1. მიმდინარე კონტროლის პროცედურების მომზადება მოიცავს გადასახადის გადამხდელის ობიექტის შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვებას და მათ წინასწარ გაცნობას.
2. შეისწავლება მიმდინარე კონტროლის პროცედურებითა და გასულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ მონაცემთა შორის შესაძლო არსებითი სხვაობის გამომწვევი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები, კერძოდ:
ა) შესასწავლი ობიექტის გასული პერიოდის საშუალო დღიური ბრუნვების წინასწარი ანალიზი;
ბ) მასალებით და ენერგორესურსებით არარიტმული უზრუნველყოფა;
გ) გასაღების ბაზრის სეზონური ხასიათი;
დ) სამუშაო რეჟიმის შეცვლა;
ე) საქონლის/მომსახურების ფასების ცვლილება;
ვ) ეკონომიკური საქმიანობის პროფილის შეცვლა;
ზ) გასულ პერიოდებში დაფიქსირებული თანამშრომელთა რაოდენობა;
თ) საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები;
ი) სხვა სათანადო ინფორმაცია.
3. შესაბამისი ანალიზის შემდეგ, გამოიცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმდინარე კონტროლის პროცედურის განხორციელების თაობაზე.
4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს, როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის ან კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ გადასახადის გადამხდელთა მიმარ