1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.
3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.
5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 258. საკონტროლო შესყიდვა 1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა. 2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება. 3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები. 4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები. 5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს). საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.5
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
…შესახებ - მოსარჩელის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევა. ეს შემოსავლების სამსახურმა დაადგინა ე.წ. საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, საკონტროლო შესყიდვით შეიძლება შესყიდულ იქნეს, როგორც საქონელი, ასევე მომსახურება. გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის პირველი…
საქმე №ბს-272(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2020
…რომ 07.12.2011წ. მოხდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შპს „...ის“ წარმომადგენელმა სასაქონლო ზედნადებში, რეალურად გადახდილი 560 ლარის ნაცვლად, დააფიქსირა 520 ლარი. დადგენილია, რომ საქონელი შეძენილია ზ. თ-ისა და გ. უ-ის მიერ. საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების,…
…აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენა; საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადგენა და სხვ.) / საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლი,,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების…
…პურის წარმოებისა და მოწოდებისათვის პურის საცხობებზე სხვადასხვა გადასახადების ნაცვლად, შემოღებულ იქნა ერთი სახის ფიქსირებული გადასახადი და მოქმედი საცხობი ღუმელის ფართობის 1 კვ.მეტრზე ყოველთვიურად დაწესდა 320 ლარის გადახდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო, საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი აღნიშნული ცვლილების…
…გადახდევინება 2005 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა ახალი საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთის შესაბამისად. ძველი საგადასახადო კოდექსის 273.2 “ა” მუხლის თანახმად, 13 წლის ავტომობილის ტარიფი იყო 0,50 ლარი, ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მიხედვით _ 0,70 ლარი. საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 105-ე მუხლი და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის…
…საკანონმდებლო ჩანაწერები. საგადასახადო კოდექსის თავი XXXVII განსაზღვრული არის მიმდინარე კონტროლის პროცედურები. საგადასახადო კოდექსის კონკრეტულად განსაზღვრავს პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრის მიმდინარე კონტროლის პროცედურას. საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო…
…საგადასახადო ორგანო არცერთხელ არ დაინტერესებულა კომპანიის საქმიანობით და არ ჩაუტარებია საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით დადგენილი მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 257-ე, 257-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე და 261-ე მუხლებით, ასე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების. ასევე, შემოსავლების…
…შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით განსაზღვრულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები. საგადასახადო კოდექსი კონკრეტულად განსაზღვრავს პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრის მიმდინარე კონტროლის პროცედურას. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მე2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში პირდაპირ მოცემულია თუ როგორ შეიძლება დადგენილი იქნას საქონლის (პროდუქციის) რეალური…
…ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლზე და 259-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №120745-21-12 წერილისა და მასზე თანდართული…
…თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლზე, რომლის თანახმად: 1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით…