თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. საბანკო გარანტიის ძალით საბანკო დაწესებულება (გარანტი) გადასახადის გადამხდელის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაფარავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებას.
2. არ შეიძლება საბანკო გარანტია გარანტმა უკან გამოითხოვოს.
3. გარანტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 250. საბანკო გარანტია 1. საბანკო გარანტიის ძალით საბანკო დაწესებულება (გარანტი) გადასახადის გადამხდელის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაფარავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებას. 2. არ შეიძლება საბანკო გარანტია გარანტმა უკან გამოითხოვოს. 3. გარანტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსთხოვოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის კუთვნილი თგანდამხდელის საგადა შესაბხამდო დავალისი სანქცებიის გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
…მე-4 ნაწილის «ე» პუნქტის თანახმად, დღგ-ს ჩათვლა არ წარმოებს იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით‚ რომლებიც არ არის წარმოდგენილი მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ დღგ-ს საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 45 დღისა, ხოლო ამავე კოდექსის 250-ე მუხლით ‚ დღგ-ს საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ინდმეწარმე ზ. კ-ძის მოსაზრებით,…
…კოდექსის 152-ე მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოება ამ ნაწილშიც უნდა შეეწყვიტა დაუშვებლობის მოტივით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 220-ე, 247-ე და 250-ე მუხლები. საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამავე მუხლის მე-4…
საქმე №3გ-ად-87-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2003
…თანხებს, სს “ი-ის” ადმინისტრაცია ვერანაირად ვერ გადაიხდიდა გადასახადებს, რომელსაც აკისრებდა საგადასახადო ინსპექცია, რადგანაც მას შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “ი-ის” დირექციამ ითხოვა, საგადასახადო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადების და საურავების ჩამოწერა და გადახდის ბრძანების გაუქმება. ქუთაისის საოლქო საგადასახადო…