------------მ მართა-–-ა გადაიხადა ქელეხის თანხა, მაგრამ „საბიძაშვილომ“ შემდგომში აკრიფა ფული და მთლიანად დაუბრუნა მას გაღებული ხარჯი;
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
2.10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა ა------------–--ემ და მოსარჩელე დ--------------მ აღიარეს, რომ შო--- ვა------ის მიერ გაღებული ხარჯი დაიფარა მათი „საბიძაშვილოს“ მიერ, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, შ---------------ს ამ ხარჯების მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია;
2.11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მ----------–--- ლოგინად იყო ჩავარდნილი და საჭიროებდა მოვლას, რასაც ახორციელებდა დ--------------, ასევე ვერ დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----------–---- დაკრძალვის, ქელეხის და ორმოცის ხარჯი გაიღეს უშუალოდ და-–- და შ---------------ებმა;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი არეგულირებს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას წარმოშობილ ურთიერთობებს. მოსარჩელეთა განმარტებით, მ----------–---- მოვლის ხარჯების ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს სწორედ ამ თავში მითითებული ნორმების გათვა-–-სწინებით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 975-ე მუხლით, ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე იყო;
2.13. თუ შემსრულებელი ვარაუდობდა, რომ იგი საკუთარი ინტერესებისათვის მოქმედებდა, შესრულებული მოქმედებით კი სხვა პირმა უშუალო სარგებელი მიიღო, მხარეების მიმართ გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების და არა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესები;
2.14. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება, ხოლო მოვალე ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა და დაზოგა ქონება. როგორც უკვე აღინიშნა, მ----------–---- მემკვიდრეობა მიიღო მისმა შვილიშვილმა გ------------–---მ, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ბებიის მოვლასა და დაკრძალვაში, ეს გარემოება სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე უფლებას აძლევს იმ პირებს, რომლებმაც განახორციელეს მ----------–---- მოვლა, გაიღეს მისი დაკრძალვის და სხვა აუცილებელი ხარჯები, მოითხოვონ მისი ანაზღაურება მემკვიდრისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ისინი ნამდვილად ახორციელებდნენ მ----------–---- მოვლას, გარდაცვალების შემდეგ კი გაიღეს დაკრძალვის და სხვა აუცილებელი რიტუალების ხარჯები. კერძოდ, პირველ რიგში არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----------–--- საჭიროებდა მოვლას, რასაც ახორციელებდა დ--------------. მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში „ლოგინად ჩავარდნილი“ მოხუცი, რეგისტრირებული იყო მადლიერების სახლში, უფასო კვების პროგრამაში, საიდანაც გარდაცვალებამდე იღებდა დახმარებას, აღნიშული დაწესებულების თანამშრომელთა განმარტებით კი მ----------–--- დადიოდა მადლიერების სახლში, თუმცა ზოგჯერ მისთვის სხვა ბენეფიციარს მიჰქონდა საკვები, რაც არ ნიშნავს მოძრაობის უნარის დაკარგვას, ასევე დადასტურებულია, რომ მხოლოდ 2013 წლის 15 ივნისიდან 08 აგვისტოს ჩათვლით სარგებლობდა მ----------–--- საკვების ბინაზე მიტანის სერვისით. მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სამედიცინო დოკუმენტაცია მ----------–---- ავადმყოფობის და მისთვის ჩატარებული რაიმე სახის მკურნალობის შესახებ, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება კი ამ სადავო გარემოებას ვერ დაადასტურებს. ასევე გაურკვეველი იყო თუ რაში გამოიხატებოდა ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფის მოვლა, როცა დ-------------- 9 საათიდან 16 საათამდე მუშაობდა და მისივე განმარტებით, მოხუცთან რჩებოდნენ სხვა ნათესავები, ასეთ ვითარებაში გაუგებარია რატომ უნდა მიიღოს მოვლის ხარჯი დ--------------მ. ასევე ვერ დადასტურდა მ----------–---- დაკრძალვის ხარჯების გაღება უშუალოდ მოსარჩელეების მიერ, რაც საბოლოოდ სარჩელს უსაფუძვლოს ხდიდა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლოს მტკიცება პოლიართრიტით და ოსტეოხონდროზით დაავადებული 82-85 წლის ასაკის მოხუცის მოვლა-პატრონობის ღირებულებასა და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან მიმართებით, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან ნარიამ კი-–---, რომ ნამდვილად იყო დაავადებული პოლიართიტით და ოსტეოხონდროზით კარგად დასტურდება მტკიცებულებებით. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობა იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს თუ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ავადმყოფობის ფაქტი. კერძოდ საქმეში არსებობს მიმოწერა ინტერნეტის მეშვეობით გ------------–---სთან, სადაც ა------------–--ე მას 2011 წლის მაისის თვიდან ატყობინებდა, რომ მ------------–--- ცუდად იყო და სთხოვდა მას ჩამოსვლას. მას შემდეგ ის პერიოდულად ატყობინებდა გრ. კი-–---ს ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, თუმცა გრ. კი-–---ს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა აღნიშნულზე. მ----------–---, რომ ავად იყო და ვერ გადაადგილდებოდა ეს დასტურდება ასევე სს ,,ლ--------------’’-ს მიერ გაცემული ცნობითაც, რომ მ----------–--- პენსიას ბინაზე მომსახურეობით იღებდა 2011 წლის ივნისის თვიდან. აღნიშნული სერვისი ხორციელდება პენსიონერის მიმართვის შემდეგ და მ. კი-–---ს 2011 წლის მაისის თვეშიჰქონდა მიმართული ბანკისათვის, რადგან არ შეეძლო გადაადგილება, მას სანამ შეეძლო გადაადგილება მიდიოდა ბანკში და ღებულობდა პენსიას;
3.2. საქმეში არის მადლიერების სახლის ბენეფიციარ ზ---------------- განცხადება (ახსნა-განმარტება) დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რომელიც აჩვენებს, რომ მ.კი-–---სთან მთელი 2012 და 2013 წლის მაისამდე დაჰქონდა სადილი, ვიდრე მადლიერების სახლის სადილის მიტანის სერვისმა არ დაიწყო მასთან სადილის მიტანა. აღნიშნული დადგინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელეთა მიერ გამოთხოვილ იქნა ბენეფიციართა მადლიერების სახლში გამოცხადების ჟურნალები, საიდანაც გაირკვა, რომ ხელს მ----------–---- გრაფაში წელიწადნახევრის განმავლობაში აწერდა ამავე სახლის ბენეფიციარი ზ------------------- და მას მიჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში მ----------–----ათვის სადილი სახლში. ის ასევე მის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს, რომ მ----------–--- ვერ გადაადგილდებოდა. აღნიშნული განცხადება საერთოდ არ ჩათვალა სასამართლომ მტკიცებულებად, თუმცა ზ--------------- თავისი განცახდებით უტყუარად ადასტურებდა მ-----–---- მძიმე მდგომარეობას, რომ მ. კი-–---ს არ შეეძლო სიარული;
3.3. მ.კი-–---, რომ რევმატიული პოლიართრიტით იყო დაავადებული და ვერ გადაადგილდებოდა ეს ნამდვილად დასტურდება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მ----–---- ფოტოსურათებითაც, რომელზედაც კარგად ჩანს მ----------–---- დაავადება. მას ხელის თითები აქვს დეფორმირებული და ანალოგიურად ჰქონდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაც, რადგან ამ დაადავების მიერ პროვოცირება ხორციელდება ამ სისტემაზე;
3.4. მ----------–---, რომ მძიმე ავადმყოფი იყო და იყო დაავადებული რევმატული პოლიართრიტის მძიმე ფორმით ეს დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხულმა მკურნალმა ექიმმა შ-----------------, რომელიც ქ-------–- ცნობილია, როგორც დიდი პროფესიონა-–- და დიდი პრაქტიკოსი ექიმი. მან სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხვისას თანმიმდევრობით ჩამოაყა-–-ბა მ----------–---- ჯანმრთელობის მდგომარეობა 2011 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე. მან აღნიშნა, რომ მ----------–---ს ხელები და ფეხები ჰქონდა დეფორმირებული და შეშუპებული , ვერ გადაადგილდებოდა და ჩაკეტილი სახსრების გამო ჰქონდა ტკივილები, ჰქონდა რევნატიული პოლიართრიტი და ოსეტეოხონდროზი. ჰქონდა ასევე ასაკობრივი მაკიც და გულის უკმარისობა. დანიშნული და მიღებული წამლების ფონზე იყო რემისიაც და მდგომარეობის გართულება ყველა დავადების. ექიმმა ისეთი დაავადებები ჩამოთვალა მ.კი-–---ს რომ სჭირდა და სერიოზულ მკურნალობასა და მოვლას რომ საჭიროებდა, რაც ხორციელდებოდა კიდეც დ. ვა------ის მიერ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული უსაუძვლოდ არ გაიზიარა;
3.5. ასევე მოწმედ დაკითხულმა ე---------–---–-- დაადასტურა მ----–---- მძიმე ავადმყოფობის ფაქტი, რომ ის იყო ჩაწოლილი 2011 წლიდან და მას უვლიდა დ. ვა------ე, რომ ქელეხი იყო 100 კაციანი და ქელეხზე ფული არ აუღიათ;
3.6. მოწმედ დაკითხულმა ნ--------–------ დაადასტურა მ----–---- მძიმე ჯანმრთელონის მდგომარეობა, რომ იყო ჩაწოლილი ავადმყოფი და უვლიდა დ. ვა------ე;
3.7. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ არ გაიზიარა, სამაგიეროდ მან დაუჯერა მოწმეებს, რომლებმაც აშკარად დაამახინჯეს საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა, სასამართლომ გაიზიარა ა---------–----–---–--- და ც------------------- ჩვენებები და არ გაიზიარა მკურნა-–- ექიმის ჩვენება, რომელმაც თანმიმდევრულად ჩამოაყა-–-ბა ავადმყოფობის მიმდიანრეობის დინამიკა. ც-------------- მ----------–--- აშკარად სხვა ბენეფიციარში აერია, რადგან თქვა, რომ ის ,,მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად დადიოდა მადლიერების სახლში, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ნახა მადლიერების სახლში მისული. ქმარს ერქვა ზ-------’’. დადგენილია, რიომ მ-----–---- მეუღლეს ერქვა გრ-----–ი, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა, ხოლო შვილიშვილი გრ-----–ი კი 1993 წელს, 5 წლის ასაკში წაიყვანეს მშობლებმა რ-------- ფ-------–--–- და მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. ბებიას მისი ნახვის სურვილში აღმოხდა სული, ხოლო რაც შეეხება ა---------–----–---–-, მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მ. კი-–---ს არც მანამდე იცნობდა და არც შემდეგ, როცა სადილის ბინაზე მიტანა დაიწყო. ც--------------- და ა----–----–---–-- ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა (ერთის ჩვენებით მ------- გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ნახა მადლიერების სახლში, ხოლო მეორე ადასტურებს იმ დროს მ.კი-–--- ჩაწოლილი ავადმყოფი იყო). თუმცა სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ ზუსტად ურთიერთსაწინააღმდეგო და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ჩვენებები გაიზიარა;
3.8. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ,,მოსარჩელეებს თავის მოვალეობად მიაჩნდათ მამიდის მოვლა’’, რადგან მოსარჩელეებს ასეთი არსად არ უთქვამთ და პირიქით ადასტურებდნენ, რომ მოსარჩელეები მოქმედებდნენ მამიდის დავალებით და არა იმიტომ, რომ ეს თავის მოვალეობად მიაჩნდათ. აღნიშნული დასტურდება სხდომის ოქმით. დ-------------- თავის ახსნა-განმარტებაში ამბობს, რომ ის აუცილებლად მოითხოვდა მამიდის მოვლის ხარჯებს; და რომ ეს ნამდვილად ასეა, ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ მათ შენახული აქვთ ქელეხის ჩეკები, წყლისა და ელექტრო ქვითრები. ინტერნეტ მიმოწერებში ა------------–--ე აფრთხილებს მოპასუხეს, რომ ის დაკარგავდა ქონებას თუ არ ჩამოვიდოდა ქ-------–- და რას ნიშნავს ქონების დაკარგვა თუ არა მოვლისა და გარდაცვალების შემდგომ დასაფლავებისა და სხვა რიტუალებში დახარჯული თანხის მოთხოვნა. დ--------------ს თავის მოვალეობად რომ ჩაეთვალა მამიდის მოვლა, მაშინ ის არც სასამართლოს მიმართავდა აღნიშნულის ანაზღაურების მოთხოვნით. მ----------–--- არ იყო და-–- ვა------ის ოჯახის წევრი. ეს კარგად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აქაც სასამართლო შეეცადა სხვა ინტერპრეტაცია მიეცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებისთვის;
3.9. აპელანტის მითითებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ----------–---- ქელეხის სუფრა დაჯდა 1100 ლარი, ასევე ,,მ-------------------’’-ს მიერ გაცემული ქვითარი - 371 ლარზე, ასევე წარმოდგენილია შპს ,,ჰ------’’-ს მირ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ის ახორციელებდა მომსახურეობას და ეს თანხა შეადგენს 580 ლარს. შპს ,,ა----------------–-------’’-ს მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით საფლავის ქვის შეძენა და მოხატვა 2 ადამიანისათვის, ასევე თუჯის მოაჯირის შეღებვა, შებენის მოყრა-გასწორება დაჯდა 900 ლარი. ასევე 2013 წლის სექტემბრის თვეში 40 კაცზე (განმცხადებლის მიერ წარდგენილი მენიუს მიხედვით) ხარჯი შეადგენს 960 ლარს. მოწმეებმა ე---------–---–-- და ნ--------–------ დაადასტურეს, რომ იყვნენ ქელეხის სუფრაზე, რომ მოსარჩელეებმა მოაწყვეს სასაფლაო და გადაიხადეს ორმოცი. ის, რომ შ. ვა------ეს გასვენების ხარჯი ვინმემ გაუსტუმრა თვითონ შ. ვა------ე არსად არ ადასტურებს. სასამართლომ არ დაადგინა მართლა მოხდა თუ არა ამ ნახარჯის გასტუმრება და ვის მიერ. არც ის გამოარკვია ,,საბიძაშვილო’’-შო დ-------------- ხომ არ იგულისხმებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებით ნათლად დასტურდება, რომ ხარჯები გაიღო შ. ვა------ემ თუმცა სასამართლო ამას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ იზიარებს;
3.10. აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 102 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა სარჩელში მოყვანილი გარემოებები, თუმცა სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად უარი უთხრა მათ დაკმაყოფილებაზე; სასამართლო დაეყრდნო არა უტყუარ მტკიცებულებებს, არამედ მოწმეთა საეჭვო ჩვენებებს და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება; სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას;
3.11. სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. მოსარჩელეთა მიერ რომ გაწეულია ხარჯი, ეს უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ეს ხარჯები წარმოადგენდა იმ აუცილებლობას, რაც ესაჭიროებოდა მ.კი-–---ს სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხარი დაუჭირა მოპასუხეს, გაიზიარა მისი უსაფუძვლო არგუმენტაცია და საქმეზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება;
3.12. მოსარჩელემ სააპელაციო წარმოების ეტაპზე შეამცირა მოითხოვნა და მიუთითა: საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მ----------–--- აუცილებელ მოვლას საჭიროებდა 2012 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით ე.ი. 19 თვისა და 8 დღის მანძილზე, რაც თანხაში გამოხატული შეადგენს 9082 ლარს, ხოლო რაც შეეხება დასაფლავებისა და საფლავის მოწყობის ხარჯებს, ითხოვს ქელეხის სუფრის ანაზრაურებას - 1100 ლარის, ,,მ-------------------’’-ს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მ----–---- ქელეხზე და ორმოცზე გახარჯული ღვინის საფასურის - 381 ლარის, საფლავის ქვის დადგმისა და მოწყობის ხარჯებოს - 900 ლარის, ჯამში - 2381 ლარის ანაზრაურებას, ხოლო მთლიანობაში კი 11 463 ლარის ანაზრაურებას;
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს სარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:
4.2. დადგენილია, რომ მ----------–--- ცხოვრობდა ქ. ქ-------–- ე---------- ქ. მ-------–------------ში, იყო მარტოხელა და ხანდაზმული 82-85 წლის;
4.3. დადგენილია, რომ მ----------–--- 2000 წლიდან ირიცხებოდა ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს ბენეფიციარად და სარგებლობდა უფასო კვების პროგრამით;
4.4. დადგენილია, რომ მ----------–--- მომსახურების მისაღებად, როგორც წესი თვითონ დადიოდა ქუთაისის მადლიერების სახლში, ხოლო მისი გამოცხადება მისივე ხელმოწერით ფიქსირდებოდა შესაბამის ჟურნალში 2011 წლის ბოლომდე (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 235-247);
4.5. დადგენილია, რომ 2012 წლის 01 იანვრიდან, მ----------–---- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ვერ ახერხებდა მადლიერების სახლში პირადად გამოცხადებას, მაგრამ მისივე თხოვნით და მადლიერების სახლის ნებართვით მასთან უფასო სადილი ბინაზე დაჰქონდა ამავე სახლის ბენეფიციარს ზ-------------------ს, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს, (იხ. მტკ.: ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს მიერ გაცემული ცნობა - I, ს/ფ.: 234), გამოცხადების ჟურნალში 01.01.2012 წლიდან 2013 წლის 15 ივნისამდე შესაბამისად ხელს აწერდა ზ--------------, ხოლო 2013 წლის 15 ივნისის შემდგომ ზ--------------მაც ვერ შეძლო სიარული და სადილის მიტანა მ----------–---სთან (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 248-270, ასევე ზ---------------- განცხადებები - ტ. I, ს/ფ.: 271, 283);
4.6. ზ-------------------- მიერ ზემოთ აღნიშნული დავალების შესრულების შეუძლებლობის გამო - 2013 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 08 აგვისტომდე (მ----–---- გარდაცვალებამდე) მ----------–--- სარგებლობდა - ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს სპეციალური სერვისით, რაც გულისხმობდა ბენეფიციარისათვის საკვების ბინაზე მიტანას, ამ კუთხით საქმეში წარმოდგენილ ცნობებში დაფიქსირებულია, რომ ბენეფიციარი მ----------–--- იყო ავად, ხოლო ერთ-ერთ ცნობაში ასევე მითითებულია, რომ მას არ შეეძლო გადაადგილება (იხ. მტკ.: ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს ცნობები, I, ს/ფ.: 279, 280, II, ს/ფ.: 42;
4.7. საქმეზე 2017 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ----------–--- 2011 წლიდან იყო ავად, ხოლო 2012 წლის იანვრიდან ის საჭიროებდა მუდმივი მოვლა პატრონობას, კერძოდ მოწმე:
- მ----------–---- მკურნა-–- ექიმის შ----------------- (რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილების 31 წლიანი სტაჟი) ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ,,2011 წლის 01 ივნისში მ----------–---ს ჰქონდა გულის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ხელების შეშუპება, ხელები და ფეხები დეფორმირებული ჰქონდა, იმ მომენტისათვის იწვა და უჭირდა გადაადგილება (სიარული), მისცა დანიშნულება’’ (იხ. 11:28:55 სთ. ჩანაწერი); მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ,,2012 წლის ზამთარში მ----------–---ს ფეხები კიდევ უფრო დასიებული და დეფორმირებული ჰქონდა, უფრო გაძნელებული იყო მოძრაობა, კიდურები იმდენად იყო დეფორმირებული (ფეხის თითები) ფეხებზე დაყრდნობა და დამოუკიდებლად სიარული პრაქტიკულად ძა-–-ან ძნელი იყო. მ----------–---ს ჰქონდა დინამიკაში პროგრესირებადი დაავადება, ჰქონდა სახსრები მკვეთრად დეფორმირებული, ზუსტად მედიკამენტების დანიშნულება არ ახსოვს’’ (იხ. 13:30:26 სთ-ს და 11:31:55 სთ-ს ჩანაწერები); ამავე ჩვენებაში ექიმი უთითებს, რომ ,,მ----------–---ს ჰქონდა ასევე გულის უკმარისობა და ასაკობრივი მანკი (იხ. 11:35:19 სთ. ჩანაწერი), მაგრამ უმეტესად იქ იყო სახსრების დაავადება - ,,რევმატიული პოლიართრიტი’’. მას პაციენტებთან უწევს ამ კუთხით დანიშნულების მიცემა, როდესაც პაციენტი არ მიდის ექიმთან ან უარს აცხადებს სხვა ექიმის ნახვაზე. ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი უარს აცხადებდა სხვა ექიმის ნახვაზე. მე დანიშნულება მივეცი გულის უკმარისობასა და სახსრებთან დაკავშირებით ივნისის თვეში, მერე სექტემბერშიც და პერიოდულად ვნახულობდი, კერძოდ 2011 წელს 2-ჯერ ვნახე, სულ ვნახე 4-ჯერ’’ (იხ. 11:37:47, 11:37:55, 11:38:15 სთ-ბის ჩანაწერები);
- მოწმე ე---------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მ----------–---ს წლების მანძილზე უვლიდა და პატრონობდა დ-------------- (იხ. 11:44:00 სთ. ჩანაწერი) აქ არ არის საუბარი მხოლოდ სადილის გაკეთებაზე, მედიკამენტების შეძენასაც და-–- საკუთარი შესაძლებლობებით ახერხებდა. დ-------------- მის მამიდას ნამდვილად უვლიდა. ქალბატონი წლების მანძილზე ლოგინად იყო ჩავარდნილი და მ-------ს მოვლა ძირითადად და-–-ს ჰქონდა დაკისრებული. 2011 წლის მაისის მერე მ----------–--- იყო ავადმყოფობის გამო ჩაწოლილი, ის (მოწმე) რამოდენიმეჯერ მისულა კიდეც, გადაადგილება საერთოდ არ შეეძლო, ხელები და ფეხები სულ დეფორმირებული ჰქონდა, ერთად-ერთი თუ წამოაჯენდნენ. იყო მის პანაშვიდზე, ქელეხზე და ორმოცზე’’ (იხ. 11:49:18 სთ. ჩანაწერი);
- მოწმე ნ--------–------ ჩვენებით, ,,მ----------–---ს იცნობს 2007-2008 წლიდან, იმ პერიოდიოდან როდესაც ის (მოწმე) იყო ,,რ-----------------’’ დირექტორი, ხოლო მ----------–--- კი ამ რადიოს აქტიური მომხმარებელი. სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე ძა-–-ან თბილი და კარგი ურთიერთობა დამყარდა მათ შორის. მოწმისთვის ცნობილი იყო თვითონ მ----------–---- მონათხრობიდან, მისი ტრაგიკული ისტორიის შესახებ. ის სტუმრადაც მიდიოდა ხოლმე მარიამთან. ამავე მოწმემაც დაადასხურა, რომ მ----------–---ს წლების განმავლობაში უვლიდა დ-------------- (იხ. 12:06:18 სთ-ს, ასევე 12:23:57 სთ. ჩანაწერები). ავადმყოფობის პერიოდში რამოდენიმეჯერ ნახა ეს ქალბატონი, ძა-–-ან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბოლო პერიოდში უკვე მარტოც არ ტოვებდნენ. მე რომ ვნახე უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი (იხ. 12:14:30 სთ. ჩანაწერი), საწოლიდან ვერ დგებოდა დახმარების გარეშე (12:17:09 სთ. ჩანაწერი). 2011 წლის მაისიდან უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ნახა და იყო ძა-–-ან ცუდად. იყო მ----------–---- გასვენებაში და ქელეხში (იხ. 12:18:58 სთ. ჩანაწერი);
- მოწმე ც------------------- ჩვენებით, ,,ის არის მადლიერების სახლის თანამშრომელი კვების მენეჯერი, ყველას იცნობს მის ბენეფიციარებს ოჯახით, მ----------–--- ბოლოს მადლიერების სახლში იყო მოსული გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე და მასტან ერთად ნახა მისი მეუღლეც სახელად ზ-------’’ (იხ. 12:44:34, 12:44:37 სთ. ჩანაწერები). მითითებული მოწმე სხვა შემთხვევაში შეკითხვაზე: ნახა თუა რა მ----------–--- გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე? პასუხობს: ,,უფრო ეს ყველაფერი იცის მადლიერების სახლის მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც ახორციელებს გამოცხადებულ ბენეფიციართა აღრიცხვა-ჩაწერას’’ (იხ. 12:45:40 სთ. ჩანაწერი).
პალატა უთითებს, რომ მოწმე ც------------------- ჩვენება არის არათანმიმდევრული და შესაბამისად არადამაჯერებელი, კერძოდ ის თავის ჩვენებაში ერთგან უთითებს, რომ ,,მ----------–--- მადლიერების სახლში დადიოდა მეუღლესთან ზ-------სთან და შვილიშვილთან ერთად’’, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ მ----------–---- მეუღლეს ერქვა გრ-----–ი და ის გარდაიცვალა 1978 წლის 09 დეკემბერს, ხოლო შვილიშვილი კი 5 წლის ასაკიდან - 1993 წლიდან ცხოვრობს საზღვარგარეთ, ასევე დადგენილია, რომ მ----------–--- 2000 წლიდან ირიცხებოდა ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს ბენეფიციარად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1. და 4.3. პუნქტები), მეორეგან მოწმე უთითებს, რომ ,,მ----------–--- მადლიერების სახლში ნახა გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე’’, სხვაგან კიდევ უთითებს, რომ ,,ნახა გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე’’, მაშინ როდესაც თვითონ მადლიერების სახლის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მ----------–--- გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე სარგებლობდა სადილის ბინაზე მიტანის სპეციალური სერვისით და ამ კუთხით საქმეში წარმოდგენილ ცნობებში დაფიქსირებულია, რომ ბენეფიციარი მ----------–--- იყო ავად, ხოლო ერთ-ერთ ცნობაში ასევე მითითებულია, რომ მას არ შეეძლო გადაადგილება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.6. პუნქტი). ბოლოს კი მითითებული მოწმე ამბობს, რომ ,,მან არაფერი არ იცის, რადგან თავიდან იყო ამ დაწესებულების ექიმი, ხოლო 2012 წლიდან არის კვების მენეჯერი და ამ საკითხებთან არ აქვს შეხება. ეს იმფორმაციები (მ----------–---- მადლიერების სახლში გამოცხადება/არგამოცხადება) მისთვის არ არის ცნობილი, რადგან ეს ყველაფერი იცის მონიტორინგის სამსახურმა, მან უბრალოდ იკითხა, რომ მოდიოდა სასამართლოში, რა უნდა ეთქვა...ჟურნალზე ხელმოწერას თვითონ არ ესწრება და ვერ იტყვის თუ ვინ აწერდა მასზე ხელს. ხელმოწერებს ცალკე მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. ის ადგენს მხოლოდ კვების პროგრამას და უშუალოდ ბენეფიციარებთან ურთიერთობა არ აქვს’’ (იხ. ჩვენება 12:54:24 სთ-დან 12:57:49 სთ-მდე);
გარდა ზემოთ აღნიშნული არათანმიმდევრულობისა, პალატა უთითებს, რომ მოწმე ც------------------- ჩვენება არ არის შესაბამისობაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით, კერძოდ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ააიპ ,,ქ--–-------------------–-------------–-’’-ს ბენეფიციართა ყოველდღიური გამოცხადების ამსახველი ხელმოწერები, სადაც მ----------–---- ხელმოწერები ფიქსირდება 2011 წლის ბოლომდე, ხოლო 2012 წლის იანვრიდან უკვე მის ნაცვლად სხვა აწერს ხელს (იხ. ტ. I, ს/ფ.: 235-270, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების 4.4-4.5. პუნქტები). პალატას უჩნდება კითხვა: მოწმის ჩვენების მიხედვით თუ მ----------–--- რეალურად დადიოდა მადლიერების სახლში გარდაცვალებამდე 1 თვით ან/და 2 კვირით ადრე, მაშინ აღნიშნულ ჟურნალში მისი ხელმოწერის დაფიქსირებას რა უშლიდა ხელს, მით უფრო თუ ამ საკითხს მკაცრად აკონტროლებდა სპეციალურად ამისთვის შექმნილი მონიტორინგის სამსახური;
- მოწმე ა---------–----–---–-- ჩვენებიდან ჩანს, რომ ის ,,2012 წლის 06 მარტიდან მუშაობს მადლიერების სახლში. მონიტორინგის სამსახურის დავალებით მ----------–----ათვის სახლში დაჰქონდა სადილი, რადგან ამ ქალბატონს არ შეეძლო სიარული...’’ (იხ. 13:05:55 სთ ჩანაწერი);
4.8. ა---------–----–---–-- ჩვენება სხვა მოწმეთა (შ------------, ე-------–---–--, ნ----–------) ჩვენებებთან და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამყარებს პალატის რწმენას, რომ მ----------–---ს წელიწად ნახევარზე მეტი ხნის (19 თვის) განმავლობაში დამოუკიდებლად არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა და 2012 წლის იანვრიდან საჭიროებდა მოვლას და პატრონობას, ხოლო მას უვლიდა დ-------------- და შო--- ვა------ის ოჯახი, ამასთან საქმის მასა-–-თ, კერძოდ კოა-–-ცია „შ-------–-------------–--–-“-ს დირექტორს მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, ლოგინად ჩავარდნილი..., დაავადებული 82-85 წლის ასაკის მოხუცის მოვლა-პატრონობის ღირებულება 2010-2013 წლებში ... შეადგენდა 471.50 ლარს (იხ. ტ. I, ს/ფ.: 76-77, 142-143). პალატა განსახილველ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მითითებულ მტკიცებულებაში აღნიშნული თანხის ოდენობას და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მ----------–---- მოვლის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს თვეში 200 ორას ლარს, რაც უნდა გადამრავლდეს ზემოთ მითითებულ თვეებზე (19 თვეზე), რაც ჯამში შეადგენს 3800 ლარს;
4.9. დადგენილია, რომ მ----------–--- სახ. პენსიას ღებულობდა ბინაზე მიტანით 20.06.2011-20.07.2013 წლებში (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 119-124). საყურადღებოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა სს ,,ლ--------------’’-დან, თუმცა მითითებული მტკიცებულება საერთოდ არ არის შეფასებული;
4.10. დადგენილია, რომ მ----------–--- გარდაიცვალა 2013 წლის 09 აგვისტოს და დაკრძალულია ,,ო----------’’-ს სასაფლაოზე;
4.11. დადგენილია, რომ შ---------------მ 580 ლარის ხარჯი გასწია მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებაში (მარაზილკის დაქირავება, კუბოს დამზადება, კატაფალკით მომსახურება, მიცვალებულის სუდარა, პათანატომიური მომსახურება: გაბანვა, კოსმეტიკა, გაპატიოსნება, იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 31);
4.12. დადგენილია, რომ შ---------------მ 1100 ლარის ხარჯი გასწია მ----------–---- ქელეხისათვის (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 36);
4.13. დადგენილია, რომ შ---------------მ 371 ლარის ღირებულების ღვინო შეიძინა მ----------–---- ქელეხისა და ორმოცისათვის (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 36);
4.14. დადგენილია, რომ შ---------------მ მ----------–---- სასაფლაოს მოწყობისათვის შეასრულა 900 ლარის ღირებულების სამუშაოები (ქვის შესყიდვა, დადგმა, მოხატვა, მოაჯირის შეღებვა, შებენის მოყრა-მოსწორება, იხ. მტკიცებულებები: ტ. I, ს/ფ.: 25, 29-30);
4.15. დადგენილია, რომ შ---------------მ 960 ლარის ღირებულების ხარჯი გასწია მ----------–---- ორმოცისათვის (იხ. მტკ. ტ. I, ს/ფ.: 26-27);
4.16. დადგენილია, რომ მ----------–---- ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილიშვილი - გ------------–---, რომელმაც სრულად მიიღო მემკვიდრეობა;
4.17. დადგენილია, რომ მემკვიდრე - გ------------–--- 5 წლის ასაკიდან - 1993 წლიდან მუდმივად იმყოფება საზღვარგარეთ. გ------------–---------- ცნობილი იყო ბებიის ავადმყოფობის შესახებ, თუმცა არასდროს განუხორციელებია მისი მოვლა-პატრონობა. გ------------–---ს ეცნობა ბებიის გარდაცვალების შესახებ. ის არ დასწრებია ბებიის დაკრძალვას და არ გაუღია ტრადიციისამებრ მიცვალებულის დაკრძალვის და სხვა აუცილებელი ხარჯები;
4.18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მ----------–--- ლოგინად იყო ჩავარდნილი და საჭიროებდა მოვლას, მოსარჩელეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ისინი ნამდვილად ახორციელებდნენ მ----------–---- მოვლას, გარდაცვალების შემდეგ კი გაიღეს დაკრძალვის და სხვა აუცილებელი რიტუალების ხარჯები;
სამართლებრივი დასაბუთება
4.19. აპელანტებმა სადაოდ გახადეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომლითაც ვერ დადგინდა მოსარჩელეთა მხრიდან მ----------–---- მოვლისა და მისი დაკრძალვის ხარჯები;
4.20. სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტთა ამგვარ პრეტენზიას, ვინაიდან სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეა-–-ზაციას;
4.21. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლივად განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს – საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი;
4.22. პალატა უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად;
4.23. პალატა აღნიშნავს, რომ ზ/მითითებული ნორმის თანახმად გ------------–---, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვის ხარჯებში, ვალდებულია მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად დაფაროს ეს ხარჯები (განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სამკვიდრო მიღებულია სრულად, იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.16 პუნქტი);
4.24. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მითითებული მუხლით გათვა-–-სწინებულ კრედიტორთა რიცხვს განეკუთვნებიან პირები, რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად, დავალების გარეშე, საკუთარი ხარჯით დაკრძალეს მიცვალებული. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯების ასევე ქელეხისა და ორმოცის ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა მოსარჩელეთა მიერ მითითებული 2381 ლარის ფარგლებში არის გონივრული;
4.25. სამოქალაქო კოდექსის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით;
4.26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 04 მარტის განჩინებაში (საქმე N3კ/441-01) აღნიშნა, რომ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის) ... და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 500 ლარს. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც სადაც განმარტებულია, რომ ,,საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართა-–-ა, უმეტეს შემთხვევაში რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვა-–-სწინებით აუცილებელია. აქვე გასათვა-–-სწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სწორად დაეკისრა დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის (მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), ბალდახინის (კატაფალკის), განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება”(ას-791-748-2015 12 ოქტომბერი 2015 წელი);
4.27. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი, ზემოთ მითითებული ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვა-–-სწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მიცვალებულის დაკრძალვის ნაწილში (2381 ლარი) სავსებით გონივრულია და შეესაბამება არსებულ რეალობას;
4.28. პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, ,,გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან’’. შესაბამისად საქალაქო სასამართლოს პოზიცია რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება რომ მათ ნამდვილად გაიღეს დაკრძალვის და სხვა აუცილებელი რიტუალების ხარჯები, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მიუხედავად ასეთი ხარჯების გაღება/არგაღების დადასტურებისა (რომლის გაღება მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია) მოსარჩელე გონივრული ოდენობის ფარგლებში თავისუფა-–-ა მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოს მოპასუხე ვერაფერს უთითებს;
4.29. ამდენად, და-–- ვა------ის და შო--- ვა------ის სარჩელი მ----------–---- მოვლისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე გ------------–---- მიმართ საფუძვლიანია ნაწილობრივ, კერძოდ მამკვიდრებლის დაკრძალვის, ქელეხისა და ორმოცის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის (2381 ლარის) ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო მ----------–---- მოვლის ნაწილში საფუძვლიანია მხოლოდ 3800 ლარის ნაწილში, რადგან მითითებული თანხა (თვეში 200 ლარის ოდენობით) პალატამ მიიჩნია გონივრულ ოდენობად და უნდა დაკმაყოფილდეს იმ ფარგლებში, რაც პირის მოვლისას აუცილებელ ხარჯად შეიძლება იქნეს განხილული საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვა-–-სწინებით;
4.30. ვინაიდან, გ------------–---მ სრულად მიიღო სამკვიდრო, მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად მისი ვალდებულებაა სრულად აანაზღაუროს მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯები, რაც განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 6181 ლარით, საიდანაც დასაფლავების ხარჯები არის 2181 ლარი და მოვლის ხარჯი - 3800 ლარი;
4.31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.32. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.33. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ, რამაც განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, აღნიშნული გარემოება, შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გადაწყვეტილების გაუქმების და შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახა-–- გადაწყვეტილება; შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ------------–---ს შო--- ვა------ის და და-–- ვ--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6181 ლარის გადახდა, საიდანაც დასაფლავების ხარჯები არის 2181 ლარი და მოვლის ხარჯი - 3800 ლარი;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი-430 ლარი;
6.3. დადგენილია, რომ აპელანტებს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 459 ლარი;
6.4. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 6181 ლარის ნაწილში, რომლის შესაბამისი 3% ის ოდენობით სახ. ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის შეადგენს 185,43 ლარს;
6.5. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, გ------------–---ს და-–- ვა------ის და შო--- ვა------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვა-–-სწინებული სახ. ბაჟის ნაწილის- 185,43 ლარის ანაზღაურება;
6.6. დადგენილია, რომ აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 5282 ლარის ნაწილში, რომლის შესაბამისი 4%-ის ოდენობით სახ. ბაჟი სააპელაციო წარმოებისათვის შეადგენს 211,28 ლარს.
6.7. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------------–---ს და და-–- ვა------ის და შო--- ვა------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად, 247,72 ლარის გადახდა (459-211,28=247,72).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახა-–- გადაწყვეტილება;
3. შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ------------–---ს შო--- ვა------ის და და-–- ვ--------- სასარგებლოდ დაეკისროს 6181 ლარის გადახდა (საიდანაც დასაფლავების ხარჯები არის 2181 ლარი და მოვლის ხარჯი - 3800 ლარი);
5. გ------------–---ს შო--- ვა------ის და და-–- ვა------ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის - 432,67 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვა-–-სწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
სიმონ ჩხაიძე