1. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან და გამოსაყოფი თანხის ოდენობა აისახება მე-2 მუხლის შესაბამისად გამოცემულ ინდივიდუალურ
ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში.

2. საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს (პირებს) გადაეცემა «საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №018-ის - «საავანსო ანგარიში» საფუძველზე. სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ფორმაში მიეთითება გამოყოფილი თანხის სრული ოდენობა და იმ პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, რომელიც თანხის შენახვასა და მიზნობრივი დანიშნულებისათვის გამოყენებაზე იქნება პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული). ამავე ფორმაში აისახება საკონტროლო შესყიდვაზე (მიზანდასახულად) გახარჯული, აგრეთვე აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ან/და დაბრუნებული თანხა.

4. პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი პირის საკუთარი სახსრებით, რის თაობაზეც მიეთითება მე-2 მუხლის შესაბამისად გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში
.

5. საჭიროების შემთხვევაში, (საქონლის ან/და მომსახურების სახეობის, დასაკვირვებელი ობიექტის (ობიექტების) რაოდენობისა და მათი ადგილმდებარეობის
, შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების სახეობისა და რაოდენობის გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის, დღგ-ის გადამხდელის მოწმობის ან სხვა სახის ფსევდოდოკუმენტების და საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებების გაცემა. ფსევდოდოკუმენტები გაიცემა შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გარეშე.

6. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად უცხოური ვალუტის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ პირს თანხა გადაეცემა ეროვნულ ვალუტაში და მას ეკისრება თანხის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციის ვალდებულება. კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა
.

7. თუ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვისას მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, აღემატება ამ პროცედურისთვის დადგენილი წესით განსაზღვრულ თანხებს, ზედმეტად გახარჯული თანხის გაცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე ხორციელდება „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №018-ის შესაბამისად.

8. ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული) ფული წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა
.

9. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გაცემული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის, დღგ-ის გადამხდელის მოწმობის ან სხვა სახის ფსევდოდოკუმენტები ან/და ტექნიკური საშუალებები (ასეთის არსებობისას) წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა
და დადგენილი წესით ინახება საგადასახადო ორგანოში, შემდეგში ანალოგიური დანიშნულებით შესაძლო გამოყენებისათვის.

10. საგადასახადო ორგანოს უფროსს/მოადგილეს უფლება აქვს საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელების მიზნით გააფორმოს ერთჯერადი ხელშეკრულება მოწვეულ სპეციალისტთან/ექსპერტთან სათანადო ანაზღაურებით (სპეციალისტის/ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები და გასამრჯელო). სპეციალისტის/ექსპერტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ ამ საგადასახადო ორგანოსათვის საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ