მუხლი 256. ზოგადი დებულებანი პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლთან დაკავშირებით
თავი XXXVII — მიმდინარე კონტროლის პროცედურები
1. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები.
3. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლი ხორციელდება ამ პირის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
4. პირი უფლებამოსილია დაესწროს მის მიმართ განხორციელებულ მიმდინარე კონტროლის პროცედურებს.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პროცედურებში მონაწილე სხვა პირი. პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 256. ზოგადი დებულებანი პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლთან დაკავშირებით 1. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე. 2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმდინარე კონტროლის პროცედურების დას მოსამართლფიქს ბირძანების საფუძველმიზე, ელექტრონული საშუალებებისთ გამოიყენებით, პირიოს იტექნფორმიკურები ს გარეშე გუანახორციელოს მის საქმიანობაზე დაკვირვება (პროტოკოლირება)ი. 3. პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლი ხორციელდება ამ პირის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. 4. პირი უფლებამოსილია დაესწროს მის მიმართ განხორციელებულ მიმდინარე კონტროლის პროცედურებს. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პროცედურებში მონაწილე სხვა პირი. პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.5
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(24)
საქმე №ბს-1060(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
…სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. ფ-ე გადამოწმებულ იქნა არა შემოსავლების სამსახურის მიერ, არამედ გარმოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელთა მიერ, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მითითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ანიჭებს უპირატესობას მოახდინონ ტექნიკური საშუალებებით კონტროლის…
…გადამხდელის მიმართ შემოწმების აქტების შედეგად თანხების დარიცხვა და მათი გაუსაჩივრებლობა საგადასახადო დავალიანებას აღიარებულად აქცევდა. საფუძველს არის მოკლებული მოპასუხის შესაგებელში (ტ.1, ს.ფ.82) მითითება იმაზე, რომ 13.06.1997წ. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა შემოწმების აქტი და მისი გაუსაჩივრებლობა ადასტურებს დავალიანების აღიარებას. საგადასახადო…
…მოტივით, რომ არ ეთანხმებოდა, მაგრამ მას, იმავე კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სადავოდ არ გაუხდია შემოწმების აქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება აღიარებულია. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელს, რომელსაც სადავოდ მიაჩნია დარიცხული გადასახადის თანხა ან საგადასახადო ორგანოს სხვა…
საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
…დეკლარაციები. შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია მოსარჩელის მიერ. სამართლებრივი: მოპასუხის მითითებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის I ნაწილის, 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად. (იხ. ს.ფ. 60-67. ტ. I). მოპასუხის შესაგებელი: ფაქტობრივი: მოპასუხე…
…აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით გადამხდელმა განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციას, თუმცა პასუხი აღნიშნულზე დღემდე არ მიუღია. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად განსაზღვრულია, რომ ყოველი შემდგომი საჩივარი უნდა წარდგენილიყო გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი 30-დღიანი…
…შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.“ ამ ნაწილში პირდაპირ მოცემულია თუ როგორ შეიძლება დადგენილი იქნას საქონლის (პროდუქციის) რეალური ღირებულება (ფასი) თუმცა, საგადასახადო ორგანოს (შემმოწმებელს) არ განუხორცილებია ზ/აღნიშნული. ასევე საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ „ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს…
…პროცედურას. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მე2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში პირდაპირ მოცემულია თუ როგორ შეიძლება დადგენილი იქნას საქონლის (პროდუქციის) რეალური ღირებულება (ფასი). ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 256- ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ…
…პროცედურებისთვის და საგადასახადო შემოწმების სახეები. როგორც ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ…
…ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. „ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი ნაწილის, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 257 1 მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი და მე-10 ნაწილების, 286-ე მუხლის მე-14…
…მეტიც, 2015 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ იქნა მანქანის მძღოლი -------, რომელმაც უარყო შპს „--------” შემხებლობა მის მიერ გადატანილ ტვირთთან, მანვე განმარტა, რომ მილები გადაჰქონდა საკუთარი საჭიროებისათვის. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის დაჯარიმება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ პირი ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნებისათვის…
მუხლი 6. მიმდინარე კონტროლის შედეგები— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე