ბრძანება N 19792

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.09.2024
№ დოკუმენტი 19792
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19792

04 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 21 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის (ოქმი №55) და 16 აგვისტოს (ოქმი №90) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22716/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ------- (პ/ნ -------) №87912/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №081-308 საგადასახადო მოთხოვნა.

2023 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა -------.

გარდაცვლილი ------- მემკვიდრეებს წარმოადგენენ -------, ------- და -------.

სამკვიდრო მოწმობის თანახმად ------- სამკვიდროს წილი შეადგენს ½ წილს, ხოლო დანარჩენი გადანაწილებულია თანაბრად, -------, ------- და -------.

მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №21-11/4099 წერილის საფუძველზე -------, ------- და ------- ეცნობათ, რომ 2023 წლის 22 აპრილს გარდაცვილი ფ/პ ------- პირადი აღრიცხვის ბარათზე (ძირითადი და დროებითი) გარდაცვალების თარიღისათვის არსებული დავალიანება გადატანილია მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებით კი გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილია მათ ნებისმიერი სახის ქონებაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ მასზე აისახა გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება გარდაცვალების მომენტისათვის სამკვიდრო მოწმობაში მისი წილის შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ იმ ქონებაზე რაც მემკვიდრეობით მიიღო.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 162415.36 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებით ფ/პ ------- (პ/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 21 თებერვალს გაასაჩივრა (საჩივრის №87912/1/2024) შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 11 მარტის №5224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიციით არ ირკვევა, გავრცელდა თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22716/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5224 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით ფ/პ ------- (პ/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) 172516.35 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22716/2/2024 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიციით არ ირკვევა, გავრცელდა თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით .

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2024 წლის 18 იანვარს მომსახურების დეპარტამენტში შედგენილია დასკვნა №4262-21-11, რომლის საფუძველზე გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათებზე (ძირითადი და დროებითი) გარდაცვალების სავადო თარიღისათვის რიცხული დავალიანება გადატანილია მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე (ძირითადი და დროებითი) სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად, კერძოდ: ფ/პ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათებზე 21.11.2023 წლის სავადო თარიღით გადატანილია მამკვიდრებლის დავალიანების 4/6 ნაწილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სამკვიდრო მოწმობით მიღებული ქონების ნუსხა. განსაზღვრულ ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაავრცელოს მემკვიდრეობით მიღებული წილის პროპორციულად მიღებული აქტივების ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სამკვიდრო მოწმობით მიღებული ქონების ნუსხა;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაავრცელოს მემკვიდრეობით მიღებული წილის პროპორციულად მიღებული აქტივების ფარგლებში;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ იმ ქონებაზე რაც მემკვიდრეობით მიიღო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ/პ-ის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 21 თებერვალს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 11 მარტის №5224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22716/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5224 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სამკვიდრო მოწმობით მიღებული ქონების ნუსხა. განსაზღვრულ ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაავრცელოს მემკვიდრეობით მიღებული წილის პროპორციულად მიღებული აქტივების ფარგლებში.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1-ა)