მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეები
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(207)
საქმე №ას-1324-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…რომლის თანახმადაც მათთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ უცნობი იყო, რის გამოც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი). სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1488-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ იმისთვის, რათა კრედიტორის მხრიდან შესაძლებელი იყოს მოვალის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წაყენება კანონით…
საქმე №ას-528-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…სასამართლოს გადაწყვეტილება. 15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 286-ე, 301-ე, 411-ე, 867-ე- 868-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელი გარდაიცვალა, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ბანკის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა მზღვეველს, რაც…
საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…სანოტარო ორგანოში უნდა შეიტანოს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთანავე, ვინაიდან სამკვიდროს მიღება არ გულისხმობს მამკვიდრებლის მხოლოდ ქონებრივი უფლებების მიღებას, ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. 19. აღნიშნული…
საქმე №ას-131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2025
…და 15.1 მუხლებიდან გამომდინარე ასევე - ხანდაზმულად. ვინაიდან შპს „ბ–ო“-ს დირექტორისა და პარტნიორის - ლ.თ–ძის წინააღმდეგ სარჩელში მითითებული ფაქტები არ დასტურდებოდა, გამორიცხული იყო მის მემკვიდრეთა წინააღმდეგ, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1486-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების შესაძლებლობა. 10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი…
საქმე №ას-922-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…წლის 22 მაისის განჩინებით, აპელანტთა (მოსარჩელეთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1306-ე, 1328-ე, 1484-ე, 473.1, 986-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივს…
საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
საქმე №ას-171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საქმე №ას-872-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
საქმე №ას-824-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2023
საქმე №ას-1310-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
საქმე №ას-1172-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
საქმე №ას-411-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-405-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ას-1291-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2022
…გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ…
მუხლი 45. მემკვიდრეობის უფლება— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია