1. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ:
ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები;
ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას;
გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ;
დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა;
ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;
ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, კერძოდ, მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებზე იმავე აქტივების ღირებულების ფარგლებში გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ შეუსაბამოს გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ამ დავალიანების ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად), იმ აქტივის/აქტივის ნაწილის მითითებით, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად.
4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2640
–
ვებგვერდი, 06.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2018 კანონი №2640
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 265. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება 1. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ: ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები; ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას; გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ; დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა; ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები; ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, კერძოდ, მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებზე იმავე აქტივების ღირებულების ფარგლებში გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ შეუსაბამოს გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ამ დავალიანების ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად), იმ აქტივის/აქტივის ნაწილის მითითებით, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. 4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(41)
- საქმე №ბს-1091(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად…
- საქმე №ბს-794(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
…პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით…
- საქმე №ბს-451(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
…პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით…
- საქმე №ბს-890-886(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2021
…პარლამენტის წინააღმდეგ“, §42). ამდენად, გირავნობის გამოყენება ყოველთვის ხორციელდება კონკრეტულად განსაზღვრული ან გასაზღვრებადი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დანაწესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 265.2 მუხლი, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს სამომავლო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის გამოყენების შესაძლებლობას გადაუდებელი გასვლითი…
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
…პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სააპელაციო პალატის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს…
- საქმე №ბს-249-249(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2018
- საქმე №ბს-1015-973(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2010
- საქმე №ბს-1127-1078(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ბს-910-872(კ-კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
- საქმე №ბს-824-786(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2007
- საქმე №ბს-464-441(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2007
- საქმე №ბს-1398-973(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
- საქმე №ბს-416-6(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2005
- საქმე №ბს-465-53(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2005
- საქმე №ბს-229-176-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2005
- საქმე №3გ/ად-81-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2003
- საქმე №3გ-ად-466-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2003
- საქმე №3გ-ად-142-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.09.2002
- საქმე №3გ-ად-65-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2002
- საქმე №3გ-ად-18-კ-ს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2002
- საქმე №3გ/ად-203-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2002
- საქმე №3გ/ად-105კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2001
- საქმე №3გ/ად-26-კს · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2001
- საქმე №3გ/ად-3კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2001
- საქმე №3გ/ად-188-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2001
- საქმე №3გ\ად-164-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2000
- საქმე №3ა/ად-76-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.09.2000
- საქმე №080310016001513943 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2020
- საქმე №080310017002107167 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330310015001146702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №030310117002025601 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2018
- საქმე №080310016001513943 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №110311219003118476 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 26.08.2019
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310018002566312 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №080310017002107167 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310016001427291 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.