მუხლი 253. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი
თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის
კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 253. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი 1. აღიარებული საგადასახადო დავალიანებისა დაიფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.
…განხორციელებული საექსპორტო ოპერაციებიდან გამომდინარე, დამალული ჰქონდა შემოსავალი 18753 ლარის ოდენობით, საიდანაც დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა მოგების გადასახადი – 3750 ლარი; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე და 253-ე მუხლების შესაბამისად ჯარიმა 937 ლარი გადასახადის შემცირებისათვის და საურავი ვადაგადაცილებაზე – 2052 ლარი, სულ - 6737 ლარი. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე…
…2005 წლის 1 აპრილიდან 2007 წლის 7 ნოემბრამდე დაერიცხა ჯარიმა - 6,600 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო არა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლი, არამედ 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლი. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და…
…საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) თვეზე. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა აგრეთვე 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 253.1 მუხლი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. გ-ძემ 2004 და 2005 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები თბილისის საგადასახადო…
…იმ საცხობებისათვის, რომელთა ფართი 20 კვ.მ არ აღემატებოდა, დადგენილი იყო 200 ლარის ფიქსირებული გადასახადი. სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელეებისათვის დეკლარაციების წარუგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმა და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადამხდელებს, რომლებმაც დროულად არ წარადგინეს დეკლარაცია, ფინანსური სანქციის სახით გადახდებათ ჯარიმა, 5%-ი იმ…
…იყო გადამხდელისათვის, რომლის მიერაც არა ერთხელ იქნა ჩაბარებული მოპასუხე საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაცია და მისთვის, ბუნებრივია, ცნობილი იყო მისი ჩაბარების სავალდებულოობის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლითაც გადასახადის გადამხდელის იგივე ვალდებულება იყო დადგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა…
…არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 53-ე, 253-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების…
…ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 270-ე მუხლზე, 253-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, დადგენილ გარემოებებზე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის…
…რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი. შემოსავლების…
…სრულად და საურავის ნაწილი, ხოლო შემდეგი სავადო თარიღებით დარიცხული დეკლარირებული გადასახადები აღრიცხულია დავალიანებად ძირითად გადასახადში, რომელსაც ერიცხება საურავი. ამასთან, საგადასახადო დავალიანება დაფარულია ქრონოლოგიური წესით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით (გადასახადი, ჯარიმა, საურავი). შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადების ადმინისტრირების…
…37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის…