1. მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.
2. პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს, ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძვლის არსებობისას უფლება აქვს გაითვალისწინოს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
5. მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს ოქმს შესაბამისი სამართალდარღვევის შესახებ.
6. საგადასახადო შემოწმებისას, ამ კარით განსაზღვრული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა აისახება შემოწმების აქტში, ამ შემთხვევაში ცალკე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.
ქრონომეტრა