1. კონტროლის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელებას;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღსა და ადგილს;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

ვ) იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რის საფუძველზეც მოხდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

ზ) პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა თანამდებობას, სახელს და გვარს;

თ) გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს;

ი) პროცედურის ჩატარების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების ვადებს);

კ) მითითებას, საჭიროების შემთხვევაში, პროცედურის ჩატარებისას გამოსაყენებელი გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობისა და ტექნიკურ საშუალებების თაობაზე;

ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართს, საჩივრის წარდგენის ვადას და წესს;

მ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტებს.

2. კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ გადასახადის გადამხდელთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემთა ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს იმ სამოქმედო ტერიტორიის დასახელება (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი მითითებით), სადაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურა.

3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ერთ ან რამოდენიმე ობიექტში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

5. ცალკეული ობიექტის (ობიექტთა ჯგუფის) სპეციფიკის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება შემუშავდეს კონტროლის განხორციელების ინდივიდუალური მეთოდები.

6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს
უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე.

7. გადასახადის გადამხდელის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება.

8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმი